ძილის აპნოეს მკურნალობა ქალის ინტიმურ ცხოვრებას აწესრიგებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის აპნოეს მკურნალობა ქალის ინტიმურ ცხოვრებას აწესრიგებს

დადებითი წნევის მიწოდება. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ძილის აპნოე, შეუძლიათ ინტიმური ცხოვრების ხარისხის ამაღლება CPAPაპარატის რეგულარულად გამოყენებით.

როგორც ცნობილია, აპნოეს დროს, ძილის პერიოდში ზედა სასუნთქი გზების ბლოკირების გამო, სუნთქვა მრავალჯერ ჩერდება და აღდგება. აღნიშნული პათოლოგია ზრდის გულის, თირკმელების დაავადებების, დემენციის, ტიპი 2 დიაბეტის, ორსულობის მიმდინარეობის გართულების რისკს. აპნოე ასევე დაკავშირებულია ინტიმური ცხოვრების პრობლემებთან.

კვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომლებიც სარგებლობდნენ CPAPაპარატით, სექსუალური დაკმაყოფილების დონე აუმაღლდათ, მამაკაცების ინტიმური ცხოვრების ხარისხზე CPAP-თერაპია არ მოქმედებდა. სპეციალისტების აზრით, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ძილის აპნოეს დროს, სექსუალური პრობლემების უკან დგას, ან მკურნალობის შედეგად ადამიანები უბრალოდ კარგად გრძნობენ თავს და უფრო ხშირად აქვთ სექსი.

ლალი ჩხიკვაძე