/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სექსოლოგია

შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა 60 წლის შემდეგ

შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა 60 წლის შემდეგ
ჩვენს საზოგადოებაში ოდესღაც დახურული სქესობრივი ურთიერთობის თემა ყველაზე განსახილველი გახდა.

თუმცა ხანდაზმულ ასაკში სექსი იუმორისტების ხუმრობის საგანი უფროა. მიუხედავად ამისა, ასაკოვანი ადამიანებისთვის სპეციალისტები ცხოვრების ამ სფეროს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა შეიმუშაონ რეკომენდაციები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ქალებსა და მამაკაცებს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეთ ინტიმური ურთიერთობის სურვილი და უნარი.

სასარგებლო და საჭირო

ხანდაზმულ ასაკამდე სქესობრივი ურთიერთობების შენარჩუნების სარგებელზე ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იცოდნენ. ძველი ჩინური ფილოსოფიური სწავლების მიხედვით, სექსს შეუძლია დაბერების პროცესის დამუხრუჭება და სიცოცხლის გახანგრძლივება, ამიტომ ისინი ხანდაზმულ ასაკში სექსს წამლად და მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის ურჩევდნენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თანამედროვე მეცნიერებიც განიხილავენ სექსს დღეგრძელობის ერთ-ერთ ფაქტორად. აქტიური სქესობრივი ცხოვრება აძლიერებს ჯანმრთელობას - მამაკაცებთან უფრო იშვიათად აღინიშნება პროსტატის კიბო, ქალებთან კი ქვეითდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. სექსი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რიტმული მოძრაობა და კუნთების შეკუმშვა კი ზრდის კუნთების ტონუსს. აქტიური სქესობრივი ცხოვრება დადებითად მოქმედებს ხანდაზმული ადამიანების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. უმჯობესდება განწყობა, იზრდება თვითშეფასება, მყარდება პარტნიორთან სულიერი ერთიანობა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ხანდაზმული ადამიანები ინტიმური ცხოვრებით უფრო მეტად ინტერესდებიან, ვიდრე მათი თანატოლები 20-30 წლის წინ. ისინი უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ თავს, ვიდრე 80-90-იან წლებში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, უკვე წლებია რაც მასტურბაციას მივეჩვიე და როგორ შეიძლება გადაჩვევა, მაქვს დანაშაულის შეგრძნება, ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო და უფრო მიმძაფრდება სურვილი.</p>

საფუძველი - ცხოვრების ჯანსაღი წესი

მენტალიტეტის გარდა, ბევრ ადამიანს ობიექტური მიზეზები აქვს სქესობრივი ურთიერთობის შეზღუდვისთვის. ცხადია, რომ ის იწვევს დადებით ემოციებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, თუმცა, იმავდროულად, აცლის ბევრ ენერგიას, ზრდის არტერიულ წნევას, დატვირთვაა გულის, ტვინისა და სისხლძარღვებისთვის. ამ ასაკში, ასეთი დატვირთვისას, რამდენჯერმე იზრდება ინფარქტის რისკი. ხშირად ხანდაზმული მამაკაცის ახალგაზრდა ქალთან რომანი ტრაგიკულად სრულდება. ამიტომ არტერიული ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ნევროლოგიური მოშლილობისას აუცილებელია კარდიოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან რეგულარული კონსულტაცია, ფიზიკური შესაძლებლობების გამოკვლევა და ამ დაავადებების დროული მკურნალობა.

უნდა გავითვალისწინოთ ფიზიოლოგიური კლიმაქსიც, რაც სექსუალური ლტოლვის მინავლების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს მამაკაცებთანაც და ქალებთანაც.

მამაკაცებთან სქესობრივი დისფუნქცია აღინიშნება წინამდებარე ჯირკვლის პრობლემის გამო: მცირდება პოტენცია, ქვეითდება ერექციის უნარი.

ასაკობრივი პრობლემები ყველასთან სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა დროს ვლინდება, რეალური ბიოლოგიური ასაკისა და სასქესო სისტემის თანდაყოლილი თვისებების გათვალისწინებით, მამაკაცებთანაც და ქალებთანაც შეიძლება იყოს ძლიერი, საშუალო ან სუსტი.

კვლევები აჩვენებს, რომ ჯანმრთელი მამაკაცების უმეტესობასთან სქესობრივი უნარი თანდათანობით სუსტდება მეექვსე ან მეშვიდე ათეულ წელზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციასა და ქალების სექსუალურ სურვილზე. მაგალითად, ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ჰიპოტენზიური საშუალება, ტრანკვილიზატორები. მათი მოხსნის შემდეგ შესაძლებელია სქესობრივი ლტოლვა ისევ დაბრუნდეს.

სექსუალური უნარის შენარჩუნების ძირითადი შემადგენელი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ცნობილია, რომ სწორი კვება, სრულფასოვანი რვასაათიანი ძილი, ალკოჰოლისა და თამბაქოს გარეშე ცხოვრება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, სტრესსა და ფსიქოლოგიურ გადაძაბვასთან გამკლავების უნარი ადამიანს ჯანმრთელობასა და სექსუალურ პოტენციას უნარჩუნებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია კუნთოვანი ტონუსის, გონებრივი აქტივობის, მიმზიდველობისა და ენერგიულობის შესანარჩუნებლად. როდესაც ადამიანს არ რცხვენია საკუთარი სხეულის, ძლიერდება მისი თავდაჯერებულობა, რაც ეხმარება სექსუალური აქტივობის შენარჩუნებაშიც.

ფსიქოლოგიური განწყობა

სპეციალისტების დასკვნით, ხანდაზმული ადამიანების სქესობრივ აქტივობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ფსიქოლოგიური განწყობა, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. თვით სექსუალურობის შინაარსიც იცვლება. თუ ახალგაზრდობაში უფრო მეტადაა გამოხატული ფიზიოლოგიური მხარე (პოზა, სქესობრივი აქტის რაოდენობა), მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანები სულიერი თვისებების მეტად დაფასებას იწყებენ, პირველ ადგილზე სექსის სასიყვარულო მხარე ინაცვლებს.

თანაცხოვრებისას, ცხადია, იბადება არა მარტო ერთიანობის გრძნობა, არამედ ყალიბდება ჩვევები, ცვდება ურთიერთობები.

სასიყვარულო ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ასაკობრივი ცვლილებების შესაფერხებლად მნიშვნელოვანია სქესობრივი ფუნქციის რეგულარულობის შენარჩუნება. ინტიმური ურთიერთობისას ხანგრძლივი პაუზა ხანდაზმულობისას შეუქცევად შედეგებს იწვევს. შეკავება ან სექსზე უარი ამუხრუჭებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, რაც არა მარტო ლიბიდოზე, საზოგადოდ, ორგანიზმის მდგომარეობაზეც ცუდად მოქმედებს.

მაშინაც კი, თუ სქესობრივი ცხოვრების განახლება არ იწვევს განსაკუთრებულ ენთუზიაზმს, ფსიქოლოგიურად შეემზადეთ, სათანადოდ განეწყვეთ და დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ ინტიმურ სიახლოვეს სიამოვნება მოაქვს და ლტოლვაც უფრო ხშირი გახდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 მითი ქალის სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ
5 მითი ქალის სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ
ნებისმიერი ტაბუდადებული თემა, მათ შორის ის, რაც სექსთან არის დაკავშირებული, ჩვეულებრივ, ბევრ მცდარ წარმოდგენასთან არის დაკავშირებული.
სრულად
რა გავლენას ახდენს  სექსის ნაკლებობა  ფსიქიკაზე
რა გავლენას ახდენს სექსის ნაკლებობა ფსიქიკაზე
სექსის ნაკლებობა თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს.
სრულად
რომელი ჰორმონები მოქმედებს ლიბიდოზე
რომელი ჰორმონები მოქმედებს ლიბიდოზე
ლიბიდოს ჭეშმარიტი დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით და არ იყოს დაკავშირებული
სრულად
რა არის მამაკაცების ჰიპერსექსუალობის მიზეზი
რა არის მამაკაცების ჰიპერსექსუალობის მიზეზი
ჰიპერსექსუალური აშლილობის მქონე მამაკაცები (კომპულსიური სექსუალური ქცევის დარღვევა) ვერ აკონტროლებენ თავიანთ მუდმივ,
სრულად
როდის და რატომ ქრება სქესობრივი ურთიერთობის სურვილი
როდის და რატომ ქრება სქესობრივი ურთიერთობის სურვილი
4 მიზეზი თუ რატომ არ გვინდა სექსი:
სრულად
ორგაზმის არარსებობის 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი
ორგაზმის არარსებობის 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი
ანორგაზმია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქალს უჭირს სქესობრივი კავშირის დროს სექსუალური განტვირთვის მიღწევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : სექსოლოგია

გამარჯობა. ერექციასთან მაქვს პროობლემა მალე ვათავებ მე 2 ჯერზე მიჭირს რადგან მივარდება, ასო საკმარისად არ არის გამაგრებული. ცოტა ხნის წინ ასოზე ამობურცული შევამჩნიე არ მტკიოდა არაფერი, ორალური სექსი მქონდა ქალთან დამცავუთ ტანს რო ვიბანდი ის ამობურცული ჩალურჯებული იყო სავარაუდოდ კაპილარები უნდა ბრალი იყო. სპირტს ვისვამდი და გადამიარა სილურჯემ ზომამაც დაიკლო. დ ვიტამინის ნაკლებობა მაქვს ანალიზმა 16 მიჩვენა ვსვავ ფინევიტ დ3. 60000 კვირაში 1 ხელ. რაც ამ წამალს ვსვავ საერთოდ არ ხდება აღზნება ასოსი. მაინტერესებს ვის მივმართო ბათუმში თუ იცით ვინმე სპეციალისტი. ვარ 37 წლის.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა 60 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები