ორგაზმის არარსებობის 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი
ამ შემთხვევაში ორგაზმი ქალმა შეიძლება ძალიან იშვიათად ან საერთოდ არასდროს განიცადოს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ანორგაზმია ქალების 4,5%-ს აწუხებს.
ბრიტანელი გინეკოლოგის საჩინ მაიტის თქმით, მის დაახლოებით 50 ათას პაციენტს შორის ყოველი მეხუთე ქალს არასოდეს განუცდია ორგაზმი. ექიმი გვირჩევს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, აუცილებლად მიმართოს სპეციალისტს და ღიად ისაუბროს თავის სირთულეებზე.
მიზეზები
1. ფიზიკური ფაქტორები
ჰორმონალურმა დისბალანსმა, ნევროლოგიურმა დაავადებებმა, დიაბეტმა, რთულმა მშობიარობამ და მენჯის ღრუს ოპერაციამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქალის ორგაზმის მიღწევის უნარზე.
2. ფსიქიკური ფაქტორები
სტრესი, შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა ფსიქიკური აშლილობა ასევე ხელს უშლის მოდუნებასა და სექსუალურ შეგრძნებების სრულ განცდაში.
3. მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
ზოგიერთმა მედიკამენტმა, მათ შორის ანტიდეპრესანტებმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს სექსუალურ ფუნქციაზე ორგაზმის მიღწევის დათრგუნვით.
4. ურთიერთობის პრობლემები
მოუგვარებელი კონფლიქტები, გაწყვეტილი კომუნიკაცია და პარტნიორთან ემოციური სიახლოვის ნაკლებობა იწვევს დაძაბულობას და ფსიქიკურ დისკომფორტს, რაც ხელს უშლის სექსით სიამოვნებაში.
5. პრობლემები სხეულის იმიჯთან და თვითშეფასებასთან
თუ არ მოგწონთ თქვენი სხეული და გაქვთ დაბალი თვითშეფასება, მაშინ ეს აუცილებლად იწვევს დაუცველობის გრძნობას.
6. წარსულის მძიმე გამოცდილება
სექსუალური ძალადობის ფსიქოლოგიურ შედეგებთან გამკლავებას, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდება. ამასთან დაკავშირებული ტრავმა საჭიროებს ღრმა შესწავლას და სპეციალისტის ჩართულობას.
7. სექსთან დაკავშირებული კულტურული და რელიგიური ნორმები
დამოკიდებულებები, რომლებიც სექსს ტაბუდადებულად მიიჩნევს, ქმნის ფსიქოლოგიურ ბარიერებს, რაც ართულებს ორგაზმის მიღწევას.
8. განათლების ნაკლებობა
საკუთარი სხეულისა და სექსუალური ანატომიის არცოდნის გამო, შეიძლება გაჭირდეს იმის გაგება, თუ რა მოაქვს სიამოვნებას.
9. ფსიქოლოგიური ზეწოლა
იმის განცდა, რომ საწოლში გარკვეული სტანდარტებისა და მოლოდინების დაცვა გიწევს, შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და ხელი შეუშალოს ორგაზმის მიღწევას.
10. სქესობრივი აქტის დროს სტიმულაციის პრობლემები
ეროგენული ზონების არასაკმარისი ან არასწორი სტიმულაცია ართულებს ორგაზმისთვის აუცილებელი სექსუალური აღგზნების მიღწევას.