თუმცა, სადღეისოდ სპეციალისტები საკვები რაციონის გარდა, დიდ ყურადღებას ანიჭებენ ფიზიკურ აქტივობასაც და გვირჩევენ, საკვებთან ერთად ვარჯიში და ფიზიკური აქტივობაც ვაკონტროლოთ. მთავარია, ფიზიკური დატვირთვის დოზირება. არ არის სასურველი დიდი დატვირთვა და სხეულის გადაძაბვა.
ზომიერი ინტენსივობის რეგულარული ფიზიკური დატვირთვა საოცრად გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს მხედველობის ფუნქციაზე. ვარჯიშის დახმარებით აქტიურდება თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც ვიზუალური ინფორმაციის
თვალებისათვის სასარგებლოა ისეთი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა, სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა.
საინტერესო კვლევათა ავტორის, პროფესორ ბარი გისბრეხტის განცხადებით, ფიზიკურ აქტივობას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მხედველობის პრობლემათა პროფილაქტიკაში, მეტიც, 2014 წელს საინტერესო კვლევებმა აჩვენა, რომ აქტიური ფიზიკური დატვირთვით ვირთაგვები წარმატებით ებრძვიან სიბრმავეს.
ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეცნიერული ანალიზი გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Cognitive Neuroscience.
თინათინ გოცაძე