ქოშინი, რომელსაც სახის და მტევნების შესიება ახლავს თან, ალერგიაზე მიგვანიშნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქოშინი, რომელსაც სახის და მტევნების შესიება ახლავს თან, ალერგიაზე მიგვანიშნებს

- კლინიკურად რა ნიშნებით უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა დაავადების დროს აღმოცენებული ქოშინი?

- წესისამებრ, ქოშინი ერთვის ამა თუ იმ დაავადების სხვა სიმპტომებს, რაც კომპლექსურად გაანალიზებისას საშუალებას გვაძლევს, დავსვათ იმ დაავადების სწორი დიაგნოზი, რომელმაც ქოშინი გამოიწვია. მაგალითად: ქოშინი, რომელსაც თან ახლავს სახის, მტევნების შეშუპება, ურტიკარიული გამონაყარი, ალერგიის ნიშანია. ამგვარი ქოშინი განპირობებულია როგორც ლორწოვანის შეშუპებით, ასევე ბრონქოსპაზმითაც. უკანასკნელ შემთხვევაში მას თან ახლავს ტიპური მშრალი, გაფანტული ხიხინი, ფილტვების აქტიური მოძრაობის შემცირება.

ქოშინი, რომელიც ვითარდება ტონზილიტის ფონზე (ტკივილი ხახის არეში, რომელიც ძლიერდება ყლაპვისას, სალივაცია, ჰიპერთერმია), დამახასიათებელია პარატონზილური აბსცესისათვის. დიაგნოზს ამყარებს ობიექტური გასინჯვა, რომლის დროსაც ვლინდება ნუშურების შეშუპება, ჰიპერემია, ლაკუნებში ჩირქოვანი საცობები, ფიბროზული ნადები, ხახის უკანა-გვერდითი და გვერდითი კედლების შესივება. ქოშინი სწრაფად ვითარდება და მძიმდება დიფტერიის დროს. ხახაში ჩნდება მემბრანოზული ნადები, შეშუპება, გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაცია, ჩნდება მიოკარდიტის ნიშნები.

ფილტვის, პლევრის, ტრაქეობრონქული ხის დაავადებებით გამოწვეულ ქოშინს თან ახლავს ზომიერად გამოხატული ციანოზი და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ავადმყოფი იღებს მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე პოზას.

ბრონქული ასთმის დროს ნიშანდობლივია ალერგიის გამომწვევთან (მტვერი, მცენარეები, ბაქტერიები, მედიკამენტები, საკვები, ფიზიკური გადატვირთვა, ამინდის ცვლილება, კლიმატის შეცვლა) კონტაქტი, ვითარდება ხველა ბლანტი, მინისებური და ძნელად ამოსახველებელი ნახველით, ხმაურიანი სუნთქვა, რომელიც შორიდანაც ისმის, ავადმყოფი იღებს იძულებით - მჯდომარე, ხელებზე დაყრდნობილ - პოზას.

პნევმონიის, ბრონქიტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ქოშინის გამომწვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა. შესაძლოა, განვითარდეს ყოველგვარი მიზეზის გარეშეც. სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს, ვითარდება ხველა მოყვითალო-მომწვანო სქელი, წებოვანი ნახველით.

ფილტვის კიბოს დროს ქოშინი აღმოცენდება როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაშიც, ახასიათებს ტემპერატურული რეაქცია 38 გრადუსამდე, მშრალი ხველა ან ხველა მცირე რაოდენობის ნახველით, სისხლიანი ხველა, ქოშინის შეტევის დროს სახეზე წითელი ლაქები (ალები), წონის მკვეთრი კლება.

პნევმოთორაქსის (პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვების) დროს ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრმა მოძრაობამ, ხველებამ, სიმძიმის აწევამ. ამ დაავადებას ახასიათებს უეცარი დასაწყისი, ტკივილი გულმკერდის არეში, კანის სილურჯე, გულისცემის გახშირება.

ფილტვების აბსცესის დროს აღინიშნება უგუნებობა, სისუსტე, უმადობა, შემცივნება, ხველა მშრალი ან მცირე რაოდენობის ნახველით, გულმკერდის ტკივილი, ცხელება, რომელიც დასაწყისში რემისიულია, შემდეგ კი შეიძლება ჰექტიური გახდეს.

პნევმოკონიოზისთვის (ფილტვების ქრონიკული პროფესიული დაავადებაა) დამახასიათებელია ტრიადა: ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში და ხველა. პნევმოკონიოზის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული ფაქტორი.

ექსუდაციური პლევრიტის დროს ქოშინი წამყვანი ჩივილია, როდესაც ხდება ექსუდატის მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვება. ხშირად ქოშინს თან ახლავს ცხელება, ციანოზი.