სექსუალური ძალადობის შედეგები ბავშვებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სექსუალური ძალადობის შედეგები ბავშვებთან

ფიზიკური და სექსუალური ძალადობა წარუშლელ კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე. შედეგების სიმძიმე დამოკიდებულია ინციდენტის გარემოებებზე, ბავშვის მახასიათებლებზე (ასაკი, განვითარების დონე, პიროვნული თვისებები), დამნაშავის მახასიათებლებზე, ძალადობრივი ქმედებების ხანგრძლივობაზე, სიხშირეზე, სიმძიმეზე, გარშემო მყოფთა რეაქციაზე და სხვა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქიკურ პრობლემებსა და სხვა საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის წამყვანი ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ანდროლოგი, ფსიქოთერაპევტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ფსიქოლოგიის მიმართულებით, პროფესორი იოსებ შურღაია.

ბატონი იოსები არის სოციალური მეცნიერების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგიის აკადემიის EADV, ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების ESSM, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების, საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოცი­აციისა და საქართველოს გეშტალ­ტთერაპევტთა ასოციაციის წევრი.

- ბატონო იოსებ, რა სიმპტომებით ვლინდება სექსუალური ძალადობის შედეგები ბავშვებთან?

- დავიწყებ იმით, რომ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა ან შეურაცხყოფა კვალიფიცირდება ამგვარ შემთხვევაში:

  • სექსუალური კონტაქტი ზრდასრულსა და სექსუალურად ჩამოუყალიბებელ ბავშვს შორის, ზრდასრულის სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით;

  • ბავშვის სექსუალურ აქტივობაში ჩასათრევად გამოიყენეს ძალა, მუქარა ან მოტყუება;

  • სექსუალური კონტაქტისას, რომლის დროსაც ბავშვს არ შეუძლია აკონტროლოს თავისი ურთიერთობები უფროსებთან, ასაკისა და ფიზიკური მახასიათებლების გამო.

სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შედეგები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით. თუმცა, მათ შორის არსებობს მსგავსი სიმპტომებიც. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება. ეს ბავშვები გარკვეული უკმაყოფილებითა და ზიზღის გრძნობით იწყებენ თავის დათვალიერებას. დროთა განმავლობაში კი მათი დაბალი თვითშეფასება ინიღბება ფანტაზიებით ყოვლისშემძლეობაზე.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაბალი თვითშეფასება ხშირად ემყარება სირცხვილსა და დანაშაულის გრძნობას, რაც ასოცირდება ინცესტის სტიგმასთან. სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა შეიძლება ბავშვს წარმოექმნას თავისი განცდების მიმართაც, როდესაც ძალადობის პერიოდის განმავლობაში მას უჩნდება სასიამოვნო სექსუალური ფანტაზიები და სექსუალური გრძნობები. ინცესტის მსხვერპლმა შეიძლება განიცადოს „გაფუჭებული საქონლის“ სინდრომიც, ამ დროს ის თავს გრძნობს ფიზიკურად არამიმზიდველად სქესობრივი კავშირისათვის.

ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს შორის შეიძლება აღინიშნოს გარკვეული კონკრეტული რეაქციები:

  • ჰიპერსექსუალობა - ამ ბავშვებს აღენიშნებათ მაღალი დონის სექსუალური აღგზნება და ისინი ხშირად განიცდიან ორგაზმს. მათ არ შეუძლიათ განასხვაონ სათუთი და მოსიყვარულე ურთიერთობები სექსუალური ურთიერთობებისგან. ამიტომ ხშირად იგზნებიან მხოლოდ ფიზიკური შეხებითაც, ან გამოხატავენ ფსიქოლოგიურ სიცივესა და ჩაკეტილობას თავდაცვის მიზნით. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყველა ასაკის ბავშვი, რომლებიც აცდუნეს თანატოლებმა ან მოზრდილებმა, ხშირად მიმართავს სექსუალურ თვითრეგულაციას - „იძულებით“ მასტურბაციას.

  • მოზარდობისა და ახალგაზრდობის ასაკში მოუწესრიგებლობა სქესობრივი კავშირისადმი - ეს ბავშვები შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირებისადმი; აღენიშნებოდეთ მოტივირებული სიყვარულისა და კომფორტის ძლიერი მოთხოვნილება, რომელთა დაკმაყოფილებას ისინი სექსში ეძებენ, ამით მთლიანად აუფასურებენ თავიანთ თავს. მათ შეიძლება ჰქონდეთ პროსტიტუციისაკენ მიდრეკილებაც (ამას ხელს უწყობს მათი ხელშემწყობი, დამთმობი, პასიური ქცევა).

  • სექსუალური სტიმულების თავიდან აცილება - შეიძლება აღინიშნოს ძლიერი შფოთვა და შიშის ემოციები სექსუალური სტიმულების მიმართ. თუ შევიწროება მოხდა მამაკაცის მხრიდან, დაზარალებულ ბავშვს შესაძლოა ეშინოდეს ყველა კაცის.

  • სქესობრივი იდენტიფიკაციის დარღვევა - პათოლოგიური ფსიქოსქესობრივი განვითარება აღინიშნება როგორც ბიჭების, ისე გოგონების შემთხვევაში. გოგონები უპირატესობას ანიჭებენ უფრო მამაკაცური (მამრობითი ტიპის) სქესობრივი როლის ქცევას, ისინი გამოირჩევიან სქესობრივი იდენტიფიკაციის კონფლიქტით და უფრო უბედურნი არიან. ბიჭებთან ცვლილებები მამაკაცის სქესობრივ იდენტიფიკაციაშია, რაც გამოიხატება კომპენსატორული ჰიპერმარკული ქცევითა და ჰომოფობიით. ზოგიერთი ბიჭი გამოხატავს ქალის მსგავს ქცევებს.

ამგვარად, სექსუალური ძალადობის ან შეურაცხყოფის შემთხვევაში, ბავშვი, მშობლებისა თუ სხვა ახლობელი მოზრდილებისათვის, გართობისა და ნუგეშის, ხშირად კი სექსუალური კომფორტისა და სიამოვნების ობიექტად იქცევა.

როგორც კი მოხდება ძალადობის აქტი და სექსუალური ბარიერი გადალახულია, ბავშვის ცხოვრება შეუქცევადად იცვლება. ბიჭი, ან უფრო ხშირად გოგონა, შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს, რა მოხდა. მამაკაცის სასქესო ორგანო ბავშვისთვის უსიამოვნოა და შესაძლოა შეაშინოს იგი. თავად მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და სისხლდენა. ის სპერმას ამსგავსებს შარდს. გოგონას შესაძლოა დაემუქრონ, რომ თუ ის ვინმეს მოუყვება მომხდარის შესახებ, მას სახლიდან გააძევებენ, ფეხებს დაუმტვრევენ, დედას მოუკლავენ ან მამას ციხეში გაამწესებენ. ამიტომ ბავშვები თვეებისა და წლების განმავლობაში ყველაფერს საიდუმლოდ ინახავენ.

ისინი თავს საშინლად გრძნობენ იმის გამო, რომ თუ კი მოყვებიან ამბავს, დაარღვევენ საიდუმლოების გაუგებარ ოჯახურ ჩვეულებას. მათ აკავებთ ძლიერი ერთგულების გრძნობა მამის ან დედის მიმართ. გარდა ამისა, ბავშვებს სურთ იცოდნენ, ეს სინამდვილეში მოხდა თუ მათ ყველაფერი მოეჩვენათ? რადგან მშობლები ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა და ბავშვი შიშით ელოდება, ისევ განმეორდება თუ არა ეს ყველაფერი. მას აღარ სჯერა თავისი თავის, თავისი გამოცდილებისა და გონიერების.

- ყველაზე მძიმედ სექსუალური ტრავმის მეხსიერება რომელ ასაკს უკავშირდება?

- ბავშვისთვის სექსუალური ტრავმა შეიძლება დაიწყოს ძალიან ადრე, სამიდან ექვს წლამდე. გაცილებით ადრე, ვიდრე მას შეუძლია ამის დამახსოვრება. ბავშვის მოზარდობისას კი, შესაძლებელია, სექსუალური ხასიათის შეხება გადავიდეს ორალურ, ვაგინალურ ან ანალურ ურთიერთობებში. ბავშვი ეჩვევა განმეორებით ძალადობას. მას ეშინია დასაძინებლად წასვლის, შეიძლება აწუხებდეს ღამის კოშმარები, ენურეზი, ჰქონდეს ქცევითი დარღვევები და სირთულეები სკოლაში. ამავე დროს, სექსუალობა ნაადრევად იღვიძებს მასში. გოგონა შეიძლება გახდეს თავის თავში ჩაკეტილი, ჩუმი და ცრემლიანი, მოულოდნელად ზურგი შეაქციოს იმ ნათესავს, რომელთანაც ადრე მხიარულობდა და თამაშობდა.

მოზარდობის ასაკში, გოგონა თანდათან იწყებს განსხვავებების გაცნობიერებას თავის თავსა და უმრავლეს თანატოლს შორის, რომლებიც მოკლებულნი არიან ასეთ მტკივნეულ გამოცდილებებს. მას რცხვენია კლასის წინაშე გამოსვლის, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისა და სპორტის შემდეგ გასახდელში შესვლის იმის შიშით, რომ სხვები შეძლებენ რამის დანახვას და გაიგებენ, თუ რა ხდება მის თავს სახლში.

გოგონებმა, რომლებმაც ბავშვობაში სექსუალური ძალადობა გადაიტანეს, ფაქტობრივად, ბავშვობაშივე „დაკარგეს“ მშობლები, გახდნენ იზოლირებულები და დეპრესიულები, უკიდურესად გაღარიბდნენ პიროვნულად, თავს გრძნობენ დამცირებულად და რაღაცაში დამნაშავედ, არიან გაბრაზებულები. ზოგჯერ მათთვის უბრალოდ აუტანელიც კია, ჩაერთონ მეგობრების საუბრებში ბიჭების შესახებ, პირველ კოცნაზე, ფლირტზე, პატარძლის პოზიციასა და ქორწილზე.

გოგონა ცდილობს მთლიანად დაივიწყოს ის, რაც მანამდე იყო, ვიდრე ზრდასრულ ასაკში მომხდარი მოვლენა, მაგალითად, ბავშვის დაბადება ან ინცესტისადმი მიძღვნილი სატელევიზიო პროგრამა არ შეანჯღრევს მის მოგონებებს. ეს ადამიანები განიცდიან უდიდეს სირთულეებს სხვადასხვა სამედიცინო შემოწმებისა თუ გამოკვლევის დროს. ხოლო ექიმები ხშირად ვერ ხვდებიან, რა ხდება. ვაგინალური ან რექტალური (ანალური) გამოკვლევა კვლავ უბრუნებს მათ მტკივნეულ მოგონებებს, ექიმის ავტორიტარული ფიგურა კი მოძალადე მამას ახსენებთ.

ძალიან რთულია ასეთ ბავშვებთან კონტაქტის დამყარება, რადგან მათ არ სურთ აუტანელ ფსიქიკურ ტკივილთან დაკავშირებული მოგონებების გაღვიძება, ამავდროულად გაურბიან სხვათა იმედგაცრუებას, მათში ზიზღის გრძნობის გამოწვევას.