როგორ ბერდება ჩვენი სასუნთქი სისტემა - ცვლილებას განიცდის გულმკერდის ძვლები, კუნთები, ქვეითდება ორგანიზმში ჟანგბადის შემცველობა, რაც დაღლასა და გახშირებულ სუნთქვას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ბერდება ჩვენი სასუნთქი სისტემა - ცვლილებას განიცდის გულმკერდის ძვლები, კუნთები, ქვეითდება ორგანიზმში ჟანგბადის შემცველობა, რაც დაღლასა და გახშირებულ სუნთქვას იწვევს

ნორმალური სუნთქვის პროცესი უზრუნველყოფილია ფილტვის, სუნთქვაში მონაწილე გულმკერდის კუნთების, გულმკერდის ყაფაზის (გულმკერდის ჩონჩხი, რასაც ქმნის ხერხემალი, მკერდის ძვალი, ნეკნები) და ნერვული სისტემის (თავის ტვინში არსებული სუნთქვის ცენტრი, ნეკნთაშუა ნერვები) კორდინირებული ფუნქციონირებით. აღნიშნული სტრუქტურების ცვლილებები დაბერების პროცესში იწვევენ სუნთქვის ცვლილებებს. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ დაბერებისას თითოეულ სისტემაში აღმოცენებული დარღვევები.

დაბერებისას ძვლები თხელდება, იცვლის ფორმას, რაც იწვევს გულმკერდის ჩონჩხის ცვლილებებს. შედეგად სუნთქვის პროცესში გულმკერდი ძველებურად ვეღარ ფართოვდება და იკუმშება. სუსტდება სუნთქვაში მონაწილე კუნთებიც, უპირველეს ყოვლისა, დიაფრაგმა - გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამყოფი კუნთი. კუნთების სისუსტის გამო მოხუცი ადამიანი ვეღარ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს იმდენ ჰაერს, რამდენსაც ახალგაზრდა. კუნთებისა და ძვლების აღნიშნული ცვლილებების გამო შესაძლოა დაქვეითდეს ორგანიზმში ჟანგბადის შემცველობა, დაგროვებული ნახშირორჟანგის გამოყოფა. ეს მდგომარეობა ვლინდება როგორც ადვილად დაღლა, გაძნელებული და გახშირებული სუნთქვა.

სიბერისას ქვეითდება ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობა, ქვედა სასუნთქ გზებში არსებული კუნთებისა და ქსოვილების ცვლილებების გამო სასუნთქი გზები ვეღარ ინარჩუნებენ „ღია“ მდგომარეობას, ადვილად „იფუშებიან“, კარგავენ ფორმას და იღებენ „პარკისებურ“ იერს. ყოველივეს შედეგად ყალიბდება ეგრეთ წოდებული „ჰაერის ხაფანგი“ - სივრცე, რომელიც სავსეა ჰაერით, მაგრამ იქ არ ხდება აირთა ცვლა. შესაბამისად, ქვეითდება ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფა და მისგან ნახშირორჟანგის გამოყოფა, ადამიანს უძნელდება სუნთქვა. ანალოგიურ დარღვევას იწვევს მოხუცი ადამიანის ორგანიზმში ზოგჯერ ტვინის იმ ნაწილის ფუნქციის დარღვევა, რომელიც სუნთქვას არეგულირებს.

მოხუცები, რომლებიც არასოდეს ეწეოდნენ და ჯანმრთელი სასუნთქი სისტემა აქვთ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერც გრძნობენ ამ ცვლილებების გავლენას მათ ორგანიზმზე, მაგრამ ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილებისას, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის ან დიდ სიმაღლეზე ყოფნის დროს მათ ქოშინი უვითარდებათ.

დაბერებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებაა ხველის რეფლექსში მონაწილე ნერვების მგრძნობელობის დაქვეითება, რაც აძნელებს სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო ნაწილაკების და გამოყოფილი სეკრეტის ამოხველებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის. ამასთან ერთად, სასუნთქი სისტემის ინფექციების რისკი იზრდება სიბერით გამოწვეული იმუნური სისტემის დასუსტების გამო. იმუნური სისტემის სისუსტე ართულებს ფილტვის ქსოვილის აღდგენას თამბაქოს კვამლისა თუ გარემოს სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

ზემოთ აღწერილი ცვლილებების გამო ხანშიშესულ პირებს აქვთ:

სასუნთქი გზების ინფექციების (პნევმონია ანუ ფილტვების ანთება, ბრონქიტი) მომატებული რისკი;ზედაპირული სუნთქვა;

ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება;

სუნთქვის დარღვევა ძილის დროს - ძილის აპნოე - ძილის დროს სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები.

როგორ ავიცილოთ სასუნთქი სის­ტემის სიბერით გამოწვეული ცვლილებები

დაბერების პროცესთან დაკავშირებული სასუნთქი სისტემის ცვლილებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;

რეგულარული სუნთქვითი ვარჯიში;

ფიზიკური აქტივობა.