ქართველი ოფთალმოლოგის უნიკალური მიგნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველი ოფთალმოლოგის უნიკალური მიგნება

სამწუხაროდ, პათოლოგია პროგრესირებით ხასიათდება და ხშირად მძიმე გართულებებსაც აძლევს დასაბამს.

მკურნალობის ტრადიციული მეთოდი მოიცავს ახლომხედველობისათვის განკუთვნილი სამედიცინო სათვალის გამოყენებას და რეფრაქციულ ქირურგიას.

აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის განცხადებაში (2015 წ.) აღნიშნულია - არ არსებობს მიოპიის შემაფერხებელი საშუალებები, სათვალისა და კონტაქტური ლინზების გამოყენება კი ვერ ახდენს დაავადების პროგრესირებაზე გავლენას.

მაშინ როცა, ქართული ოფთალმოლოგიისა და მთელი ქვეყნის საამაყოდ, პროფესორმა დავით შენგელიამ შექმნა სამკურნალო გელი, რომელიც ეფექტურად აფერხებს მიოპიის პროგრესირებას.

ქართველი ექიმის მრავალწლიანი პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგად შექმნილ-შემუშავებულ სამკურნალო საშუალებას უნიკალური შედეგები აღმოაჩნდა.

როგორ მივიდა პროფესიონალი ექიმი და ღვაწლმოსილი მეცნიერი ამ სიახლემდე, რას ეფუძნება მის მიერ შექმნილი გელი, როგორ მოქმედებს და რა შედეგები აქვს - ამის შესახებ ქვემოთ შეიტყობთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ დავით შენგელია აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის სრული პროფესორი და საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის წევრია. მას ექიმ-ოფთალმოლოგად მუშაობის 49-წლიანი და პედაგოგიური მოღვაწეობის 41-წლიანი სტაჟი აქვს. დავით შენგელია 70-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია.

- ბატონო დავით, რას გვეტყვით თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგად შექმნილ-შემუშავებულ სამკურნალო გელზე, როგორ მიხვედით ამ სიახლემდე? რომელი პათოლოგიების სამკურნალოდაა ის მოწოდებული?

- დავიწყებ იმით, რომ ახლომხედველობა, იგივე მიოპია და მისი გართულებები, მეტად აქტუალური პრობლემაა, მით უფრო, რომ ახლომხედველობას ახასიათებს პროგრესირება ანუ წლიური გრადიენტის მატება 1 დიოპტრიით და მეტით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

თანამედროვე ოფთალმოლოგია მიოპიის საკორექციოდ, უმთავრესად, ლაზერულ და სხვა სახის ქირურგიულ მეთოდებს იყენებს, ძირითადად, სკლეროპლასტიკას, ამას კი მშობლები განსაკუთრებულად უფრთხიან, აშინებთ ოპერაციული ჩარევები ბავშვებთან, ნერვიულობენ ნარკოზზე და მის შედეგებზე, ბევრი მიზეზის გამო ითრევენ ფეხს. შესაბამისად, ჩემი საექიმო მოღვაწეობის მანძილზე ყოველთვის ვეძებდი მიოპიის სამკურნალოდ ალტერნატივას, ნანოტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ კი ეს უფრო ადვილად მისაღწევი გახდა.

სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის გამგესთან, პროფესორ ალექსანდრე ბაკურიძესთან ერთად შევიმუშავეთ ბიოანტიოქსიდანტური გელი, რომელიც პრაქტიკულად კომბინირებული (კომპლექსური) პრეპარატია, შეიცავს ანტიოქსიდანტური მოქმედების ნივთიერებებს, ვიტამინებს, მიკროლემენტებსა და რაც მთავარია, ლიპოსომას, რომელიც 100-ჯერ აძლიერებს დასახელებული კომპონენტების შეღწევადობას. თვალის უკანა პოლუსის ტროფიკისა და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას კი, მოგეხსენებათ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიოპიის შეფერხებისათვის.

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს მედიკამენტი უკვე დანერგილი გაქვთ პრაქტიკაში და შედეგებიც თვალსაჩინოა.

- ნამდვილად შესანიშნავი და ძალზე ეფექტური საშუალება გამოგვივიდა, მართალია, ის არ ხსნის ახლომხედველობას, მაგრამ აფერხებს მის პროგრესირებას და გართულებების განვითარებას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიოპიას, როგორც პათოლოგიას, სხვადასხვა გართულება აქვს.

გაითვალისწინეთ, როდესაც სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ლაზერულით, ვხსნით ახლომხედველობას, ჩვენ ვერ აღმოვფხვრით იმ პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც უკვე განვითარებულია, ვერ ვაჩერებთ პათოლოგიურ პროცესს, ის მაინც პროგრესირებს. ჩვენს გელს კი ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მიერ შემუშავებული კონსერვატული მეთოდი პრაქტიკულად უალტერნატივოა.

საქართველოში სპეციალისტები დიდი ხანია ორიენტირებულნი ვართ ამერიკულ და ევროპულ ოფთალმოლოგიაზე, რუსული სკოლიდანაც საკმაოდ შორს წავედით, მაგრამ ფაქტია, რომ რეალურად, მიოპიასთან დაკავშირებით, ვერც ამერიკამ და ვერც ევროპამ დღემდე ვერ შექმნა სხვა ალტერნატივა. მაშინ როცა, ჩვენი მედიკამენტი ეფექტურად აფერხებს ახლომხედველობას.

სამკურნალო გელს ერთი წლის განმავლობაში ვიყენებდით მოხალისეებზე, გასაოცარი შედეგები მივიღეთ, ახლა მედიკამენტს ფართო კლინიკურ პრაქტიკაში ვნერგავთ. მას არ აქვს გვერდითი მოვლენები, არ არის ალერგიული, ადვილად გადაიტანება პაციენტების მიერ, მოხერხებული და კომფორტულია გამოყენების თვალსაზრისით (ქვედა ქუთუთოს შიგნით უნდა დაიტანოს პაციენტმა).

- მხოლოდ ბავშვებთან გამოიყენება თუ მოზრდილებთანაც?

- მედიკამენტი ეფექტურია მოზრდილებთანაც, ვისაც აქვს სკლერალური კაფსულის გაჭიმვა, ბადურის გათხელება, პერიფერიული დისტროფია, ყველა ის პათოლოგია, რომელიც ახასიათებს ახლომხედველობას. ანტიოქსიდანტური გელის ზემოქმედების პირველი ობიექტი სკლერაა, თუმცა, ზედაპირული მოქმედების გარდა, მას დადებითი გავლენა აქვს ბადურაზე, მხედველობის ნერვის ბოჭკოებსა და ყვითელ ხალზე.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მიერ შექმნილი მედიკამენტის ვარიაციები ფართოოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში შეიძლება დაინერგოს. თუ მას სხვადასხვა კომპონენტებს შევუცვლით, ეფექტურად გამოვიყენებთ სხვადასხვა დაავადების დროს.

თვალის პათოლოგიათა მიზეზი უხშირესად ჰემოდინამიკის დარღვევაა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტური გელით მიკროცირკულაციის გაუმჯობესება.

მისი გამოყენება კარგი იქნება თვალშიდა წნევის ოპერაციულად დარეგულირების შემდეგ, რადგან, მოგეხსენებათ, გლაუკომური პროცესი მერე მაინც გრძელდება, ამიტომაც აუცილებელია მხედველობის ნერვზე პროტექტორული მოქმედება გლაუკომური და სხვა სახის ატროფიების დროს.

დღეს გადაუწყვეტელი პრობლემაა ასევე ე.წ. პიგმენტური ატროფიები ანუ ამიოტროფიები. ყველა ამ პათოლოგიის დროს ვაპირებთ ახალი მედიკამენტის გამოყენებას.

- გისურვებთ წარმატებებს! დაე, თქვენს სამკურნალო გელს უამრავი ოფთალმოლოგიური პრობლემა აღმოეფხვრას, ადამიანებს კი ჯანმრთელი თვალებითა და მხედველობით ჯანსაღად ემზიროთ სამყაროსთვის!