ფილტვების დაავადება ტვინის სტრუქტურასაც ცვლის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ფილტვების დაავადება ტვინის სტრუქტურასაც ცვლის

ფილტვების დაავადება ტვინის სტრუქტურასაც ცვლის
ლევენის უნივერსიტეტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს   თავის ტვინის ზოგიერთ უბანში რუხი ნივთიერება მნიშვნელოვნად შემცირებული აქვთ. ეს ზონები დაკავშირებულია ქოშინთან, შიშსა და ტკივილისადმი მგრძნობელობასთან. მოგეხსენებათ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება პროგრესირებადი პათოლოგიაა, რომლის დროსაც პაციენტებს უჭირთ სუნთქვა. დაავადების გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი თამბაქოს მოწევაა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული პათოლოგიით დაავადებულმა 30-მა ამბულატორიულმა პაციენტმა, რომელთაგან თოთოეულს სხვადასხვა სიმძიმის (საშუალოდან მძიმემდე) დაავადება აღენიშნებოდა. ასევე 30 ჯანმრთელმა პირმა. მეცნიერებმა ყველა პირს ჩაუტარეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. სკანირებამ აჩვენა,
რომ ფილტვის დაავადების მქონე პირებს ჯანმრთელ მოხალისეებთნ შედარებით ჰიპოკამპში, ამიგდალასა და სარტყლისებრი ქერქის წინა, შუა და უკანა ნაწილებში შემციებული ჰქონდათ რუხი ნივთიერება. თანაც დაავადების ხანგრძლივობის შესაბამისად, რაც უფრო ქრონიკული იყო პათოლოგია, ანუ რაც უფრო მეტხანს აღენიშნებოდა ის პაციენტს, მით უფრო შემცირებული ჰქონდა ტვინის შესაბამის უბნებში
რუხი ნივთიერება.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამის მიზეზი არის ის, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ სულხუთვისა და ფიზიკური აქტივობის შიში.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ფილტვის სურათის გაძლიერება.
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
პირის ღრუს ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კბილების, არამედ ფილტვების ჯანმრთელობისთვისაც
ვიდეო დაგეხმარებათ პნევმონიის არსის გაგებაში და მისგან განკურნების მართვაში.
ტრაქეა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და „სასუნთქ ყელს, არტერიას“ ნიშნავს.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად