ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი

ბრონქული ასთმა ჩამომიყალიბდეს. როგორ გავარჩიო ამ ორი დაავადების ნიშნები ერთმანეთისგან?

ბრონქული ასთმა

ბრონქულ ასთმას, განურჩევლად მიზეზისა, ერთნაირი კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს. ეს არის სულის ხუთვის შეგრძნება და ექსპირატორული ტიპის ქოშინი, შეტევისმაგვარი ხველა და სუნთქვითი ხმაური. ბრონქული ასთმის შეტევები სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ინტენსივობისაა:

შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე და მსუბუქი, ასევე მძიმე და ხანგრძლივი. შეტევა უმეტესად 1-2 საათს გრძელდება, მაგრამ შესაძლოა, ბრონქოსპაზმმა რამდენიმე დღესა და კვირასაც კი გასტანოს.

შეტევის დასაწყისში ქოშინი შედარებით სუსტია, თანდათან ძლიერდება, ხმოვანი ხდება. ავადმყოფს ტანჯავს ამოსუნთქვითი ტიპის ძლიერი ქოშინი, ცდილობს, სუნთქვა როგორმე გაიადვილოს, რისთვისაც იღებს სხვადასხვა იძულებით პოზას. ამოსუნთქვა, რომელიც, ჩვეულებრივ, პასიური აქტია, შეტევისას აქტიური ხდება. პაციენტს უჭირს ფილტვებიდან ჰაერის გამოდევნა, ამოსუნთქვას სტვენა და ხმაური სდევს თან. ჩასუნთქვა შედარებით თავისუფალია.

ასთმის შეტევის დროს სუნთქვა არ არის აჩქარებული, პირიქით, საგრძნობლად ნელდება, წუთში 8-10-ს უტოლდება. შეტევის დასრულებას ხშირად თან ახლავს მშრალი შემაწუხებელი ხველა - ავადმყოფი ცდილობს, ამოიღოს ნახველი, მაგრამ ძლიერ უჭირს, წვალობს. ხველა თანდათან ძლიერდება, ხშირდება და ბოლოს გაწამებული ადამიანი დიდი სიძნელით ამოახველებს ლორწოვან, წებოვან, პრიალა მკვრივ ნახველს.

ნახველის ამოღების შემდეგ ქოშინი სუსტდება და შეტევა სრულდება. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს მკვრივი წებოვანი საცობი (ნახველი) იყო გაჭედილი სასუნთქ გზებში და იგი აბრკოლებდა სუნთქვას. შეტევის დასრულებისა და სუნთქვის გაადვილების შემდეგ სიმწრის ოფლში გაწურული და დაღლილი ავადმყოფი უმეტესად იძინებს.

ქრონიკული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტის დროს ხველა უხეშია, მყეფავი, ერთვის ხმის ჩახლეჩა ან დაკარგვა და ყელში ღიტინის შეგრძნება. დაავადების გამწვავების მე-2-3 დღეს ხახის, ხორხისა და მკერდის უკან აღმოცენდება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ხველებისას ძლიერდება. გახანგრძლივებული ხველა იწვევს ნეკნთაშუა კუნთების, მუცლის ზედა ნაწილის კუნთებისა და ფერდების ტკივილს. დაავადების გამწვავებისას ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, ზოგჯერ კი 38 გრადუსამდე და უფრო მაღალ მაჩვენებლამდეც იმატებს. პერიოდულ ხველას აპროვოცირებს სხვადასხვა არომატის, გამაღიზიანებელი სუნის შესუნთქვა.

თუ ბრონქული ასთმის დროს ნახველი თეთრი, ლორწოვანი და პრიალაა, ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში, მსხვილი ბრონქების დაზიანებისას, ზომიერად გამოიყოფა და ლორწოვან-ჩირქოვანია.

შუა ბრონქებში ლოკალიზაციისას ხველა სველია და თავს იჩენს დილით, გაღვიძებისას. თან ახლავს ნახველის გამოყოფა.

სუსტი და ხანმოკლე წამოხველება წვრილი ბრონქებისა და ბრონქიოლების დაზიანების მანიშნებელია. წვრილი ბრონქების დაზიანებისას მტანჯველი, ყრუ ხველის შედეგად ძნელად გამოიყოფა სქელი, ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი.

ქრონიკულ ბრონქიტს, როგორც ყველა ქრონიკულ დაავადებას, ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. პროცესი უპირატესად ზამთრის თვეებში მწვავდება. გამწვავებისას ხველა ძლიერდება, უხვად გამოიყოფა მოყვითალო-მონაცრისფრო ან მომწვანო ნახველი, რაც ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს. ამის პარალელურად პაციენტი უჩივის სხეულის ტემპერატურის მატებას, შემცივნებას, ოფლიანობასა და საერთო სისუსტეს.

ბრონქული ასთმის შეტევები უპირატესად შემოდგომასა და გაზაფხულზე ხშირდება. განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს ხველის დაწყების დროსაც: ქრონიკული ბრონქიტის დროს ხველა იწყება დილით, რადგან ნახველი ღამით გროვდება, ბრონქული ასთმის დროს კი ხველა ღამით ძლიერდება, რაც საღამოს საათებში ცდომილი ნერვის ტონუსის ფიზიოლოგიურ მომატებას უკავშირდება. ქრონიკული ბრონქიტის ბრონქული ასთმით გართულება მოსალოდნელია უპირატესად არასწორი და არასათანადო მკურნალობის შედეგად. ქრონიკული ბრონქიტის გართულებას დიდად უწყობს ხელს თამბაქოს წევა და არახელსაყრელი გარემო პირობები: მავნე პროფესიული ფაქტორები, სამუშაო გარემოში ტოქსინების არსებობა და სხვა.