რეგულარული ფიზიკური აქტივობა მხედველობას აუმჯობესებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეგულარული ფიზიკური აქტივობა მხედველობას აუმჯობესებს

ჩართვა საკვებ რაციონში. ამ მეთოდის ჭეშმარიტება კარგა ხანია დასაბუთებულია სტაფილოში უხვად შემავალი ვიტამინებისა და ქიმიური ნივთიერებების მოქმედების პრინციპებით.

თუმცა, სადღეისოდ სპეციალისტები საკვები რაციონის გარდა, დიდ ყურადღებას ანიჭებენ ფიზიკურ აქტივობასაც და გვირჩევენ, საკვებთან ერთად ვარჯიში და ფიზიკური აქტივობაც ვაკონტროლოთ. მთავარია, ფიზიკური დატვირთვის დოზირება. არ არის სასურველი დიდი დატვირთვა და სხეულის გადაძაბვა.

ზომიერი ინტენსივობის რეგულარული ფიზიკური დატვირთვა საოცრად გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს მხედველობის ფუნქციაზე. ვარჯიშის დახმარებით აქტიურდება თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც ვიზუალური ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაშია ჩართული. ეს კი თავის მხრივ მხედველობის გაუმჯობესებას ნიშნავს.

თვალებისათვის სასარგებლოა ისეთი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა, სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა.

საინტერესო კვლევათა ავტორის, პროფესორ ბარი გისბრეხტის განცხადებით, ფიზიკურ აქტივობას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მხედველობის პრობლემათა პროფილაქტიკაში, მეტიც, 2014 წელს საინტერესო კვლევებმა აჩვენა, რომ აქტიური ფიზიკური დატვირთვით ვირთაგვები წარმატებით ებრძვიან სიბრმავეს.

ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეცნიერული ანალიზი გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Cognitive Neuroscience.

თინათინ გოცაძე