თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი მისი განათება - რჩევები მხედველობის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი მისი განათება - რჩევები მხედველობის შესანარჩუნებლად

რისგან შევიკავოთ თავი?

• არ უნდა მოვწიოთ, რადგანაც მოწევა ზრდის თვალის წნევას, რაც სხვადასხვა დაავადების გამომწვევია;

• არ იკითხოთ დაწოლილმა;

• კითხვისას წიგნთან დაშორება უნდა იყოს 30 სმ;

• თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი მისი განათება;

• შეეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან, რადგან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად მათ აღენიშნებათ, ვინც კომპიუტერთან დიდხანს ზის;

• ყოველდღიურად (ან კვირაში რამდენჯერმე) თვალებზე გაიკეთეთ ჩაის კომპრესები. შეეცადეთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე - ეს დადებითად იმოქმედებს თვალების ჯანმრთელობაზე;

• იკვებეთ კარგად. ვიტამინების ნაკლებობისას მხედველობის სიმახვილე იკლებს და თვალებიც ადვილად და სწრაფად იღლება, ამასთან, აღინიშნება მტკივნეულობაც.

პომიდორში, ნესვში, ბარდასა და ღვიძლში ბევრია А ვიტამინი, ამიტომ რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ეს პროდუქტები. თუ თვალის სიმშრალე და გაღიზიანება გაწუხებთ, ეს B ვიტამინის ნაკლებობას მიუთითებს. ამ შემთხვევაში უფრო მეტი სოკო და ბანანი უნდა მიიღოთ. რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიირთვით С ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ეს დაგეხმარებათ თვალის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

თვალებს დასვენება სჭირდება, განსაკუთრებით - სამუშაო დღის ბოლოს, რადგან სამსახურში თვალი ძალზე იტვირთება.

სამსახურიდან დაბრუნებისას 15-20 წუთით წამოწექით საწოლზე, ჩააქრეთ შუქი და დაწექით თვალგახელილი. ამით თვალებს კარგი დასვენების საშუალებას მისცემთ.