ფილტვის ქსოვილში ანთებითი უჯრედები, რაც ქოშინს და ხველას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვის ქსოვილში ანთებითი უჯრედები, რაც ქოშინს და ხველას იწვევს

ქოშინი ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. ფილტვების ინტერსტიციული დაავადება კრებითი ტერმინია, რომელიც ფილტვის ინტერსტიციუმის დაზიანებით მიმდინარე რამდენიმე დაავადებას აერთიანებს. ინტერსტიციუმი ალვეოლების, სისხლძარღვებისა და მცირე ჰაერსავალი გზების ირგვლივ არსებული სივრცეა. ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებას ახასიათებს ფილტვის ქსოვილში ანთებითი უჯრედების ანომალიური აკუმულაცია, რაც იწვევს ქოშინს, ხველას, განსაზღვრული ტიპის რენტგენოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა ყველა ინტერსტიციული დაავადება ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.

ზოგი მათგანი საკმაოდ იშვიათია. მიუხედავად განსხვავებებისა, სხვადასხვა ფაქტორთან დაკავშირებული მიზეზებისა, ფილტვის ყველა ინტერსტიციულ დაავადებას აერთიანებს სისხლისთვის ჟანგბადის მიწოდების შემცირება, ფილტვის ელასტიკურობის დაქვეითება, მისი შეჭმუხნა, რაც საბოლოოდ სუნთქვის გაძნელებას და ხველას იწვევს. ინტერსტიციული დაავადების მაგალითებია ფილტვების დაზიანება სისტემური დაავადებების, მაგალითად, მაანკილოზებელი სპონდილიტის, რევმატოიდული ართრიტის, სკლეროდერმიის, სისტემური წითელი მგლურას, დერმატომიოზიტის დროს.

ინტერსტიციული დაავადების მიზეზად შესაძლოა იქცეს სოკოვანი, ბაქტერიული, პარაზიტული, ვირუსული ინფექცია, ტუბერკულოზი. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ზოგიერთი მედიკამენტიც: ამიოდარონი, ბლეომიცინი, კარბამაზეპინი, ქლორამბუცილი, კოკაინი, ციკლოფოსფამიდი, ოქრო, მეტოტრექსატი, ნიტროფურანტოინი, სულფონამიდები. ცალკე უნდა ვახსენოთ იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონია. ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებას იწვევს ამილოიდოზი, სარკოიდოზი. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ, რენტგენოლოგიურ, კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ მონაცემებს, ფილტვის ფუნქციის შესწავლის, ბრონქოსკოპიით ან ქირურგიული ბიოფსიით მიღებული ფილტვის ქსოვილის მიკროსკოპული შესწავლის შედეგებს.

ჩვენ ფილტვების ინტერსტიციული დაავადების მიზეზთა არასრული ჩამონათვალი მოვიყვანეთ. არსებობს მრავალი სხვა იშვიათი დაავადებაც. მათ უმთავრესად ჰორმონებით (პრედნიზოლონი) მკურნალობენ. ზოგჯერ (მაგალითად, ტუბერკულოზის, ბაქტერიული დაავადებების დროს) აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჟანგბადის გამოყენებას (ოქსიგენოთერაპია), რეაბილიტაციურ ვარჯიშს. ინტენსიური კვლევები ფილტვების ინტერსტიციული დაავადების სამკურნალო საშუალებების ძიების მიზნით გრძელდება.