სექსის შემდგომი თავის ტკივილი - მიზეზები და გადაჭრის გზები
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრების მქონე ადამიანები 5-7 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, რეგულარული ორგაზმი კი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
სექსის საშუალებით შეიძლება თავის ტკივილისგან განკურნებაც. ამის მიზეზია ორგაზმის დროს გამომუშავებული ჰორმონი ენდორფინი. ის ნატურალური გამაყუჩებელი საშუალებაა და სწორედ ის აცხრობს თავის ტკივილს.
სექსი კურნავს ისეთ დაავადებებსაც, როგორებიცაა:
- გაციება და გრიპი;
- უძილობა;
- დეპრესია.
მაგრამ ზოგიერთ წყვილს სექსის შემდეგ თავის ტკივილი ეწყება, რასაც სპეციალისტები „პოსტკოიტალურს“ უწოდებენ. ეს პრობლემა ქალებსაც აღენიშნებათ და მამაკაცებსაც. სტატისტიკურად, სექსის შემდგომი თავის ტკივილი უფრო ხშირად კაცებს აქვთ. ამ ნიუანსის აფიშირება კი, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება გაუგებარი მომენტების ასარიდებლად.
კვლევამ აჩვენა, რომ ტკივილი შეიძლება იყოს:
- უეცარი;
- თანდათანობითი.
უეცარი ტკივილი მკვეთრად აღმოცენდება ორგაზმის დროს ან მის შემდეგ.
თანდათობითი ტკივილი, შესაბამისად, თანდათანობითია. პირველი შეგრძნება ალერსის დაწყებისთანავე ვლინდება და სქესობრივი აქტის ბოლოსთვის პიკს აღწევს.
მეცნიერების მტკიცებით, სქესობრივი აქტის დასაწყისში გამოვლენილი ტკივილი ყრუ ხასიათისაა, ვლინდება კეფის არეში და ხშირად სქესობრივი აქტის ბოლოსკენ გაივლის.
ორგაზმის დროს ზოგჯერ შეიძლება აღმოცენდეს „ორგაზმული თავის ტკივილი“. ტკივილი ძალიან ძლიერია და მოპულსირე, ვლინდება შუბლისა და კეფის არეში, ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2-4 საათი.
რატომ ჩნდება სექსის შემდეგ თავის ტკივილი:
- როგორც ცნობილია, ორგაზმის დროს კუნთები იკუმშება. ამის შედეგად აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ქალაშიდა წნევის მომატებას, ეს კი, თავის მხრივ, შეიძლება ტკივილის მიზეზი გახდეს;
- ჩვეულებრივი შაკიკი. შაკიკი უფრო ძლიერად ვლინდება სქესობრივი აქტის პროცესში ან ორგაზმის შემდეგ;
- თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალებებმა, მაგალითად, კონტრაცეპტივებმა;
- მამაკაცებს სექსის შემდეგ თავის ტკივილი შეიძლება გამოუვლინდეთ არტერიული წნევის მომატებისას;
- სექსამდე და სექსის დროს ხშირად პარტნიორები ნერვიულობენ, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი;
- სექსის შემდეგ თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებები: თვალების, თავის ტვინის დაავადებები. ამ დროს მოსალოდნელია თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულისრევა;
- სექსის შემდეგ თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
- სქესობრივი პარტნიორის სოლიდური ასაკი;
- პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატები;
- ქრონიკული დაღლილობა;
- პარტნიორების ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეუსაბამობა;
- ინტიმური სიახლოვის დროს არსებული გარემო.
სექსის პროცესში კუნთები იკუმშება, სისხლის მიმოქცევა, გულისცემა და სუნთქვის სიხშირე მატულობს. ამიტომ მნიშვნელოვნად იზრდება არტერიული წნევა. სექსის შემდეგ თავის ტკივილი რამდენიმე ფორმისაა:
- სისხლძარღვოვანი ხასიათის. სქესობრივი აქტის შედეგად იზრდება არტერიული წნევა, თავის სისხლძარღვების ტონუსი კი იგივე რჩება. სწორედ წნევის ეს შეუსაბამობა იწვევს თავის ტკივილს, რომელსაც აქვს მოპულსირე ხასიათი. ის დაახლოებით ერთი საათი გრძელდება და თავისთავად გაივლის. მაგრამ თუ ადამიანს ვენების გაგანიერება აღენიშნება, მაშინ ტკივილმა შეიძლება უფრო დიდხანს გასტანოს.
- კეფის არეში ტკივილი ხშირად აღმოცენდება ისეთ პოზებში სექსის დროს, როდესაც ზურგი და კისერი იძაბება.
- შუბლისა და კეფის არეში ტკივილი აღინიშნება ქალაშიდა წნევის აწევისას. ასეთი ტკივილისას არ შეიძლება ვერტიკალური მდგომარეობის მიღება. აღნიშნული თავის ტკივილი ძირითადად უვნებელია და გამოწვეულია აღგზნებით.
მკურნალობა
ყველაზე ხშირად სექსის შემდეგ აღმოცენებული ტკივილი დიდხანს არ გრძელდება. საქმე ისაა, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია დასვენება, დამშვიდება, უმჯობესია დაძინება. ამ დროის განმავლობაში წესრიგდება წნევა და ტკივილიც გადის.
- თუ ტკივილი არ ჩაწყნარდა, შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება. ტკივილის მოხსნა შესაძლებელია კეფის, საფეთქლებისა და ყვრიმალების მიდამოს მასაჟით, თბილი შხაპის მიღებით.
პროფილაქტიკა
ორგაზმული თავის ტკივილი შეიძლება იყოს პერიოდული ან გამოვლინდეს ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ. შესაძლებელია ტკივილი გარკვეულ პოზას, ძალისხმევას ან სქესობრივი პროცესის სტადიას უკავშირდებოდეს. თავის ტკივილის შიშით ბევრი საერთოდ უარს ამბობს სექსზე, რაც მცდარია, რადგან სექსი და ამ დროს მიღწეული ორგაზმი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, მისი უარყოფით ადამიანი ბევრ რამეს კარგავს.
უპირველესად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სექსი სასიამოვნო ფიზიოლოგიური პროცესია და სიამოვნების მისაღებად აუცილებელია მოდუნება და დადებითი განწყობა. ოთახი, სადაც სქესობრივი აქტი ხდება, კარგად უნდა ნიავდებოდეს. უშუალოდ სექსის წინ რეკომენდებულია გრილი აბაზანის ან კონტრასტული შხაპის მიღება. სისხლძარღვების შესავიწროებლად აქტის წინ მიიღეთ ფინჯანი ყავა.
უმჯობესია ისეთი პოზის შერჩევა, რომლის დროსაც თავი მაღლა იქნება. არტერიული წნევის პრობლემების მქონე კაცებისთვის აქტის წინ სასურველია წნევის მარეგულირებელი აბის მიღება.
ინტიმური ურთიერთობის დროს სუნთქვა უნდა იყოს თანაბარი. ტკივილის აღმოცენებისას საჭიროა აქტის შეწყვეტა. ძალიან სწრაფი სექსიც მიზანშეუწონელია, რამდენადაც მკვეთრ ორგაზმს გამოიწვევს, არტერიული წნევა აიწევს და თავის ტკივილი აღმოცენდება.
გახსოვდეთ, სქესობრივი ურთიერთობა აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას.