როდის ღალატობენ ქალები ქმრებს
მონოგამიური ურთიერთობები ცივილიზაციის შედეგია. რაც უფრო იხვეწება ადამიანი, მით უფრო ფასეული ხდება ეს მისთვის. საქართველოში ქალს უფრო ხშირად ქმარი კი არა, ოჯახი უყვარს, ოჯახის შენარჩუნება სურს. ქალი მაშინ ღალატობს პარტნიორს, როდესაც გრძნობს იმედგაცრუებას, ვერ იღებს იმას, რაც სურს. ეს შეიძლება იყოს ფული, ტანსაცმელი, სოციალური მდგომარეობა, წმინდა ფიზიოლოგიური კომპონენტი საწოლში, ერთგულება, ინტელექტუალური დაუკმაყოფილებლობა ამ ადამიანთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. იმ წყვილებისთვის, რომელთაც განქორწინებაზე შეაქვთ განცხადება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია კონფლიქტოლოგთან, ფსიქოლოგთან ან სექსოპათოლოგთან. იხილეთ ვრცლად