უცხო სხეული ბრონქსა და სასულეში - კლინიკური სურათი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცხო სხეული ბრონქსა და სასულეში - კლინიკური სურათი

- როგორია კლინიკური სურათი ბრონქსა და სასულეში უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ და მისი დინამიკა?

- უცხო სხეულმა, რომელიც არ ახშობს ბრონქის სანათურს, შესაძლოა არავითარი კლინიკური სიმპტომი არ გამოიწვიოს. ეს უმთავრესად უცხო სხეულის გვარობასა და ზომაზეა დამოკიდებული. სასულეში ბალოტირებადი უცხო სხეული ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს, რომლებსაც თამაშის დროს გადასცდებათ ხოლმე მძივი, პარკოსნები ან სხვა მცირე ზომის საგნები. ეს შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეთ უფროსებს და გამოვლინდეს მხოლოდ ნაკეცებს შორის სივრცეში უცხო სხეულის უეცარი ჩაჭედვით: ბავშვი ამ დროს ლურჯდება, გონს კარგავს, ეცემა და რამდენიმე წამი გაუნძრევლად რჩება.

ამ დროს ხდება სპაზმურად შეკუმშული კუნთების რელაქსაცია, უცხო სხეული თავისუფლდება და ისევ ხვდება ტრაქეის სანათურში. ბავშვი გონს მოდის, ნორმალური სუნთქვა აღუდგება და აგრძელებს თამაშს. ასეთ შეტევებს ზოგჯერ ეპილეფსიად ან სპაზმოფილიად განიხილავენ, რეალური მიზეზი კი შესაძლოა დაკვირვებითი ფიზიკალური გამოკვლევის დროსაც ვერ დაადგინონ, თუმცა აუსკულტაციით ისმინება დამახასიათებელი ხმაური, რომელსაც იწვევს უცხო სხეულის მოძრაობა ფორსირებული სუნთქვის დროს, ანდა ტარდება ტრაქეოსკოპია, რომლის შედეგადაც იღებენ კიდეც უცხო სხეულს. ამასთან, ბალოტირებადი უცხო სხეულის არსებობით გამოწვეული შეტევა ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვი წვება გულაღმა, გადადის ყირაზე, ერთი სიტყვით, მოძრაობითი თამაშის დროს. ბრონქებში უცხო სხეული ძირითადად ჩაჭედილია, უმოძრაო, და ამას პაციენტი საკმაოდ მსუბუქად იტანს.

პათოლოგიური ნიშნები ვლინდება მხოლოდ ბრონქის მეორეული ინფიცირების შემთხვევაში. აღმოცენდება ტკივილი გულმკერდის არეში, თავდაპირველად ხველა მშრალია, შემდეგ იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, ზოგჯერ - სისხლნარევისაც. ინფიცირების სტადიისთვის დამახასიათებელია ძლიერი ხველა დიდი რაოდენობის ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისპნოე, სისხლში ანთებისთვის ნიშნეული ცვლილებები.

ეს ნიშნები უცხო სხეულის ირგვლივ ქსოვილების მეორეულ ანთებაზე მიუთითებს. ქსოვილები შეშუპებულია, ინფილტრირებული, და უცხო სხეულს ნაზარდი გრანულაციური ქსოვილი შემოსაზღვრავს. ამგვარი მოვლენები ხშირად უცხო სხეულის დიაგნოსტირებას ართულებს, ხოლო ნაკლებად კონტრასტული სხეულის არსებობისას ძნელდება რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკაც.

წაიკითხეთ სრულად