/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

შეტევითი სპაზმური ხველა ბრონქების დაზიანებაზე მეტყველებს, ღამით ხველა კი სინუსიტს ახასიათებს

შეტევითი სპაზმური ხველა ბრონქების დაზიანებაზე მეტყველებს, ღამით ხველა კი სინუსიტს ახასიათებს
რა და რა სახის ხველა არსებობს და რა შემთხვევაში მიუთითებს იგი ავადმყოფობაზე?

- პროდუქტიულობის თვალსაზრისით ხველა შეიძლება იყოს მშრალი და სველი (ნახველიანი), ხანგრძლივობის მიხედვით კი მწვავე (ხანმოკლე) და ქრონიკული. მშრალი ხველა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთების საწყის სტადიაში წარმოიშობა.

მშრალი, მყეფავი ხველისას სახმო იოგები ზიანდება და ავადმყოფს ხმის ტემბრი ეცვლება. სველი ხველა მთავრდება ნახველის გამოყოფით, რაც ავადმყოფს შვებას ჰგვრის. ასეთი ხველა ახასიათებს ქრონიკულ პნევმონიას, რომელიც უმთავრესად მოზრდილ ასაკში გვხვდება. ბავშვებში პნევმონია ძირითადად მწვავედ მიმდინარეობს.

შეტევითი სპაზმური ხველა ბრონქების დაზიანებაზე მეტყველებს. მაგალითად, ობსტრუქციული ბრონქიტის ან ბრონქული ასთმის დროს ხველა მსტვენია. ღრმა ჩასუნთქვისას ხველა პლევრის გაღიზიანებაზე მეტყველებს. მას თან სდევს ტკივილი გვერდში, დაზიანებული პლევრის მხარეს.

გახანგრძლივებული (ორ კვირაზე ხანგრძლივი) ხველა გვხვდება ვირუსული ტრაქეობრონქიტის დროს, ასევე - მწვავე რესპირატორული დაავადების გადატანის შემდეგ. ასეთი ხველა ხველის რეცეპტორების ვირუსით გაღიზიანების შედეგია. არსებობს ხველა ფიზიკური დატვირთვის დროს. იგი წარმოიშობა ბრონქული ასთმის დროს ლორწოს გაძლიერებული გამოყოფის გამო. ფსიქოგენური ხველა ბავშვის რეაქციაა ოჯახსა თუ სკოლაში არსებულ სტრესულ სიტუაციებზე. ხშირად მას ტიკის ხასიათი აქვს. საკვების მიღების დროს ხველა ყლაპვის პროცესის დარღვევის ან საყლაპავის არასწორი მუშაობის გამო წარმოიშობა. უკანასკნელ შემთხვევაში ხველას თან სდევს უხვი ქაფიანი ნახველის გამოყოფა. ასეთ დროს საჭიროა საყლაპავის კონტრასტული გამოკვლევა.

ხველა ღამის საათებში სინუსიტს, ადენოიდიტს, ცხვირით სუნთქვის დარღვევას ახასიათებს და მკურნალობას მოითხოვს. პირით სუნთქვის გამო შრება ლორწოვანი გარსები. ლორწო შესაძლოა მოხვდეს ხორხში. საყლაპავ-კუჭის რეფლუქსის დროს ხველა კუჭის შიგთავსის ყელში მოხვედრის შემთხვევაში ვითარდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-უსიცხო ფილტვების ანთება გამოჩნდება თუარა ჩვეულებრივ რენტგენზე?</p>

ბრონქული ასთმის დროს შეტევები გამთენიისას მძაფრდება, ძლიერდება ბრონქოსპაზმი. ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს ნახველი ლორწოვანი და გამჭვირვალეა. დაავადების მწვავედან ქრონიკულ ფორმაში გადასვლისას იგი ჩირქოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. უხვი ნახველი დილის საათებში ბრონქოექტაზიური დაავადების კლასიკური ნიშანია, მწებავი ნახველი კი მუკოვისციდოზის მანიშნებელია. ტუბერკულოზით დაავადებულები უჩივიან მუდმივ (რამდენიმეკვირიან) ხველას ნახველით, ზოგჯერ - სისხლიანი მინარევით.

კომენტარები (7)
ნატო კედელასვილი.
გამარჯობათ მაწუხებს ხველა .ხველა.არის შეტევითი ღამის საათებში ძილში.მაქვს სველი ხველა წებოვანი ნახველით ისეთი სპაზმურია რომ არ ვახველო შეიძლება დავიხრჩე დღეც მემართება ვის უნდა მივმართო და რა არის საჭირო რომ გამოვიკვლიო მადლობა თუ დამეხმარებით.ამ პრობლემის მოგვარებაში.
თარიღი : 16-10-2024
მანონი ხარჩილავა
28წლის ქალს აქვს მშრალი ხველა წლებია რაც ახველებს მნიშვნელობა არ აქვს სეზონს ზაფხულშიც სულ ახველებს უფრო დილა საღამოს როგორ უნდა იმკურნალოს და რაზე უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა და რა წამალი უნდა მიიღოს.
თარიღი : 03-12-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შეტევითი სპაზმური ხველა ბრონქების დაზიანებაზე მეტყველებს, ღამით ხველა კი სინუსიტს ახასიათებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები