ფილტვის ანთება, აბსცესი და პლევრის ღრუში სითხის დაროვება შესაძლოა, ფილტვების ასიმეტრიის მიზეზი გახდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვის ანთება, აბსცესი და პლევრის ღრუში სითხის დაროვება შესაძლოა, ფილტვების ასიმეტრიის მიზეზი გახდეს

ფილტვების ასიმეტრია გამომსახველობითი კვლევების - რენტგენოლოგიური კვლევის ან/და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ვლინდება. ზემოთ განხილული განვითარების ანომალიების გარდა, ასიმეტრიული გამოსახულების მიზეზი შეიძლება გახდეს ფილტვის დაავადებები. მათ შორის აღსანიშნავია:

ფილტვების ანთება - ამ დროს რენტგენოლოგიურად ვლინდება ე. წ. „ჩრდილის“ არსებობა, რაც ფილტვის ქსოვილში ანთებითი უბნის არსებობითაა გამოწვეული. ხშირად, თუ ანთებითი უბანი დიდია და ძალიან ღრმად არ მდებარეობს, პაციენტის ფილტვის მოსმენისას ექიმი ავლენს, რომ სუნთქვა ანთებითი უბნის ადგილზე განსხვავებულია. ფილტვის ანთება ხასიათდება კარგად ცნობილი კლინიკური გამოვლინებით - პაციენტს აქვს ხველა, ნახველის არსებობა, ტემპერატურის მომატება.

ფილტვების ატელექტაზი - ფილტვის ან მისი ნაწილის „ჩაფუშვა“, რაც უმთავრესად ბრონქის დახშობასთანაა დაკავშირებული. როცა ატელექტაზი ფილტვის მცირე, შემოფარგლულ უბანს მოიცავს და თანდათან ვითარდება, შეიძლება სიმპტომები შეუმჩნეველიც კი დარჩეს. დიდი უბნის სწრაფი დაზიანებისას ვითარდება ქოშინი, რომელიც ზოგჯერ ძლიერიც შეიძლება იყოს. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დაჩრდილვის არსებობა ან ფილტვის ქსოვილის არარსებობა. თუ უბანი დიდია, დაზიანებულ არეში სუნთქვა შეიძლება არ მოისმინებოდეს.

ფილტვის აბსცესი - ფილტვის ნეკროზული ინფექცია, რომლის დროსაც ფილტვში ჩირქით სავსე ღრუ ყალიბდება - აღნიშნული დაავადებისას პაციენტს აქვს ცხელება, ხველა დილაობით დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფით, ექიმი გასინჯვისას ავლენს სუნთქვის ცვლილებას, ხიხინს, რენტგენოლოგიურად აღინიშნება სითხის გარკვეული ოდენობის შემცველი ღრუს არსებობა.

ფილტვის სიმსივნეები - ხასიათდებიან სხვადასხვა მდებარეობის წარმონაქმნების არსებობით, რაც ვლინდება კომპიუტერული ტომოგრაფიით, ხშირად რენტგენოლოგიური კვლევითაც.

პლევრის ღრუში სითხის არსებობა - დიდი ოდენობით სითხე იწვევს ფილტვის ქსოვილზე ზეწოლას, რაც ქოშინისა და პაციენტის გასინჯვისას დამახასიათებელი მონაცემების აღმოცენების მიზეზია. დიაგნოზს ადასტურებს რენტგენოლოგიური და კტ კვლევა.