პნევმოკოკური პნევმონიის ნიშნები: ძლიერი შემცივნება, ტემპერატურის მატება, ხველა და ფილტვის არეში ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პნევმოკოკური პნევმონიის ნიშნები: ძლიერი შემცივნება, ტემპერატურის მატება, ხველა და ფილტვის არეში ტკივილი

პნევმონია შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადების, ისე სხვა დაავადების გართულების სახით.

დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მკურნალობისა - ანტიბიოტიკოთერაპია. დაგვიანებული დიაგნიოსტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია (8 საათზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში) ამძიმებს დაავადების პროგნოზს და ზრდის ლეტალური დასასტულის ალბათობას.

დაავადების წარმოშობა

ფილტვების ანთების გამოწვევა მრავალ მიკროორგანიზმს შეუძლია. მათ შორის აღსანიშნავია პნევმოკოკი, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი, პნევმონიის კლებსიელა, პფაიფერის ჩხირი, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ჰემოფილური და ლურჯი ჩირქის ჩხირი, ქუ-ცხელების გამომწვევი, ლეგიონელა, შავი ჭირის ჩხირი, ზოგიერთი ვირუსი, მიკოპლაზმა, სოკო.

აღსანიშნავია, რომ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციები.

ჩვენ დღეს პნევმოკოკურ პნევმონიაზე ვისაუბრებთ:

დაავადების გზები

პნევმონიის დროს ფილტვის ქსოვილის ინფიცირება შესაძლებელია ოთხი გზით (უმთავრესად მოქმედებს პირველი ორი):

1. ასპირაცია ცხვირ-ხახიდან ან პირ-ხახიდან. ეს პნევმონიის პათოგენეზში ინფიცირების მთავარი გზაა. მიკროორგანიზმების ნაწილი, მაგალითად, შ. პნეუმონიაე, ნორმალურ პირობებშიც შეიძლება ბინადრობდეს პირ-ხახაში, მაგრამ სასუნთქი გზების ქვედა ნაწილები მათგან თავისუფალია. მოზრდილთა ნახევარი ძილის დროს, ჩვეულებრივ, ჩაისუნთქვავს პირ-ხახის სეკრეტს, მაგრამ ორგანიზმის დამცავი მექანიზმები, ერთი მხრივ - ხველის რეფლექსი, მუკოცილიარული კლირენსი, ალვეოლური მაკროფაგების ანტიბაქტერიული აქტივობა და მეორე მხრივ - სეკრეტული იმუნოგლობულინები უზრუნველყოფენ ინფიცირებული სეკრეტის სასუნთქი გზების ქვედა ნაწილებიდან გამოდევნას და მათ სტერილურობას.

ტრაქეობრონქული ხის თვითგამწმენდი მექანიზმის დაზიანებისას პნევმონიის განვითარებისთვის სასურველი პირობები იქმნება.

2. ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად. მიკრობებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა პნევმონიის შედარებით იშვიათი მიზეზია; ეს ფაქტორი მთავარ როლს ასრულებს ობლიგატური გამომწვევებით სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფიცირებაში.

3. მიკროორგანიზმების ჰემატოგენური გავრცელება არაფილტვისმიერი კეროვანი ინფექციის (ენდოკარდიტი, სეპტიკური თრომბოფლებიტი) კერიდან.

4. ინფექციის გავრცელება მეზობელი კერებიდან (მაგალითად, თირკმლის აბსცესის დროს) ან ინფიცირება გულმკერდის შემავალი ჭრილობების ინფიცირების შედეგად.

პნევმონიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფილტვ-ბრონქის სისტემის დამცავი მექანიზმებისა და ჰუმორული და ქსოვილოვანი იმუნიტეტის დარღვევა.

რისკფაქტორები

პნევმონიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რისკფაქტორებს - ფაქტორებს, რომელთა არსებობისას დაავადების განვითარების ალბათობა დიდია.

პნევმონიის განვითარების რისკფაქტორებია

ადრეული ასაკის ბავშვებში:

• მუცლადყოფნის პერიოდის ჰიპოქსია და ასფიქსია;

• სამშობიარო ტრავმა;

• ახააშობილთა პნევმოპათია;

• გულის თანდაყოლილი მანკი;

• ფილტვების განვითარების მანკი;

• მუკოვისციდოზი;

• მემკვიდრეობითი იმუნოდეფიციტი;

• ჰიპოტროფია;

• ჰიპოვიტამინოზი;

სასკოლო ასაკის ბავშვებში:

• ცხვირ-ხახის ქრონიკული კეროვანი ინფექცია;

• მორეციდივე ბრონქიტი;

• მუკოვისციდოზი;

• გულის შეძენილი მანკი;

• იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

ზრდასრულებში:

• მწეველთა და ქრონიკული ბრონქიტი;

• ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

• ენდოკრინული დაავადებები;

• გულის უკმარისობა;

• იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

• გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია;

• ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა;

• ალკოჰოლიზმი;

• ნარკომანია.

პნევმონიის სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების გამომწვევის, ფორმის, დამცავი მექანიზმების მდგომარეობისა და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას.

პნევმოკოკური პნევმონიის სიმპტომები და მიმდინარეობა

კრუპოზული (პნევმოკოკური) პნევმონია იწყება მწვავედ, ხშირად მოსდევს გაციებას. ახასიათებს: ძლიერი შემცივნება; ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მატება (38 გრადუსზე დაბალი ან 41 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იშვიათია); დაზიანებული ფილტვის მხარეს - ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის დროს; ხველა, რომელიც თავდაპირველად მშრალია, მოგვიანებით კი გამოიყოფა ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველი.

პნევმონიას ანალოგიური ან შედარებით ნაკლები სიმძაფრის დასაწყისი ახასიათებს რესპირატორული დაავადების ან ქრონიკული ბრონქიტის ფონზე. მდგომარეობა მძიმეა. კანი ჰიპერემიული და ციანოზურია, სუნთქვა - გახშირებული და ზედაპირული, სუნთქვისას ნესტოები იბერება. ხშირია ჰერპესული გამონაყარი.

ანტიბაქტერიული თერაპიის გარეშე მაღალი ტემპერატურა საშუალოდ ერთ კვირას გრძელდება და მკვეთრად (კრიტიკულ ზღვრამდე) ეცემა, ხოლო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებისას თანდათანობით იკლებს.

დაავადების განვითარების პერიოდში პულსი გახშირებულია, არტერიული წნევა - დაქვეითებული.

დამახასიათებელია ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, იშვიათად - ჰიპერლეიკოციტოზი. ლეიკოციტოზის არარსებობა, მით უმეტეს - ლეიკოპენია, ზოგჯერ პროგნოზულად არახელსაყრელი ნიშანია. იმატებს ედსი.

რენტგენოლოგიურად, განსაკუთრებით - გვერდით რენტგენოგრამაზე, ვლინდება ფილტვის მთელი წილის ან მისი ნაწილის ჰომოგენური დაჩრდილვა. აღსანიშნავია, რომ დაავადების პირველ საათებში რენტგენოსკოპია შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ატიპურად მიმდინარე კრუპოზული პნევმონია დამახასიათებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.

პნევმონიის გართულებებია:

• პლევრული გამონადენი;

• პლევრის ემპიემა;

• ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია/აბსცედირება;

• მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომი;

• სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

• სეპტიკური შოკი, მეორეული ბაქტერიემია, სეფსისი;

• პერიკარდიტი, მიოკარდიტი;

• ნეფრიტი და სხვა.

დიაგნოსტიკა

პნევმონიის სადიაგნოზო კრიტერიუმებად მიიჩნევა ფილტვის ქსოვილის დაზიანებული კეროვანი ინფილტრაციის რენტგენოლოგიური დადასტურება და შემდეგი ნიშნებიდან თუნდაც ორის თანაარსებობა:

• მწვავე ცხელება დაავადების დასაწყისში (T>38);

• ნახველიანი ხველა;

• ლოკალური კრეპიტაცია და/ან წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, უხეში ბრონქული სუნთქვა, პერკუტორული ხმიანობის შესუსტება;

• ლეიკოციტოზი >10X109/ლ და/ან ჩხირბირთვიანების მატება (>10%).

მკურნალობა

პნევმონიის მკურნალობა შესაძლებელია შინაც, მაგრამ თუ საერთო მდგომარეობა მძიმეა, ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების განსაზღვრა. ცნობილია რამდენიმე კლინიკურ-ლაბორატორიული სკალა, რომლებიც ეფუძნება პნევმონიის სიმძიმის შეფასებასა და პროგნოზს. ამჟამად ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა განისაზღვრება პროგნოზული სკალით CURB-65/CRB-65. ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოების სკალა ითვალისწინებს 5 ან 4 პარამეტრს:

C - ცნობიერების დაკარგვა

• U - სისხლის შარდმჟავა აზოტი>7მმოლ/ლ

R - სუნთქვის სიხშირე>30/წთ

• B - დაბალი სისტოლური (<90მმ ვწყ. სვ) ან დიასტოლური წნევა (<60მმ ვწყ. სვ).

• 65-65 წელზე უფროსი ასაკი

რეკომენდაციები

• პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფს უნდა მიეცეს რჩევა წოლითი რეჟიმის, სიგარეტისთვის თავის დანებების, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღების შესახებ.

• პლევრული ტკივილის საწინააღმდეგოდ საკმარისია მარტივი ანალგეტიკების მიღება, ისეთებისა, როგორიც არის, მაგალითად, პარაცეტამოლი.

• ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოქსიგენოთერაპია.

• საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სითხის ინტრავენური შევსება.

• სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, პულსი, სხეულის წნევა, ცნობიერება, ჟანგბადის სატურაცია უნდა შეფასდეს მინიმუმ ორჯერ დღეში, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - უფრო ხშირადაც.

• განმეორებით უნდა ჩატარდეს CRP დონის გამოკვლევა და გულმკერდის რენტგენოგრაფია, თუ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკა არ შეესაბამება ჩატარებულ მკურნალობას.

ანტიბიოტიკოთერაპია

• მსუბუქი პნევმონიის დროს უმეტესად საკმარისია პერორალურად (აბები, კაფსულები) მისაღები ანტიბიოტიკებით.

• ამოქსიცილინით მონოთერაპია შესაძლებელია, თუ პაციენტს ადრე არ ჩაუტარებია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. შედარებით მძიმე შემთხვევაში მიზანშეწონილია ამოქსიცილინისა და მაკროლიდის (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპირამიცინი) კომბინაცია. მაკროლიდით მონოთერაპია უნდა დაინიშნოს, თუ ჰოსპიტალიზაციამდე ჩატარებული ამოქსიცილინის ადეკვატური კურსი უეფექტო აღმოჩნდა. თუმცა ამოქსიცილინით თერაპიის ადეკვატურობა ძნელი შესაფასებელია, ამიტომ ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპია.

• ახალი ფთორქინოლონები პირველი რიგის პრეპარატებად არ გამოიყენება. ისინი სასარგებლო ალტერნატიული საშუალებებია განსაზღვრული კატეგორიის პაციენტებისთვის.

• მძიმე პნევმონიის შემთხვევაში პარენტერალური ანტიბიოტიკოთერაპია (ინექციები) უნდა დაიწყოს დიაგნოზის დასმისთანავე. მიზანშეწონილია თერაპიის დაწყება პარენტერალური ანტიბიოტიკებით 3-4 დღის განმავლობაში, ვიდრე ტემპერატურა არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს, არ შესუსტდება ინტოქსიკაცია და დაავადების სხვა სიმპტომები. მკურნალობის კურსის დასრულებამდე შეიძლება გადასვლა პარენტერალურიდან პერორალურ მკურნალობაზე.

მძიმე პნევმონიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ფართო სპექტრის ბეტალაქტამური ანტიბიოტიკებით, ისეთებით, როგორიც არის, მაგალითად, კო-ამოქსიკლავი მეორე (ცეფუროქსიმი) ან მესამე თაობის (ცეფოტაქსიმი, ცეფტრიაქსონი) ცეფალოსპორინი მაკროლიდთან (კლარიტრომიცინი ან ერითრომიცინი) ერთად.

როდესაც პაციენტს აქვს ბეტალაქტამური საშუალებების ან მაკროლიდების აუტანლობა, მიზანშეწონილია რესპირაციული ფტორქინოლონის (ლევოფლოქსაცინი) და ინტრავენური ბენზილპენიცილინის კომბინაცია.

პნევმონიის მსუბუქი ფორმის დროს ანტიბაქტერიული თერაპიის შედეგად სხეულის ტემპერატურის ნორმალიზება მოსალოდნელია 3-4 დღის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ამავე პერიოდში შეინიშნება ლეიკოციტოზის შემცირება.

პროფილაქტიკა

პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ პნევმოკოკურ და გრიპულ ვაქცინას. პნევმოკოკური ვაქცინის გამოყენება იმიტომ მიიჩნევა მიზანშეწონილად, რომ პნევმონიის მთავარ გამომწვევად დღემდე რჩება S. pneumoniae. გრიპული ვაქცინის ეფექტიანობა მოხუცებში საკმაოდ მაღალია. ვაქცინაცია მიზანშეწონილია შემდეგი ჯგუფებისთვის:

• პირებისთვის, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ მოხუცებულთა სახლში;

• 65 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სასუნთქი, საშარდე, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები;

• ზრდასრული პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ უწყვეტი სამედიცინო ზედამხედველობა და იმყოფებიან სტაციონარში (შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის დაავადებები, ჰემოგლობინოპათიები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აივ ინფექციის ჩათვლით);

• ორსულებისთვის II-III ტრიმესტრში;

• ექიმებისთვის, ექთნებისთვის;

• პაციენტის ოჯახის წევრებისთვის (ბავშვების ჩათვლით);

• მედიცინის მუშაკებისთვის, რომლებიც ბინაზე უვლიან ავადმყოფებს.