ტრაქეიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრაქეიტი

სიმპტომები

ტრაქეიტის სიმპტომები ხშირად ვლინდება სასუნთქი გზების მიმდებარე ნაწილებზე მწვავე ანთებითი პროცესის გავრცელების კვალდაკვალ. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია ღამით (და დილით ადრე) მშრალი ხველა, ხველის შეტევა ღრმად ჩასუნთქვის, ტირილის, სიცილის და ჰაერის ტემპერატურის შეცვლის დროს. ხველის დროს ავადმყოფი მკერდის უკან და ყელში მწვავე ტკივილს გრძნობს, ამიტომ სუნთქვითი მოძრაობის შემცირებას ცდილობს. შედეგად სუნთქვა ხშირდება და ზერელე ხდება. ნახველის მცირე რაოდენობით დაგროვებამაც კი შეიძლება კონვულსიური ხველის შეტევა გამოიწვიოს. თანმხლები ლარინგიტის დროს შესაძლოა ავადმყოფს ხმაში ხრინწი გაერიოს, ხმა ჩაეხლიჩოს. ტრაქეიტის დროს ანთებითი პროცესი არცთუ იშვიათად მსხვილ ბრონქებსაც მოიცავს და კლინიკური სურათი ტრაქეობრონქიტის თვისებებს იძენს, რომლის დროსაც ხველა უფრო მტანჯველი და მუდმივია, ვიდრე ტრაქეიტის დროს, სხეულის ტემპერატურაც უფრო მაღალია. ტრაქეიტის ყველაზე ხშირი გართულება უფრო ქვემოთ მდებარე სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებზე ანთებითი პროცესის გავრცელებაა. მეტად საშიშია ხანდაზმულ ასაკში - ბრონქოპნევმონიის, ხოლო პატარა ბავშვებთან ბრონქიოლიტის განვითარება.

მწვავე ტრაქეიტი

მწვავე ტრაქეიტი ტრაქეის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი რეაქციაა ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებზე. ხშირად ეს დაავადება ბრონქების ანთებასა და ტრაქეობრონქიტს ერწყმის. მისი მიზეზი ხშირად პნევმოკოკი ან გრიპია, იშვიათად - სტაფილოკოკი. ტრაქეიტის მწვავე ფორმის დროს ანთებითი პროცესი ვლინდება ტრაქეის ლორწოვანი გარსის შეშუპებით, ჩირქოვანი ან ლორწოვანი ნახველის ჭარბი გამოყოფით. მწვავე ტრაქეიტის დროს ავადმყოფი უჩივის მტკივნეულ ხველას ნახველის გამოყოფით, მკერდის უკან წვის შეგრძნებას, სუნთქვის გაძნელებას, ხმის ჩახლეჩას. ხველა შეტევისებური ხდება და თან სდევს თავის ტკივილი, ზოგჯერ - კოლაფსიც კი. ხველის შეტევა უმეტესად ღამღამობით და დილაობით, ასევე - ღრმად ჩასუნთქვის დროს იჩენს თავს. სხეულის ტემპერატურა შესაძლოა უმნიშვნელოდ იყოს მომატებული, უფრო მეტად - საღამოობით.

ტრაქეიტის მკურნალობა

ტრაქეიტის მკურნალობა, უპირველესად, მიმართული უნდა იყოს იმ ფაქტორების აღმოფხვრისკენ, რომლებმაც ეს დაავადება გამოიწვია. მკურნალობას უნდა ჰქონდეს კომპლექსური ხასიათი და თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მიმდინარეობდეს. ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას უნდა ერთვოდეს იმუნომასტიმულირებელი თერაპიაც და იმ დაავადებების მკურნალობა-პროფილაქტიკაც, რომლებიც ხშირად ახლავს თან ტრაქეიტს (რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი). არცთუ იშვიათად მკურნალობის პროცესში შესაძლოა ანტიბიოტიკოთერაპიაც ჩაერთოს. სწორედ ამიტომ ჯობს, არ იფიქროთ თვითმკურნალობაზე და გამოცდილი ექიმის კონსულტაცია მიიღოთ. ტრაქეიტის დროს დროულად დაწყებული კომპლექსური მკურნალობის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და ის ფილტვ-ბრონქთა სისტემის ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებაშიც გვეხმარება. სუნთქვის გაძნელება, გარდა ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთებისა, შესაძლოა სხვა დაავადებამაც გამოიწვიოს. მაგალითად, შუასაყრის სიმსივნემ, რომელიც შედარებით იშვიათია და თავად ტრაქეის სიმსივნემაც, რომელიც შედარებით ხშირია. ამიტომაც არის აუცილებელი ექიმთან დროულად მისვლა და დაავადების რაობაში გარკვევა. ორიოდე სიტყვით მოგითხრობთ ტრაქეის კიბოს შესახებაც.

ძირითადი სიმპტომები

სამწუხაროდ, ტრაქეის კიბოს ყველა სიმპტომის დასახელება შეუძლებელია. ადრეულ სტადიაზე ონკოლოგიური დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტრაქეის ონკოლოგიური დაავადების სიმპტომატიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • კიბოს მდებარეობაზე;
  • პაციენტის ასაკსა და სქესზე;
  • თანდართული დაავადებების არსებობა-არარსებობაზე.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბრტყელუჯრედოვანი კიბო მოწევასთან არის კავშირში. დიაგნოსტიკის დროს კიბო უმეტესად უკვე ადგილობრივ-გავრცობილ პროცესს წარმოადგენს, რომლის მეტასტაზებიც რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, შუასაყარსა და ფილტვებშიც შეინიშნება. ტრაქეის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ავადმყოფები კლინიკაში, წესისამებრ, მიდიან სუნთქვის უკვე გამოხატული დარღვევით, რაც სიმსივნით ტრაქეის შევიწროების შედეგია. ტრაქეის მცირე ზომის სიმსივნეები ხშირად არ იძლევა გამოხატულ კლინიკურ სურათს. სიმსივნის ზრდასთან ერთად ვლინდება სუნთქვის გაძნელებაც მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს. განსაზღვრული ხნის შემდეგ სუნთქვის გაძნელება და ქოშინი მოსვენების დროსაც ვითარდება და ხშირად ბრონქული ასთმის შეტევებს ჰგავს. ეს ტრაქეის სტენოზთან ანუ შევიწროებასთანაა დაკავშირებული.

ტრაქეის გამოხატული სტენოზი

ტრაქეის ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი სტენოზია, რომელიც, არსობრივად, სიმპტომთა კომპლექსს წარმოადგენს. ავადმყოფის მდგომარეობის კვალობაზე, ეს პათოლოგია შესაძლოა განვითარდეს როგორც ნელა, ისე სწრაფადაც. ტრაქეის კიბოს დროს სტენოზი უმეტესად ნელა ვითარდება, თანდათან ავიწროებს ტრაქეის სანათურს და მყარ ჰიპოქსიას იწვევს. ეს შესაძლოა დაავადების დიაგნოსტიკის დაგვიანების მიზეზად იქცეს. პათოლოგიური პროცესის თანდათანობითი განვითარება ამოქმედების საშუალებას აძლევს ორგანიზმის შეგუებით მექანიზმებს, რომელთა წყალობითაც სასიცოცხლო ფუნქციები ჟანგბადოვანი შიმშილის დროსაც კი ნარჩუნდება. კომპენსატორული მექანიზმები ვლინდება ქოშინით, რომელიც ხელს უწყობს ფილტვების ვენტილაციის ზრდას. ამ დროს შეინიშნება სუნთქვის გახშირება და გაღრმავება, რომლის პროცესშიც დამატებითი კუნთებია ჩართული. სუნთქვის დროს ავადმყოფს უმუშავებს კისრის, მხრის სარტყლისა და ზურგის კუნთები. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა ნეგატიურად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. გარეგანი სუნთქვის დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს სასუნთქ გზებში ნახველის დაგროვება, რაც, თავის მხრივ, ქრონიკული დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია) განვითარების მიზეზად იქცევა. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას იწყება ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემაშიც. გულისცემის გახშირებაც ორგანიზმის კომპენსატორული რეაქციის გამოხატულებაა. ტრაქეის სპაზმის დროს იზრდება სისხლძარღვების ტონუსი. ამას მოსდევს სისხლის მიმოქცევის დაჩქარება და არტერიული წნევის მატება. ამ მექანიზმის წყალობით ძლიერდება სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების, მათ შორის - თავის ტვინის, ჟანგბადით მომარაგება და უმჯობესდება მეტაბოლიზმი, რომელიც სტენოზის შედეგად იყო დაქვეითებული. ხანგრძლივი სტენოზის დროს იმატებს სისხლძარღვთა კედლების გამავლობა და იზრდება ქსოვილთა მიერ ჟანგბადის შთანთქმის შესაძლებლობა. იწყება ცვლილებები უჯრედებში, რაც მათ ჟანგბადოვანი შიმშილის პერიოდში გაძლების უნარს მატებს. ყველა ეს მექანიზმი განსაზღვრული ხარისხით ამცირებს სისხლში ჟანგბადის უკმარისობას. გამოხატული სტენოზის მქონე პაციენტს უჩნდება შიშის გრძნობა, აღგზნებულია. ამ დროს ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელებისა და გულის ფუნქციები, შეინიშნება კანის ჰიპერემია, ცხვირ-ტუჩის ნაკეცისა და ფრჩხილების ციანოზი (სილურჯე). ეს ყველაფერი ორგანიზმში ნახშირორჟანგის დაგროვებასა და ჟანგბადის უკმარისობასთან არის დაკავშირებული. იმედი გვაქვს, მკითხველისთვის ნათელი გახდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულად მისვლას. ნუ დაელოდებით სიმპტომების თავისთავად გაქრობას ან გაუარესებას, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და გვერწმუნეთ, დროული პროფესიული სამედიცინო ჩარევა ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.