სუნთქვის სიხშირე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნთქვის სიხშირე

ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. იგი გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობებით, გაგანიერებითა და დაშვებით (დაწევით) ხორციელდება. ჩასუნთქვისას სასუნთქი კუნთები აქტიურად მუშაობენ. ეს სუნთქვის აქტიური ფაზაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსულ იმპულსს მოჰყვება. გულმკერდის ყაფაზის მოცულობის გადიდებას მისი ღრუსა და პასიურად ფილტვების მოცულობის მომატებაც მოჰყვება. ამ დროს ალვეოლური წნევა იკლებს, ამიტომაც ატმოსფეროს ჰაერი ალვეოლებში შედის. ამოსუნთქვა პასიურად ხდება სასუნთქი კუნთების მოდუნებისა და გულმკერდის ყაფაზის დაშვების შედეგად. ალვეოლების ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ჩასუნთქვისას დაჭიმული იყო, ამოსუნთქვის დროს ეშვება. ამ დროს ალვეოლებში ჰაერის წნევა ატმოსფეროსას სჭარბობს და ჰაერი გარეთ გამოდის.

სუნთქვის სიხშირე

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20. სუნთქვის სიხშირე მაჯისცემასთან ასეთ თანაფარდობაშია - 1:4. ქალის სუნთქვა უფრო ხშირია. სუნთქვის სიხშირე იმატებს წამოდგომის, მოძრაობის, ჭამის, აღელვების, გარემოს ტემპერატურის აწევის შედეგად. სუნთქვის სიხშირეს შემდეგნაირად იკვლევენ: პაციენტს მარცხენა ხელისგულს ადებენ გულმკერდის ზედა ნაწილზე (ქალებს) ან გულმკერდისა და მუცლის შუაში (მამაკაცებს), მეორე ხელს მაჯას წაავლებენ ხოლმე, თითქოს პულსის დათვლა სურთ (ავადმყოფს ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებენ, რომ არ მოხდეს სუნთქვის ნებითი შეცვლა), სინამდვილეში კი აკვირდებიან და ითვლიან გულმკერდის აწევა-დაშვების (ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის) რაოდენობას წუთში, რაც ნორმაში 16-18-ს უნდა უდრიდეს. პათოლოგიაში სუნთქვა შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს. გაიშვიათება (ბერძნ. ბრადიპნოე) შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების მოქმედების (მოწამვლის, თირკმლის ფუნქციის უკმარისობის, დიაბეტური ან ღვიძლის კომის დროს) ან ქალასშიგა წნევის მომატების (ტვინის სიმსივნე, სისხლის ჩაქცევა) შედეგად. ბრადიპნოესგან განასხვავებენ ოლიგოპნოეს, რომელიც სუნთქვის წუთმოცულობის შემცირებას წარმოადგენს. სუნთქვის გახშირება (ბერძნ. ტაქიპნოე) სისხლში ჟანგბადის უკმარისობისა და ნახშირორჟანგის დაგროვების შედეგად ვითარდება. ფიზიოლოგიურად იგი ფიზიკური შრომისა (დაქანცვის) და ემოციების შემთხვევაში აღინიშნება, პათოლოგიაში კი:

  • სუნთქვიდან ფილტვის სასუნთქი ზედაპირის დიდი ნაწილის გამოთიშვისას;
  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოების დაავადებებისას;
  • ძლიერი სისხლნაკლებობისას;
  • ცხელებითი მდგომარეობისას;
  • ძლიერი ტკივილისას (ღრმად ჩასუნთქვის შეუძლებლობის გამო ავადმყოფი იძულებულია, ზერელედ ისუნთქოს);
  • ისტერიისას (სუნთქვა ხშირდება წუთში 60-80-მდე და მეძებარი ძაღლის სუნთქვას ჰგავს).

ტაქიპნოესგან განსხვავებით, პოლიპნოე სუნთქვის წუთმოცულობის მომატებაა. სუნთქვა შეიძლება გაღრმავდეს ქოშინის დროს. განსაკუთრებით ღრმაა კუსმაულის დიდი სუნთქვა. ამ დროს აღინიშნება დიდი ამპლიტუდის სუნთქვითი მოძრაობები (მაგალითად, ღრმა დიაბეტური კომის შემთხვევაში). სუნთქვის დათვლით ან დახედვით შეიძლება სუნთქვის ტიპის განსა-ზღვრა და რიტმის დარღვევის დადგენა. ქალებს გულმკერდის ტიპის სუნთქვა აქვთ, მამაკაცებს - მუცლის ანუ დიაფრაგმული ტიპის. გვხვდება შერეული ტიპის სუნთქვაც. პათოლოგიის შემთხვევაში სუნთქვის ტიპი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, მუცლის ფარის გაღიზიანების ან დაზიანების (პერიტონიტი, აპენდიციტი და სხვა) დროს მუცლის ტიპის სუნთქვა გულმკე-რდის ტიპის სუნთქვად გარდაიქმნება, ხოლო პლევრისა და ფილტვების დაზიანების (პნევმონია, ტუბერკულოზი, პლევრული შეხორცებები, ნეკნთაშუა ნევრალგია) დროს - პირიქით, რაც დაზიანებული ორგანოს დაზოგვით აიხსნება.

სუნთქვის რიტმის დარღვევის სახეებია:

  • ბიოტის სუნთქვა - ცვალებადია სუნთქვის ამპლიტუდები, სიხშირე და აპნოეს პერიოდები. აღინიშნება თავის ტვინის დაავადებების (მენინგიტის და სხვა) დროს  და მძიმე მდგომარეობის ნიშანია.
  • ჩეინ-სტოქსის სუნთქვა - სუნთქვითი მოძრაობის სიღრმე თანდათანობით იმატებს, მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ თანდათა-ნობით მინიმუმამდე იკლებს და რამდენიმეწამიან პაუზამდეც კი ქვეითდება. ავადმყოფმა შესაძლოა გონიც კი დაკარგოს. სუსტად გამოხატული ასეთი სუნთქვა ჯანმრთელებს ძილის დროს აღენიშნებათ, პათოლოგიის შემთხვევაში კი ის სერიოზული, ზოგჯერ მძიმე პროგნოზის მაჩვენებლია. გვხვდება გულის დეკომპენსაციის მძიმე სტადიაში, თავის ტვინის დაავადებათა დროს (სიმსივნე, აბსცესი და სხვა), მოწამვლისას.
  • გროკოს სუნთქვა - სასუნთქი კუნთების მუშაობის დისოციაციის შედეგია. დიაფრაგმა ჩასუნთქვას ახდენს, ნეკნთაშუა კუნთები კი - ამოსუნთქვას, ამიტომ გულ-მკერდის ქვედა ნაწილი ფართოვდება, ზედა ნაწილი ჩაიდრიკება და პირიქით. ასეთი სუნთქვა უმძიმესი სიმპტომია და აღინიშნება თავის ტვინისა და მისი გარსების დაავადებათა, აგრეთვე - მძიმე ინტოქსიკაციების დროს.