126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ფილიალი გახსნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ფილიალი გახსნა

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემა რეფაქცია და რეფრაქციული ანომალიებია. რეფრაქცია - ეს არის თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხი ძალის შესაბამისობა ანატომიურ ღერძთან. რეფრაქციის ანომალიებია: მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა) და ასტიგმატიზმი. მკურნალობა გულისხმობს კორექციას სათვალითა და კონტაქტური ლინზებით, სავარჯიშო აპარატებით აკომოდაციის გაუმჯობესებას.

ხოლო თუ გაქვთ დაბინდული მხედველობა, გამოსახულებას უფრო ბუნდოვნად ან ყვითლად აღიქვამთ, ღამით მხედველობა გიუარესდებათ, სინათლე გჭრით თვალს, სინათლის გარშემო ხედავთ შუქის რგოლებს, კითხვისთვის უფრო კარგი განათება გჭირდებათ, სათვალეს ხშირად ცვლით, გაქვთ გაორებული მხედველობა - თქვენ დიდი ალბათობით კატარაქამ შეგაწუხათ, კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება, ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა არის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი და სიბრმავის 51% კატარაქტით არის გამოწვეული. კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება და მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.

mkurnali.ge

საქართველოში ამ და მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარება საკმაოდ მაღალ დონეზე ხდება. ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი კი ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უჭირავს, რომლის ვაკის ფილიალიც 28 მარტს ოფიციალურად გაიხსნა და 29 მარტიდან პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება.

"ნიუს ჰოსპიტალსის" თვალის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ვაკის ფილიალის გასნას დადებითად აფასებს ეროვნული ნაციონალური ცენტრის წამყვანი ქირურგი ოლეგ გოლოვაჩოვი. მისი თქმით, ფილიალის გახსნას დიდი ხანი ელოდნენ და მოხარულია, რომ უმაღლესი ხარისხის ოფთალმოლოგიურ მომსაუხრებაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

"კლინიკა თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურითაა აღჭურვილი. ერთი აპარატის საშუალებით სრული პირველადი გამოკვლევისა და დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი. ის სათვალის სწორად და ზუსტად შერჩევაშიც გვეხმარება. საჭიროების შემთხვევაში კი უფრო რთული გამოკვლევებიც ტარდება. ჩვენთან ნებისმიერი სირთულის და მიმართულების ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევაც ხდება. არსებული ტექნოლოგიური აღჭურვილობა ახალი მეთოდების დანერგვის შესაძლებლობასაც გვთავაზობს," - განმარტავს ეროვნული ნაციონალური ცენტრის წამყვანი ქირურგი ოლეგ გოლოვაჩოვი.

mkurnali.ge

ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია და პაციენტებს მუდმივად სთავაზობს ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს. ის 2011 წლიდან "ნიუ ჰოსპიტალსში" ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიურ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

"ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორის გიორგი რამიშვილის განმარტებით, 2018 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით კიდევ ოთხი ფილიალის გახსნა იგეგმება. გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული ახალი ფილიალები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით, თბილისის სხვადასხვა უბნებში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში იქნება განთავსებული.

mkurnali.ge

"ნიუ ჰოსპიტალსში", რომელიც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სამართალმემკვიდრეა, ბაზარზე ჩვენი ლიდერული პოზიციების განვითარებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ჩვენი მიზანი პაციენტების კეთილდღეობის ზრდაა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ვიყოთ უფრო მოქნილები და ხარისხიან ოფთალმოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ფილიალის გახსნაც ამ მიზნით გადავწყვიტეთ. ნებისმიერი ოფთალმოლოგიური მომსახურება, რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს, ჩვენთან ხელმისაწვდომია, საუკეთესო უახლესი აპარატურით ვართ აღჭურვილი. მსოფლიო ბაზარზე არსებულ ყველა სიახლეს ვნერგავთ. ასევე, აქცენტს ვაკეთებთ მეცნიერების განვითარებაზე, სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობზაე. ოფთალმოლოგიაში ყველაზე მეტი რეზიდენტი ჩვენ გვყავს. ვგეგმავთ, რომ გაკეთდეს ვეტლაბი, სადაც მომავალი ოფთალმოლოგ-ქირურგები ივარჯიშებენე. მეცნიერების ხელშესაწყობადაც გამოვყოფთ გარკვეულ თანხას. ბევრი საინტერეო გეგმა გვაქვს და გვჯერა, რომ ჩვენს პროფესიონალებთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ," - განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორმა გიორგი რამიშვილმა.

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ვაკის ფილიალი (ლევან მიქელაძის #3; ყოფილი თ. აბულაძის #34) 29 მარტიდან პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება.

mkurnali.ge