ფილტვების ანთების ერთ-ერთი ნიშანი მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი საშუალებების უეფექტობაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების ანთების ერთ-ერთი ნიშანი მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი საშუალებების უეფექტობაა

პნევმონიის ძირითად სიმპტომს წარმოადგენს ხველა, რომელიც დაავადების დასაწყის სტადიაში მშრალი, შემაწუხებელი და მუდმივია, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ იშვიათიც იყოს. ანთების განვითარებასთან ერთად ხველა სველი ხდება, გამოიყოფა ლორწოვან-ჩირქოვანი (მოყვითალო-მომწვანო ფერის) ნახველი.

ნებისმიერი გაციება 7 დღეზე მეტხანს არ გრძელდება. მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მწვავე რესპირატორული დაავადების ან გრიპის დაწყებიდან მე-4-7 დღეს ქვედა სასუნთქ გზებში ანთებით პროცესზე მიუთითებს. სხეულის ტემპერატურა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს და 39-400С-ს აღწევდეს, თუმცა ატიპური პნევმონიისას სუბფებრილური - 37,1-37,50С რჩება. ამიტომ დაბალი სიცხის, ხველისა და სისუსტის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ. საგანგაშოა ვირუსული ინფექციის მიმდინარეობისას მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ტემპერატურის ხელმეორედ აწევა.

ფილტვების ანთების ერთ-ერთი ნიშანი მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი საშუალებების უეფექტობაა.

პნევმონიის ნიშანი შესაძლოა ღრმა ჩასუნთქვისას ტკივილი და ხველა იყოს. ფილტვების ანთებას ტკივილი არ ახლავს, რადგანაც ფილტვში ტკივილის რეცეპტორები არ არის, მაგრამ პროცესში პლევრის ჩართვა გამოხატული ტკივილის სინდრომს იძლევა. გარდა გაციების სიმპტომებისა, აღინიშნება ქოშინი და კანის სიფერმკრთალე.

ზოგადი სისუსტე, გაძლიერებული ოფლიანობა და მადის დაქვეითება ინტოქსიკაციასა და ფილტვებში ანთებითი პროცესის დასაწყისს ახასიათებს. ასეთი სიმპტომების გამოვლენა გაციებისას ან მდგომარეობის გაუმჯობესებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა პნევმონიის პირველი ნიშნები აღმოჩნდეს.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სრული გამოკვლევების ჩატარება: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, აუცილებლობის შემთხვევაში - კომპიუტერული ტომოგრაფია, ნახველის გამოკვლევა, ანტიბიოტიკებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრა, ნახველის კვლევა ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამოსავლენად.

პნევმონიის ძირითადი ნიშნები ბავშვებში

ბავშვებში პნევმონიის მიმდინარეობა რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. სხეულის ტემპერატურა 380С-ზე მაღალია, გრძელდება სამ დღეზე მეტხანს და არ ემორჩილრება სიცხის დამწევ საშუალებებს. პატარებში სხეულის ტემპერატურა შესაძლოა 37,50С-ს არ აღემატებოდეს. ამასთან, ვლინდება ინტოქსიკაციის ყველა ნიშანი - სისუსტე, ჭარბი ოფლიანობა, მადის დაქვეითება. მცირეწლოვან ბავშვებში (ისევე როგორც ხანდაზმულებში) ტემპერატურული ტალღები ზოგჯერ არ აღინიშნება, რაც თერმორეგულაციის არასრულყოფილებასა და იმუნური სისტემის უმწიფრობას უკავშირდება.