როდის და რატომ არის მტკივნეული ეაკულაცია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

როდის და რატომ არის მტკივნეული ეაკულაცია

როდის და რატომ არის მტკივნეული ეაკულაცია
სქესობრივი აქტის დროს, ნაადრევ ეაკულაციასთან ერთად, მტკივნეული ეაკულაციაც ძალზე გავრცელებული მოვლენაა. ეს პრობლემა სექსუალურად აქტიურ ბევრ მამაკაცს აწუხებს. ხშირად პაციენტები ერიდებიან ექიმთან ვიზიტს და სპეციალისტს დაგვიანებით მიმართავენ. ამგვარი სიმორცხვე უსაფუძვლოა, რადგან დროული დიაგნოზისას პრობლემაც წარმატებით გადაიჭრება.


მტკივნეული ეაკულაციის მიზეზები:

ბევრი პაციენტი არა მარტო მტკივნეულ ეაკულაციას, შარდვისას ტკივილსაც უჩივის. ზოგს ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ რამდენიმე საათიც კი უგრძელდება. უმრავლეს შემთხვევაში, ეაკულაციისას მტკივნეული შეგრძნების მიზეზი პროსტატის მკვეთრი შეკუმშვაა. შესაძლოა ისეთი დაავადებებიც იყოს, როგორებიცაა:

  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • ურეთრიტი;
  • წინამდებარე ჯირკვლისა და შარდგამომყოფი არხის ანთება;
  • შარდგამომყოფი არხის შევიწროება.


მტკივნეული ეაკულაცია თუ ორგაზმი?


ეს ორი მოვლენა პაციენტებს ხშირად ერთმანეთში ერევათ. მტკივნეული ეაკულაცია შეიძლება იყოს ინფექციის ან ანთების შედეგი, ან მენჯისა და ხერხემლის მიდამოს ორგანული დაზიანებით აღმოცენებული. მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმ-ანდროლოგთან ვიზიტი.

წამყვანი სიმპტომი უშუალოდ ეაკულაციის წინ მწვავე ტკივილი და კრუნჩხვაა. კრუნჩხვა შეიძლება სწრაფადვე მოიხსნას,
ზოგჯერ კი რამდენიმე საათამდეც გახანგრძლივდეს.

როგორ დგინდება:

  • ინიშნება შარდისა და სპერმის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, წინამდებარე ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა.

მკურნალობის საშუალებები:

  • პრობლემის მიზეზის დადგენის შემდეგ ინფექციისა და ანთების კერის სამკურნალოდ ინიშნება აუცილებელი მედიკამენტები. საჭიროა ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალებებიც.
  • მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული სქესობრივი აქტიურობა.
  • პაციენტმა უნდა დაიცვას დაბალანსებული დიეტა, შეზღუდოს შოკოლადის, ყავის, ალკოჰოლური სასმელების, გაზიანი წყლის მოხმარება.
  • აუცილებელია სხეულის მასის კონტროლიც, რადგანაც ჭარბი ცხიმისას ცხიმოვანი ფენა ავიწროებს შარდის გამომყოფ გზებს, ეს კი შარდის გამოყოფისა და სქესობრივი აქტის დროს ტკივილის პროვოცირებას იწვევს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
საზამთრო: საზამთრო ბევრს უყვარს, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ მას "ნატურალურ ვიაგრას" უწოდებენ. მისი ნაყოფი
სექსი შესანიშნავი პროცესია, რომელსაც დადებითი ემოციები და შეგრძნებები ახლავს.
ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერები რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ერთად ხშირად
ექიმები და ფსიქოლოგები საკმაოდ ბევრს საუბრობენ სექსუალურ დარღვევებზე: მამაკაცებში ერექციულ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად