თვალი

რა შეაჩერებს მხედველობის დაკარგვას ასაკოვნებთან

რა შეაჩერებს მხედველობის დაკარგვას ასაკოვნებთან
ასაკთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობა ირყევა. ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება ვითარდება. პრობლემა ექმნება მხედველობასაც. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ამ პრობლემის არიდება შეიძლება.

ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა მიაგნეს ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის მიზეზს. ეს არის ფერმენტი cGAS, რომელიც იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი აღმოჩენა მხედველობის დაკარგვისაგან ბევრ ადამიანს იხსნის.

როგორც ირკვევა, მაკულური დეგენერაციის დროს cGAS ფერმენტი აქტიურდება, რამაც შესაძლოა ბადურის უჯრედების კვდომა და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს. მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავს აღნიშნული ფერმენტის აქტივობას, უკვე შექმნის პროცესშია. ისიც ცნობილია, რომ პრეპარტების შექმნასა და ტესტირება-გამოცდას
რამდენიმე წელი დასჭირდება.
მკვლევარებს სურთ შეიმუშაონ მაკულური დეგენერაციის მქონე პაციენტებთან cGAS –ის დონის შეფასების მეთოდი. სწორედ ეს მეთოდი განსაზღვრავს, ვის დაეხმარება cGAS-ის ინჰიბიტორები.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
თვალის სისხლძარღვების კვლევა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების ნაადრევი დიაგნოსტიკის საიმედო მეთოდი აღმოჩნდეს.
19-03-2019
ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს
08-02-2019
თვალის სკლერის შეყვითლება ღვიძლის პრობლემებზე მეტყველებს. უარყავით ცხარე, მჟავე, ცხიმიანი, მარილიანი,
13-11-2018