როგორ მოვიწესრიგოთ ინტიმური ცხოვრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიწესრიგოთ ინტიმური ცხოვრება

მეცნიერები დაუღლელად ამტკიცებენ, რომ სექსი ყველაზე სასიამოვნო პანაცეაა ყველაფრისთვის. ნუსხა პრაქტიკულად დაუსრულებელია ის გამოდის ატიოქსიდანტის, ანტიბიოტიკის როლში, აჯანსაღებს გულსა და სისხლძარღვებს, აწესრიგებს და ახანგრძლივებს ძილს. მისი სიხშირე კვირაში 2-ჯერ მაინც უნდა იყოს.

საიდუმლო არაა, მაგრამ სქესობრივი სფეროს მოუწესრიგებლობას ძლიერი სქესი განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის. განცდები იმდენად გლობალურია, რომ მამაკაცის დროის თითქმის 90%-ს იკავებს. საწოლში წარუმატებლობა დროებითი მოვლენაა და სწორი მიდგომით მისი მოგვარება შესაძლებელია.

ანდროლოგებმა სენსაციური დასკვნა გააკეთეს: თითოეულ მამაკაცურ ჰომო საპიენს-ში ჩადებულია უდიდესი სექსუალური შესაძლებლობები, რომლის საშუალებითაც მას ზედიზედ 15(!) ქალის დაკმაყოფილება შეუძლია. ასეთი აღმოჩენისას სრულიად ლოგიკურია კითხვა: სად მიდის მთელი ეს დაუხარჯავი სექსუალური ენერგია? როგორც აღმოჩნდა, საქმე საკუთარი ჯანმრთელობისადმი უდიერი დამოკიდებულებაა. ორგანიზმის უწესრიგობები სექსუალურ ამტანობაზეც აისახება. პოტენციის დაქვეითების შემთხვევათა 60% სწორედ ჯანმრთელობას უკავშირდება. ქრონიკული დაავადებებისას სტაბილურად ქვეითდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის შემცველობა, რაც ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს.

პოტენციის “ადგილზე” დასაბრუნებლად აუცილებელია ძირითადი დაავადების განკურნება, უპირველესად, მავნე ჩვევების უკუგდება. მაგალითისთვის, არამწეველ ადამიანებს სექსი ორჯერ უფრო ხშირად აქვთ.

სტატისტიკურად, პლანეტის ყოველ მერვე მამაკაცს აღენიშნება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი - ხანგრძლივი დაღლილობა, რომელიც ძილისა და დასვენების შემდეგაც არ გადის, რაც ორგანიზმის ფუნქციას ორჯერ აქვეითებს. სტრესი, სამსახურში დატვირთვა, ცუდი ეკოლოგია - ესენია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევები.

ძველმა ბერძნებმა იცოდნენ პროსტატის როლი და მას მამაკაცის მეორე გულს უწოდებდნენ. ქანდაკებების გაკეთებისას პროსტატას ადამიანის სახით გამოხატავდნენ. მეორე გულთან დაკავშირებული პრობლემები მაშინვე აისახება მამაკაცის ინტიმურ ცხოვრებაზე.

პროსტატიტზე მეტყველებს მტკივნეული და გაძნელებული შარდვა, ქრონიკული ფორმის დროს შესაძლებელია ერექციის დაქვეითება. ამასთან, მამაკაცთა მხოლოდ 10% მიმართავს ექიმს, დანარჩენები კი პრობლემის ვიაგრით გადაჭრას ცდილობენ ან საერთოდ ემიჯნებიან ინტიმურ ცხოვრებას.

პოტენცია განსაზღვრავს მამაკაცის უნარს სქესობრივი აქტისადმი და ხასიათდება სასქესო ასოს დაძაბულობის ხარისხით, ერექციის სიჩქარითა და სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობით.

30 წლიდან მამაკაცების სქესობრივი აქტის სიხშირე საშუალოდ კვირაში 2-3-ჯერაა. იმავდროულად, წყვილთა 25% ცხოვრობს სქესობრივი ცხოვრებით თვეში ერთხელ, ხოლო 10% ერთმანეთს ინტიმური ურთიერთობით ნახევარ წელიწადში ერთხელ და უფრო იშვიათად ანებივრებს.

ერექცია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ნავარჯიშევია კუნთები. ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი სქესობრივადაც აქტიურია.

ამისათვის საჭიროა:

  • ფიზიკური აქტივობა და მეტი მოძრაობა - მეტი იარეთ ფეხით ან ისეირნეთ საღამოობით;
  • მასაჟი - ადამიანის სხეულზე დიდი რაოდენობით წერტილია, რომლებიც როგორც მოდუნებას, ისე აღგზნებას იწვევს. ტერფზე კი არის უბნები, რომლებიც სექსუალურ განწყობაზეა პასუხისმგებელი. რეგულარული მასაჟი ან სახლში ფეხშიშველი სიარული ასტიმულირებს ამ ზონებს და მამაკაცი მოჰყავს საჭირო მდგომარეობაში;
  • კონტრასტული შხაპი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ავარჯიშებს სისხლძარღვებს;
  • საუნა - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სექსუალურ ლტოლვასა და ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას.