სასუნთქი გზების განვითარების ანომალიები და სასუნთქი ორგანოების დეფექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასუნთქი გზების განვითარების ანომალიები და სასუნთქი ორგანოების დეფექტები

ტრაქეის შედარებით ჩვეულ ანომალიად, რომელსაც სერიოზული კლინიკური მნიშვნელობა აქვს, მიიჩნევა ხვრელის არსებობა ტრაქეასა და ხორხის ქვეშ არსებულ საყლაპავს შორის. მას ტრაქეა-საყლაპავის ფისტულას უწოდებენ. ეს ფისტულა წარმოადგენს მცირე ზომის ხვრელს ყველა სხვა თვალსაზრისით სავსებით ნორმალურ ტრაქეასა და საყლაპავზე. ზოგჯერ ის დიდი ზომისაა და თან ახლავს საყლაპავი მილის ატრეზია. ამ შემთხვევაში საყლაპავი ბოლოვდება ბრმა ჯიბით ისე, რომ აღარ გრძელდება ფისტულის დონის შემდეგ. განვითარების ამგვარი დეფექტის მქონე ახალშობილი გამოიყურება სავსებით ნორმალურად და თავისუფლად სუნთქავს, თუმცა გამოკვების პირველივე ცდას მივყავართ ფილტვების ინფექციამდე საყლაპავიდან ხორხში რძის მოხვედრის გამო (ასპირაციული პნევმონია). მხოლოდ უკანასკნელ ხანს დაიწყეს ამგვარ შემთხვევებთან წარმატებით ბრძოლა ქირურგიული ჩარევების მეშვეობით. ოპერაცია უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ და რადიკალურად. მიუხედავად ამგვარი ოპერაციების სიმძიმისა, საშიშროებისა და გარდაუვალი წარუმატებლობის შემთხვევებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ამ დეფექტის მქონე ბავშვების გადარჩენის ერთადერთი შანსი.

ბრონქები

ბრონქული ხის რთული ტიპის დატოტიანება ზოგჯერ მნიშვნელოვან გადახრებს იწვევს. ამგვარ გადახრებს, როგორც წესი, უმნიშვნელო ფუნქციური მნიშვნელობა აქვს მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება უფრო მსხვილ ბრონქებს. მათდამი კლინიკური ინტერესი განპირობებულია მხოლოდ იმ უბედური შემთხვევებით, როდესაც ამგვარ ბრონქებში ხვდება უცხო სხეული და საჭირო ხდება ბრონქოსკოპის გამოყენება. გაცილებით  დიდი სამედიცინო მნიშვნელობის მატარებელია ბრონქული ხის ტერმინალური ნაწილის დეფექტები, რომლებსაც ბრონქოექტაზიები ეწოდება. ბრონქოექტაზია ფილტვის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ბრონქების სანათურის მყარი (შეუქცევადი) ცილინდრული ან ტომრისებრი გაგანიერება და გაგანიერებული ბრონქის ქრონიკული ბაქტერიული ანთება. თანდაყოლილი ბრონქოექტაზია ბრონქების ემბრიონული განვითარების მანკის შედეგია. ამ დროს ზოგიერთ ტერმინალურ ბრონქში წარმოიქმნება არასწორი ტომრისებრი გაფართოება. ამ ტომრებიდან სითხის დენა ცუდია - იქმნება ქრონიკული ინფექციის საფრთხე, რომელსაც განსაზღვრულ შემთხვევებში შეუძლია გამოიწვიოს ფილტვის მძიმე დაზიანებები, ზოგჯერ - სასიკვდილოც კი.

ფილტვები

ფილტვის დეფექტები შეიძლება მეორეულად აღმოცენდეს. მაგალითად, სიტუს ვისცერუმ ინვერსუს დროს გულის მწვერვალი მიმართულია არა მარცხნივ, როგორც, წესისამებრ, უნდა იყოს, არამედ მარჯვნივ. ამ შემთხვევაში მარჯვენა ფილტვი შეიცავს მხოლოდ ორ წილს, ხოლო მარცხენა სამწილიანი აღმოჩნდება ხოლმე. დიაფრაგმული თიაქრის დროს პლევრაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნაწილები აღმოჩნდეს. ამ მდგომარეობას ზოგჯერ შეცდომით უწოდებენ “გადაბრუნებულ კუჭს”. ამ შემთხვევაში დაზიანებულ მხარეს ფილტვი შესამჩნევადაა შემცირებული. ამგვარ მდგომარეობაში გულის მუშაობა უმეტესად მიმდინარეობს არასასურველ პირობებში, პერიკარდიული ღრუს შევიწროების ხარჯზე. საბედნიეროდ, სათანადო ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია მუცლის ღრუს ორგანოთა ჩაბრუნება მათ თავდაპირველ ადგილას და დიაფრაგმის რღვეულის დახურვა.