ქალთა სქესობრივი პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ქალთა სქესობრივი პრობლემები

ქალთა სქესობრივი პრობლემები
კვლევების თანახმად, სქესობრივი დისფუნქცია ფართოდ არის გავრცელებული (ქალების 43%  და მამაკაცების 31%). მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთ იმ პრობლემად რჩება, რომელსაც ადამიანები უხალისოდ განიხილავენ. საბედნიეროდ, სქესობრივი დისფუნქციის მრავალი შემთხვევა იკურნება. ამიტომაც არის საჭირო, ეჭვი პარტნიორს ან ექიმს გაუზიაროთ. რისი ბრალია ქალთა სქესობრივი დისფუნქცია? სქესობრივი დისფუნქცია შესაძლოა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემების შედეგი იყოს.


ფიზიკური პრობლემები
მრავალმა ფიზიკურმა და სამედიცინო მდგომარეობამ შესაძლოა სქესობრივი ხასიათის პრობლემებამდე მიგვიყვანოს. სქესობრივი დისფუნქცია არცთუ იშვიათია დიაბეტის, გულის დაავადებების, ნევროლოგიური პრობლემების, ჰორმონული დისბალანსისა და მენოპაუზის დროს; ისეთი ქრონიკული დაავადებების
დროს, როგორებიცაა თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, ასევე - ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მათ შორის - ანტიდეპრესანტებიც, გავლენას ახდენს სქესობრივ სურვილებსა და ფუნქციაზე.

ფსიქოლოგიური მიზეზები
ასეთი მიზეზებია სტრესი
და შფოთვა, რომლებიც სამუშაოსთან არის დაკავშირებული, მღელვარება საკუთარი სქესობრივი შესაძლებლობების გამო, ურთიერთობის პრობლემები, დეპრესია, დანაშაულის განცდა და წარსულში გადატანილი სქესობრივი ტრავმების შე­დეგები. გთავაზობთ ქალთა შედარებით ფართოდ გავრცელებული სქესობრივი პრობლემების ჩამონათვალს, რომლებსაც სქესობრივი დისფუნქცია მოჰყვება.

  • სქესობრივი სურვილების დათრგუნვა. ეს პრობლემა მოიცავს სქესობრივი სურვილის ნაკლებობას ან სექსისადმი ინტერესის უქონლობას. სურვილის დათრგუნვაში შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა შეიტანოს წვლილი, მათ შორის - ჰორმონულმა ცვლილებებმა, სამედიცინო მდგომარეობამ და მისმა მკურნალობამ (მაგალითად, კიბომ და ქიმიოთერაპიამ), დეპრესიამ, ორსულობამ, სტრესმა და დაღლილობამ, ცხოვრების წესმა - კარიერამ და ბავშვების მოვლამ, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მოწყენამ და სხვა.
  • აღგზნების შეუძლებლობა. სქესობრივი აქტიურობისას ფიზიკური აღგზნების შეუძლებლობა ხშირად იწვევს ვაგინალური სეკრეტის უკმარისობას. აღგზნების შეუძლებლობა შესაძლოა უკავშირდებოდეს შფოთვას ან არაადეკვატურ სტუმულაციას. გარდა ამისა, მეცნიერები შეისწავლიან რამდენიმე პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის ნაკადის ცვლილებებთან, რაც გავლენას ახდენს საშოსა და კლიტორზე.
  • ორგაზმის განცდის შეუძლებლობა (ანორგაზმია). ამის მიზეზად შესაძლოა იქცეს სქესობრივი დათრგუნულობა, გამოცდილებისა და ცოდნის უქონლობა, ისეთი ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა დანაშაულის განცდა, შფოთვა, წარსულში გადატანილი სქესობრივი ტრავმა ან ძალადობა. ანორგაზმიის განმაპირობებელი სხვა ფაქტორებია არასაკმარისი სტიმულირება, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი და ქრონიკული დაავადებები.
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი. სქესობრივი აქტ­ის დროს ტკივილი შესაძლოა მრავალი მი­ზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის - ენდომეტრიოზით, მცირე მენჯის სიმსივნური წარმონაქმნით, საკვერცხეების კისტით, ვაგინიტით, ვაგინალური სეკრეტის არასაკმარისი გამოყოფით, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ დარჩენილი ნაწიბუროვანი ქსოვილით ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ვაგინიზმი - საშოს შესასვლელის ირგვლივ არსებული კუნთების მტკივნეული სპაზმი, რომლის დროსაც სქესობრივი აქტის განხორციელება შეუძლებელი ხდება. მისი მიზეზია სქესობრივი ფობია, წარსულში გადატანილი ტრავმა ან მტკივნეული გამოცდილება.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-04-2015
nnn123456
ვარ 10 კვირის ორსული საშოდან მაქვს მოყვითალო ფერის,არასასიამოვნო სუნის გამონადენი რა შეიძლება იყოს?
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ავტორიტეტულ გამოცემაში Visual Journal of Emergency Medicine ინფექციის გავრცელების უჩვეულო შემთხვევისადმი მიძღვნილი სტატია დაიბეჭდა.
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
საზამთრო: საზამთრო ბევრს უყვარს, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ მას "ნატურალურ ვიაგრას" უწოდებენ. მისი ნაყოფი
სექსი შესანიშნავი პროცესია, რომელსაც დადებითი ემოციები და შეგრძნებები ახლავს.
ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერები რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ერთად ხშირად
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად