ბრონქების გარდა, კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს მსტვინავი ხიხინი, ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქების გარდა, კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს მსტვინავი ხიხინი, ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში

ხიხინი სუნთქვის პრობლემაზე მიუთითებს... მსტვინავი ხიხინის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია სასუნთქი სისტემის სხვადასხვა ნაწილში იყოს ლოკალიზებული. ხველა, ხიხინი, ქოშინი და გულმკერდის არეში ზეწოლა, ბრონქების, ფილტვების, სახმო იოგების ან გულის პრობლემის მანიშნებელია.

გაეცანით დაავადებებს, რომლებსაც მსტვინავი ხიხინი და მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.

ასთმა

ბრონქული ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მას წვრილი ბრონქების სპაზმა და შეშუპება ახასიათებს. ასთმა ხიხინის და ქოშინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

ფქოდ

ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას ბრონქების ობსტრუქცია, სანათურის შევიწროვება, ლოწოვანი გარსის დაზიანება და ხანგრძივი ანთება ახასიათებს. ფქოდ ბრონქული ასთმის შემდეგ, ხიხინის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ბრონქიტი

ბრონქიტი ბრონქების ლოწოვანი გარსის ანთებაა. ფქოდ ხშირად ქრონიკული ბრონქიტით არის შენიღბული. რაც შეეხება მწვავე ბრონქიტს,ის რესპირატორული დაავადებებისთვის და გაციებისთვის არის დამახასიათებელი. მწვავე ბრონქტის ხშირად გულმკერდის ტკივილიც ახალვს თან, დაავადება 7-10 დღეში რჩება.

ბრონქიოლიტი

ბრონქტიოლიტი ქვედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რომელიც უმეტესად ჩვილებსა და ბავშვებში არის გავრცელებული.

კისტოზური ფიბროზი

კისტოზური ფიბროზი ანუ მუკოვისციდოზი სისტემური მემკვიდრული დაავადება, რომელიც შინაგან ორგანოებს აზიანებს. დაავადება სასუნთქი გზების სერიოზულ დარღვევებსაც იწვევს. ფიბროზის დროს ლოროწვანი გარსი გასქელებულია, რასაც სასუნთქი გზების ბლოკირებაც შეუძლია.

ასპირაცია

ასპირაცია არის ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში სითხის, საჭმლის ნაწილაკების და სხვ. მოხვედრა, რასაც ხშირად ხიხინიც ერთვის თან. ასპირაციამ შესაძლებელია ფილტვების ან სასუნთქი გზების ანთება/ინფექცია გამოიწვიოს. მაგალითად, ასპირაციული პნევმონია.

პნევმონია

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება შესაძლებელია იყოს, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული ინფექციით გამოწვეული. ქოშინი,ხიხინი და სუნთქვის გაძნელება შესაძლებელია სწორედ პნევმონიის გამოხატეულება იყოს.

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (რსვ)

რესპირატორული სინციტიური ვირუსი იწვევს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციას. რსვ-ით ინფიცირებული ადამიანი სიმპტომურია 4-6 დღე და ერთ-ერთი გამოკვეთილი სიმპტომი ხიხინია.

ხმის იოგის დისფუნქცია

ამ დროს, სუნთქვისას იოგები გაღების ნაცვლად იხურება, რაც ფილტვებში ჰაერის ნაკადის შესვლა-გამოსვლას ართულებს. ხმის იოგების დისფუნქციას ჩასუნთქვისას მსტვივანი ხმა ახასიათებს, რაც სტრიდორის(ხვრინვა) სახელით არის ცნობილი.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

იცოდით, რომ კუჭის პრობლემები და გულძმარვაც შეიძლება გახდეს ხიხინის მიზეზი. ქრონიკული მჟავა რეფლუქსი საყლაპავის ქვედა სარქველს ადუნებს, რაც ხიხინს იწვევს.

ალერგია

ალერგენებმა შესაძლებელია იმუნური რაქცია გამოიწვიოს, რაც სასუნთქი გზების ანთების მიზეზი გახდეს. ისეთი მძიმე ალერგიული რეაქციის დროს, როგორიც არის ანაფილაქსიური შოკი შესაძლებელია ბრონქული ქსოვილების შეშუპება განვითარდეს, ეს ჰაერის გადატანას ართულებს და ვითარდება ხიხინი.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობისას შესაძლებელია ფილტვებში სითხის დაგროვება და მისი შეშუპება გამოიწვიოს, რისი ადრეული ნიშანიც ქოშინია.

თამბაქო

მოწევა რესპირატორული ინფექციების და ფქოდ-ის რისკს ზრდის. ამასთანვე, ასთმისთვისაც მავნებელია. თამბაქოს მწეველებში ხშირია ხიხინი, ქოშინი და აშ.