სექსოლოგია

ორალური სექსი შეიძლება სასქესო ასოს ნეკროზით დასრულდეს

ორალური სექსი შეიძლება სასქესო ასოს ნეკროზით დასრულდეს
ავტორიტეტულ გამოცემაში Visual Journal of Emergency Medicine ინფექციის გავრცელების უჩვეულო შემთხვევისადმი მიძღვნილი სტატია დაიბეჭდა. 43 წლის მამაკაცი დაზარალდა ორალური სექსის დროს. მას პარტნიორმა სასქესო ასოს თავზე უკბინა.

ხუთი დღის განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. გამოვლინდა ძლიერი ტკივილი, ქსოვილებმაც დაიწყეს გაშავება. მედიკოსებმა ქსოვილების ნეკროზი დააფიქსირეს - სხეულის უჯრედები კვდომას განიცდიდნენ. ექიმებმა მამაკაცი იხსნეს როგორც სიკვდილის, ისე სასქესო ასოს ამპუტაციისგან ძლიერი ანტიბიოტიკების საშუალებით. სასქესო ორგანომ აღიდგინა ნორმალური სახე ერთი თვის შემდეგ, თუმცა ასოს თავზე დარჩა დეფორმაციები.

ექიმებს რომ არ მოეხდინათ პროცესის კუპირება, ინფექცია შეიძლება
გავრცელებულიყო ორგანიზმში და დასრულებულიყო ლეტალური გამოსავლით. პრობლემა იმაშია, რომ პირის ღრუში და კბილებში უამრავი ბაქტერიაა, რომელთაგან ზოგიერთი მაღალი პათოგენობით გამოირჩევა. ეს ბაქტერიები მოხვდა ჭრილობიდან ორგანიზმში, გამოიწვია ძლიერი ანთება და ქსოვილების კვდომა.

ლალი ჩხიკვაძე
რეკომენდებული კლინიკები