კომპიუტერის ზემოქმედება ბავშვთა მხედველობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპიუტერის ზემოქმედება ბავშვთა მხედველობაზე

კომპიუტერთან ურთიერთობამ შეიძლება მრავალმხრივი დარღვევები გამოიწვიოს - გონებრივი განვითარების შეფერხებით დაწყებული, მოზარდის ტანდეგობის დარღვევით დამთავრებული. ბევრი მოსაზრებაა ელექტრომაგნიტური გამოსხივების უარყოფით გავლენაზეც. კომპიუტერის გამოყენების აკრძალვა ცივილიზებულ სამყაროში ნამდვილად შეუძლებელია. მნიშვნელოვანია მისი მოხმარების დროის სწორად ორგანიზება. ყველაზე მეტად კომპიუტერი მხედველობას აზარალებს. ამ მნიშვნელოვან და გავრცელებულ პრობლემაზე გვესაუბრება კლინიკების: „მედი ქლაბისა“ და „დუნიაგოზ-ჯორჯიას“ ექიმი-ოფთალმოლოგი მაიკო შვანგირაძე.

- დღევანდელი სამყარო წარმოუდგენელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე. კვლევების თანახმად, ადამიანი ტელევიზორის ეკრანთან ან კომპიუტერის მონიტორთან წელიწადში 3,5 თვეს ატარებს. საჭიროა, ვიცოდეთ მხედველობაზე კომპიუტერის მავნე ზემოქმედების შესახებ, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვალები.

თანამედროვე ბავშვები თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მონიტორთან ატარებენ. მართალია, კომპიუტერი ეხმარება ინფორმაციის მიღებას, განვითარებას, ურთიერთობებს... თუმცა ბევრი მშობელი ვერ ითვალისწინებს, რომ კომპიუტერის მრავალსაათიანმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ბროლის კუნთის ძლიერი გადაღლა - აკომოდაციის სპაზმი და მშრალი თვალის სინდრომის განვითარება, რაც უკავშირდება თვალის დახამხამების პროცესის გაიშვიათებას და სამუშაო ობიექტის შეუწყვეტელ, შეუჩერებელ ყურებას.

- როგორ ხდება ბავშვის მხედველობაზე კომპიუტერის მავნე ზემოქმედება?

- კომპიუტერთან ურთიერთობისას ბავშვებს უწევთ რთული და ლოგიკური დავალებების შესრულება, რაც გონებრივ კონცენტრაციას და მხედველობის დაძაბვას ითხოვს. ახლო მანძილზე მცირე ზომის ასოების, ნახატებისა თუ ციფრების აღქმის (გარჩევის) შემდეგ ბავშვს პერიოდულად მხედველობა ეკრანიდან კლავიატურაზე გადააქვს, ეს კი ძაბავს თვალის აკომოდაციურ აპარატსა და თვალის კუნთებს. ასეთი სახის დატვირთვა განსხვავდება სხვა ტიპის მხედველობითი სამუშაოებისგან, მაგალითად - წიგნის კითხვისა თუ ტელევიზორის ყურებისგან.

- კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის ურეჟიმო, არაორგანიზებულმა გამოყენებამ?

- ბავშვები კომპიუტერთან ხშირი ურთიერთობისას ვერც გრძნობენ დაღლილობას, ეს კი აისახება მხედველობის სიმახვილეზე და ჩნდება ასთენოპიისა და მშრალი თვალის სინდრომი. დადგინდა ისიც, რომ დღეში 2-3-საათიანი უწყვეტი მუშაობისას მოზარდების თვალის რეფრაქცია შეიძლება შეიცვალოს უარყოფითისკენ დაახლოებით 0,25 დიოპტრიით, ამან კი გენეტიკურ განწყობაზე მეტად გაზარდოს მიოპიის (ახლომხედველობის) განვითარების შესაძლებლობა.

- როგორია ამ დროს სიმპტომები?

- ძირითადი სიმპტომებია:

ოპტიკური:

  • მხედველობის გაუარესება;
  • ფოკუსის მოშლა;
  • გაორება;
  • კითხვისას სწრაფი დაღლა;

ფიზიკური:

  • უცხო სხეულის შეგრძნება;
  • თვალბუდის არისა და თვალის მოძრაობისას ტკივილი;
  • სიწითლე.

- როგორ ავირიდოთ აღნიშნული სიმპტომები?

- აღწერილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა საკმაოდ მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • სკამი მოხერხებულად უნდა იდგეს, ისე, რომ მოზარდი ადვილად სწვდებოდეს კლავიატურას, მონიტორი კი განთავსებული უნდა იყოს 45-70 სმ მანძილზე;
  • კომპიუტერით სარგებლობა მკაცრად უნდა შეიზღუდოს, დღეში 2 სთ-მდე, აუცილებელი 15-20-წუთიანი შესვენებებით ყოველი საათის შემდეგ;
  • თუ ბავშვი აღნიშნავს თავის ტკივილს, თვალის ქავილს, დისკომფორტს კითხვისას, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია, რომ თვითმკურნალობამ სავალალო შედეგი არ გამოიღოს;
  • ბუნებრივი ცრემლის მოხმარება პაციენტს თავიდან აარიდებს ლორწოვანი გარსის გამოშრობას და ე.წ. „მშრალი კონიუნქტივიტის“ განვითარებას, რამაც შეიძლება რქოვანა გარსის სერიოზულ დაზიანებამდე მიიყვანოს;
  • აუცილებელია მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირება მხედველობაზე კომპიუტერის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ.

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემცირდება რეფრაქციული მანკისა და მშრალი თვალის სინდრომის განვითარების რისკი და გაუმჯობესდება ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა.