რამდენად აისახება სექსის ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

რამდენად აისახება სექსის ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე

რამდენად აისახება სექსის ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე
ზღვარსგადასულ ნევროზსა და გაღიზიანებადობას ხალხში ხშირად ინტიმური ცხოვრების ნაკლებობით ხსნიან. სექსის არარსებობისას ადამიანები ხშირად სიფიცხის უკონტროლო შეტევების და დეპრესიის მსხვერპლი ხდებიან, თუმცა იმავდროულად დიდი შეცდომაა გაღიზიანებადობის ახსნა მხოლოდ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემებით.

თანამედროვე ცხოვრებაში სექსი გაცილებით ნაკლებია ვიდრე უწინ იყო. დიდი ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა სამწუხარო კანონზომიერება. 1990 წელს 16-44 წლის ასაკის საშუალო სტატისტიკურ წყვილს სექსი საშულოდ, თვეში 5-ჯერ ჰქონდათ, 2000 წელს კონტაქტის რიცხვი 4-მდე შემცირდა, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი სამამდე დაეცა. სექსოლოგები ამის მიზეზად პროგრესს მიიჩნევენ. ადრე წყვილები საღამოობით
სოციალური ქსელების გვერდებით კი არა, ერთმანეთით იყვნენ დაკავებულები. ბრიტანელი სექსოლოგების აზრით, სექსი შეიძლება გადმონაშთ ჩვევად იქცეს.

ყველაფერს სჭირდება ვარჯიში.

საშოს კუნთების შეკუმშვა არაა დაკავშირებული შეკავების ხანგრძლივობასთან. სექსის ხანგრძლივი არარსებობისას, საშო არ ვიწროვდება, დეფორმირდება და არც საქალწულე აპკი ხორცდება. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საშოს ქსოვილმა შეიძლება უფრო
ნელა უპასუხოს აღგზნებას, მაგრამ ყველაფერი სწრაფად უბრუნდება ნორმას, პრაქტიკის განახლების პირობებში. რაც შეეხება ლიბიდოს, აქ ერთიანი მოსაზრება არ არის. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ხანგრძლივი თავშეკავება ამცირებს სექსუალურ ლტოლვას, მეორენი დარწმუნებულები არიან, რომ დროთა განმავლობაში სქესობრივი ინსტიქტი არსად ქრება. დასკვნა ცალსახაა: ყველაფერი ინდივიდუალურია.

„სპერმოტოქსიკოზი“

ასეთი მცნება მედიცინაში არ არსებობს. ხნგრძლივი თავშეკავება მამაკაცს არ აკარგვინებს ნათელ გონებასა და საღ აზროვნებას ანუ არანაირი „ტესტოსტერონით მოწამვლა“ არ ხდება.

„მამაკაცთა ხვედრი“

მამაკაცები, რომელთაც ცხოვრებაში იშვიათად აქვთ სექსი ხშირად აწყდებიან ერექციული დისფუნქციის პრობლემას. ეს განპირობებულია სასქესო ასოს ფიზიოლოგიით. იმდენად რამდენადაც იგი კუნთია, ფიზიკური დატვირთვის გარეშე სუსტდება. “ფორმის შესანარჩუნებლად“ პარტნიორის ყოლა აუცილებელი არაა- მასტურბაციამაც შეიძლება გადაჭრას პრობლემა.

იმუნური სისტემის გაძლიერება

სექსის გარეშე სუსტდება იმუნური სისტემაც. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილებს, რომელთაც სქესობრივი აქტი კვირაში 1-2-ჯერ ჰქონდათ, 30% ეზრდებოდათ იმუნოგლობულინი А (IgA). ეს უკანასკნელი წარმოადგენს ორგანიზმის ვირუსებისგან დაცვის ერთერთ წინა ხაზს. 

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ოცი წლის ასაკში მამაკაცი სექსისთვის მზადაა ყოველთვის, 30 წლის ასაკში - კვირაში 2-ჯერ, ხოლო 40 წლის შემდეგ - თვეში ერთხელ.
05-07-2018
გარეგნობას სქესობრივ ურთიერთობასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამას სექსოლოგებიც ადასტურებენ. ამა თუ იმ ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ისინი ყოველთვის ეკითხებიან, კმაყოფილნი არიან თუ არა თავიანთი გარეგნობით. ზოგიერთ ქალს არ მოსწონს საკუთარი თავი, მიაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს და ამიტომ უარს ამბობს სქესობრივ ურთიერთობაზე.

03-11-2017
დიეტოლოგია
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
ათენის ნაციონალურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარულად მივიღოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერები რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ერთად ხშირად
ექიმები და ფსიქოლოგები საკმაოდ ბევრს საუბრობენ სექსუალურ დარღვევებზე: მამაკაცებში ერექციულ
სქესობრივი ცხოვრების საკითხი ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აღელვებს. თიაქრის დროს სექსს ხშირად თან ახლავს
ოცი წლის ასაკში მამაკაცი სექსისთვის მზადაა ყოველთვის, 30 წლის ასაკში - კვირაში 2-ჯერ, ხოლო 40 წლის შემდეგ - თვეში ერთხელ.
CPAP-თერაპია ძილის აპნოეს მკურნალობის მეთოდია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გზით უწყვეტი
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება