სექსუალური აქტივობა ხელს უშლის ჭკუასუსტობის და ინტელექტთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარებას
ასეთია კოვენტრისა და ოქსფორდის უნივერისტეტის თანამშრომლების დასკვნა. მოხალისეებში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის დროსაც, მონაწილეები საუბრობდნენ, უკანასკნელ წელს, რა სიხშირით ჰქონდათ სექსუალური აქტი. მნიშვნელოვანი იყო ასევე ცხოვრების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მეცნიერებმა შეამოწმეს მოხალისეების კოგნიტიური უნარები, მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი და სიტყვების მარაგი. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 50-დან 83 წლამდე ასაკის 28 მამაკაცი და 45 ქალი. აღმოჩნდა, რომ მაღალი სექსუალურო აქტივობის მქონე ადამინები უკეთ უმკლავდებოდნენ კოგნიტიურ უნარებზე, ვერბალურ აქტივობასა და მეხსიერებასთან დაკავშირებულ ტესტებს.
ლალი ჩხიკვაძე