როგორ მოვიწესრიგოთ ინტიმური ცხოვრება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

როგორ მოვიწესრიგოთ ინტიმური ცხოვრება

როგორ მოვიწესრიგოთ ინტიმური ცხოვრება
ოცი წლის ასაკში მამაკაცი სექსისთვის მზადაა ყოველთვის, 30 წლის ასაკში - კვირაში 2-ჯერ, ხოლო 40 წლის შემდეგ - თვეში ერთხელ. მეცნიერები დაუღლელად ამტკიცებენ, რომ სექსი ყველაზე სასიამოვნო პანაცეაა ყველაფრისთვის. ნუსხა პრაქტიკულად დაუსრულებელია ის გამოდის ატიოქსიდანტის, ანტიბიოტიკის როლში, აჯანსაღებს გულსა და სისხლძარღვებს, აწესრიგებს და ახანგრძლივებს ძილს. მისი სიხშირე კვირაში 2-ჯერ მაინც უნდა იყოს.

საიდუმლო არაა, მაგრამ სქესობრივი სფეროს მოუწესრიგებლობას ძლიერი სქესი განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის. განცდები იმდენად გლობალურია, რომ მამაკაცის დროის თითქმის 90%-ს იკავებს. საწოლში წარუმატებლობა დროებითი მოვლენაა და სწორი მიდგომით მისი მოგვარება
შესაძლებელია.

ანდროლოგებმა სენსაციური დასკვნა გააკეთეს: თითოეულ მამაკაცურ ჰომო საპიენს-ში ჩადებულია უდიდესი სექსუალური შესაძლებლობები, რომლის საშუალებითაც მას ზედიზედ 15(!) ქალის დაკმაყოფილება შეუძლია. ასეთი აღმოჩენისას სრულიად ლოგიკურია კითხვა: სად მიდის მთელი ეს დაუხარჯავი სექსუალური ენერგია? როგორც აღმოჩნდა, საქმე საკუთარი ჯანმრთელობისადმი უდიერი დამოკიდებულებაა. ორგანიზმის უწესრიგობები სექსუალურ ამტანობაზეც აისახება.
პოტენციის დაქვეითების შემთხვევათა 60% სწორედ ჯანმრთელობას უკავშირდება. ქრონიკული დაავადებებისას სტაბილურად ქვეითდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის შემცველობა, რაც ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს.

პოტენციის “ადგილზე” დასაბრუნებლად აუცილებელია ძირითადი დაავადების განკურნება, უპირველესად, მავნე ჩვევების უკუგდება. მაგალითისთვის, არამწეველ ადამიანებს სექსი ორჯერ უფრო ხშირად აქვთ.

სტატისტიკურად, პლანეტის ყოველ მერვე მამაკაცს აღენიშნება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი - ხანგრძლივი დაღლილობა, რომელიც ძილისა და დასვენების შემდეგაც არ გადის, რაც ორგანიზმის ფუნქციას ორჯერ აქვეითებს. სტრესი, სამსახურში დატვირთვა, ცუდი ეკოლოგია - ესენია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევები.

ძველმა ბერძნებმა იცოდნენ პროსტატის როლი და მას მამაკაცის მეორე გულს უწოდებდნენ. ქანდაკებების გაკეთებისას პროსტატას ადამიანის სახით გამოხატავდნენ. მეორე გულთან დაკავშირებული პრობლემები მაშინვე აისახება მამაკაცის ინტიმურ ცხოვრებაზე.

პროსტატიტზე მეტყველებს მტკივნეული და გაძნელებული შარდვა, ქრონიკული ფორმის დროს შესაძლებელია ერექციის დაქვეითება. ამასთან, მამაკაცთა მხოლოდ 10% მიმართავს ექიმს, დანარჩენები კი პრობლემის ვიაგრით გადაჭრას ცდილობენ ან საერთოდ ემიჯნებიან ინტიმურ ცხოვრებას.

პოტენცია განსაზღვრავს მამაკაცის უნარს სქესობრივი აქტისადმი და ხასიათდება სასქესო ასოს დაძაბულობის ხარისხით, ერექციის სიჩქარითა და სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობით.

30 წლიდან მამაკაცების სქესობრივი აქტის სიხშირე საშუალოდ კვირაში 2-3-ჯერაა. იმავდროულად, წყვილთა 25% ცხოვრობს სქესობრივი ცხოვრებით თვეში ერთხელ, ხოლო 10% ერთმანეთს ინტიმური ურთიერთობით ნახევარ წელიწადში ერთხელ და უფრო იშვიათად ანებივრებს.

ერექცია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ნავარჯიშევია კუნთები. ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი სქესობრივადაც აქტიურია.

ამისათვის საჭიროა:

  • ფიზიკური აქტივობა და მეტი მოძრაობა - მეტი იარეთ ფეხით ან ისეირნეთ საღამოობით;
  • მასაჟი - ადამიანის სხეულზე დიდი რაოდენობით წერტილია, რომლებიც როგორც მოდუნებას, ისე აღგზნებას იწვევს. ტერფზე კი არის უბნები, რომლებიც სექსუალურ განწყობაზეა პასუხისმგებელი. რეგულარული მასაჟი ან სახლში ფეხშიშველი სიარული ასტიმულირებს ამ ზონებს და მამაკაცი მოჰყავს საჭირო მდგომარეობაში;
  • კონტრასტული შხაპი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ავარჯიშებს სისხლძარღვებს;
  • საუნა - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სექსუალურ ლტოლვასა და ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
მსგავსი სიახლეები
ზღვარსგადასულ ნევროზსა და გაღიზიანებადობას ხალხში ხშირად ინტიმური ცხოვრების ნაკლებობით ხსნიან.
03-08-2018
გარეგნობას სქესობრივ ურთიერთობასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამას სექსოლოგებიც ადასტურებენ. ამა თუ იმ ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ისინი ყოველთვის ეკითხებიან, კმაყოფილნი არიან თუ არა თავიანთი გარეგნობით. ზოგიერთ ქალს არ მოსწონს საკუთარი თავი, მიაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს და ამიტომ უარს ამბობს სქესობრივ ურთიერთობაზე.

03-11-2017
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
საზამთრო: საზამთრო ბევრს უყვარს, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ მას "ნატურალურ ვიაგრას" უწოდებენ. მისი ნაყოფი
სექსი შესანიშნავი პროცესია, რომელსაც დადებითი ემოციები და შეგრძნებები ახლავს.
ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერები რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ერთად ხშირად
ექიმები და ფსიქოლოგები საკმაოდ ბევრს საუბრობენ სექსუალურ დარღვევებზე: მამაკაცებში ერექციულ
ზღვარსგადასულ ნევროზსა და გაღიზიანებადობას ხალხში ხშირად ინტიმური ცხოვრების ნაკლებობით ხსნიან.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად