როდის და რატომ არის მტკივნეული ეაკულაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ არის მტკივნეული ეაკულაცია

მტკივნეული ეაკულაციის მიზეზები:

ბევრი პაციენტი არა მარტო მტკივნეულ ეაკულაციას, შარდვისას ტკივილსაც უჩივის. ზოგს ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ რამდენიმე საათიც კი უგრძელდება. უმრავლეს შემთხვევაში, ეაკულაციისას მტკივნეული შეგრძნების მიზეზი პროსტატის მკვეთრი შეკუმშვაა. შესაძლოა ისეთი დაავადებებიც იყოს, როგორებიცაა:

  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • ურეთრიტი;
  • წინამდებარე ჯირკვლისა და შარდგამომყოფი არხის ანთება;
  • შარდგამომყოფი არხის შევიწროება.

მტკივნეული ეაკულაცია თუ ორგაზმი?

ეს ორი მოვლენა პაციენტებს ხშირად ერთმანეთში ერევათ. მტკივნეული ეაკულაცია შეიძლება იყოს ინფექციის ან ანთების შედეგი, ან მენჯისა და ხერხემლის მიდამოს ორგანული დაზიანებით აღმოცენებული. მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმ-ანდროლოგთან ვიზიტი.

წამყვანი სიმპტომი უშუალოდ ეაკულაციის წინ მწვავე ტკივილი და კრუნჩხვაა. კრუნჩხვა შეიძლება სწრაფადვე მოიხსნას, ზოგჯერ კი რამდენიმე საათამდეც გახანგრძლივდეს.

როგორ დგინდება:

  • ინიშნება შარდისა და სპერმის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, წინამდებარე ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა.

მკურნალობის საშუალებები:

  • პრობლემის მიზეზის დადგენის შემდეგ ინფექციისა და ანთების კერის სამკურნალოდ ინიშნება აუცილებელი მედიკამენტები. საჭიროა ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალებებიც.
  • მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული სქესობრივი აქტიურობა.
  • პაციენტმა უნდა დაიცვას დაბალანსებული დიეტა, შეზღუდოს შოკოლადის, ყავის, ალკოჰოლური სასმელების, გაზიანი წყლის მოხმარება.
  • აუცილებელია სხეულის მასის კონტროლიც, რადგანაც ჭარბი ცხიმისას ცხიმოვანი ფენა ავიწროებს შარდის გამომყოფ გზებს, ეს კი შარდის გამოყოფისა და სქესობრივი აქტის დროს ტკივილის პროვოცირებას იწვევს.