იცოდით, რომ ბრონქებში უცხო სხეული ათიდან 8 შემთხვევაში ხვდება მარჯვენა ბრონქში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცოდით, რომ ბრონქებში უცხო სხეული ათიდან 8 შემთხვევაში ხვდება მარჯვენა ბრონქში

- უმთავრესად რა საგნები შეიძლება აღმოჩნდეს სასუნთქ გზებში?

- უცხო სხეული სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს სიცილის, დაცემინების, უეცარი წამოყვირების წინ უნებლიე ღრმა ჩასუნთქვისას, როცა ხორხის შესავალი ღიაა. იგი ჰაერის ნაკადის საშუალებით წარიტაცება ბრონქში და, ჩვეულებრივ, ჩერდება იმ დონეზე, სადაც ბრონქის დიამეტრი მისი ზომის ტოლია. სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა სხეული, ლურსმნით, ნემსითა და მზესუმზირას მარცვლებით დაწყებული, ცოცხალი ორგანიზმებით (ბუზი, კრაზანა, ჭია, წურბელა) დამთავრებული. განსაკუთრებით ხშირია უცხო სხეულის სასუნთქ გზებში მოხვედრა 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. უმეტესად ესენია მცირე ზომის საგნები, რომლებითაც ბავშვები თამაშობენ, იდებენ პირში და იმავდროულად იცინიან ან ტირიან, წამოიყვირებენ ან ღრმად ამთქნარებენ.

მოზრდილებს ყველაზე ხშირად გადასცდებათ ხოლმე კბილის პროთეზის ფრაგმენტები, ამოვარდნილი კბილის გვირგვინი, პროფესიული საქმიანობისთვის გამოსაყენებელი მცირე ზომის საგნები (ლურსმნები, სარჭები და სხვა). ათიდან 7 შემთხვევაში უცხო სხეული ხვდება ბრონქში, შედარებით იშვიათად - ხორხსა და სასულეში. ბრონქებში უცხო სხეული ათიდან 8 შემთხვევაში ხვდება მარჯვენა ბრონქში, რომელიც ტრაქეის თითქმის პირდაპირი გაგრძელებაა. ეს იწვევს ქოშინს და ხველას. თუ ერთ-ერთი ფილტვი ნორმალურად ფუნქციობს, ქოშინი მკვეთრად არ არის გამოხატული. მთავარი ბრონქებიდან ერთ-ერთის სრული ობტურაციის დროს შეინიშნება ფილტვის ატელექტაზი. მეორე ფილტვი ემფიზემურად ფართოვდება. ზოგჯერ უცხო სხეული სარქვლის როლს ასრულებს: ჩასუნთქვისას ბრონქში ჰაერი თავისუფლად შედის, ხოლო ამოსუნთქვა გართულებულია.

ამ შემთხვევაში ვითარდება ემფიზემა. სასულეში მოხვედრილი უცხო სხეული უმეტესად მოძრავი, ბალოტირებულია. რაც შეეხება ბრონქში მოხვედრილ უცხო სხეულს, თუ მისი ზომა ბრონქის სანათურზე მცირეა, შესაძლოა, მიგრაცია განიცადოს ბრონქიდან ბრონქში. თუ უცხო სხეული ჩაერჭო მთავარ ბრონქში, გამოიწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და სუნთქვის დარღვევას. ამრიგად, უცხო სხეული იწვევს ბრონქის ლორწოვანი გარსისა და კედლის ცვლილებებს კატარული ანთებიდან და შეშუპებიდან ბრონქის კედლის გამრუდებამდე და გახვრეტამდე, რაც, თავის მხრივ, შუასაყრის ემფიზემას ედება საფუძვლად. ფუნქციის დარღვევის კუთხით განსაკუთრებით აგრესიულია ორგანული უცხო სხეულები, რომლებიც ბრონქში დიდხანს დარჩენისას იშლება, ფუვდება (მაგალითად, ლობიო, ბარდა), ახშობს ბრონქის სანათურს და არღვევს ბრონქის კედლის მთლიანობას.

მეორეული გართულებები - დაჩირქება, ატელექტაზი, პნევმოთორაქსი - ვრცელდება ფილტვის ქსოვილსა და პლევრაზე, იწვევს ჩირქოვან პლევრიტს, ფილტვის აბსცესს, ბრონქოექტაზებს. ორგანულმა სხეულებმა, ადგილობრივ გართულებებთან ერთად, დაშლისას მომწამვლელი ნივთიერებების გამოყოფით შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ტოქსემიური დაზიანება და რამდენიმე დღეში - სიკვდილიც კი.

წაიკითხეთ სრულად