რა შეიძლება მოჰყვეს პორნოგრაფიის ხშირად ყურებას
ერთის მხრივ, პორნო აძლიერებს ლიბიდოს და შეუძლია ურთიერთობების გაუმჯობესებაც კი, მეორეს მხრივ ამ ფილმებს სხვა მრავალი, მათ შორის უარყოფითი ეფექტიც აქვს.
პორნოგრაფიის ყურებისას გამოიყოფა გუნება-განწყობის გამაუმჯობესებელი ჰორმონები, რის გამოც ფილმების მიმართ დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს.
სექსის, ისევე როგორც პორნოგრაფიის ყურების დროს, გამოთავისუფლდება დოფამინი, რომელიც სიამოვნების ჰორმონია. თუმცა დოფამინის რეგულარული გამოყოფისას, ტვინი მასზე ჩვეული მგრძნობელობით აღარ რეაგირებს - სექსუალური რეაქცია დუნდება და ეფექტის მისაღებად სულ მეტი და მეტი დოფამინია საჭირო. შედეგად, ადამიანებს რეალური სქესობრივი კონტაქტი აღარ აღაგზნებს.
რიგი გამოკვლევების თანახმად, პორნოგრაფიის ყურება ტვინზეც უარყოფითად მოქმედებს. კერძოდ, ეს ეხება ტვინის იმ უბანს, რომელიც მოტივაციასთანაა დაკავშირებული. რაც მეტს უყურებს ადამიანი პორნოს, მით მეტად ზიანდება ეს ზონა. ხოლო როგორც ტვინის სკანირებამ აჩვენა, პორნოგრაფიის ყურებისას, ტვინში, დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი ზონა აქტიურდებოდა. აქტიურობის მსგავსი დონე აღენიშნებათ ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს.
როდესაც ადამიანი პორნოგრაფიის ყურებას იწყებს სრულიად ახალგაზრდა ასაკში, აღინიშნება ტვინის სამი ზონის აქტიურობა. ეს ზონები პასუხისმგებელია მოტივაციაზე, ლტოლვასა და მოვლენის მნიშვნელობასა და ემოციის შესახებ ინფორმაციის გადამუშავებაზე.
ლალი ჩხიკვაძე