ჰოსპიტალური პნევმონიის რისკ-ფაქტორები, გამომწვევი ფაქტორები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰოსპიტალური პნევმონიის რისკ-ფაქტორები, გამომწვევი ფაქტორები და მკურნალობა

ჰოსიტალური პნევმონია, როგორც წესი, გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვინაიდან მისი გამომწვევები უფრო აგრესიულები არიან, უფრო მეტად არიან რეზისტენტულები (მდგრადები) ანტიბიოტიკების მიმართ და შესაბამისად, ძნელად ემორჩილებიან მკურნალობას.

ჰოსპიტალური პნევმონიის რისკფაქრორები

პნევმონიის რისკი ყველაზე მაღალია იმ ჰოსპიტალიზებულებთან, რომელთაც აქვთ მძიმე დაავადება და რაიმე მიზეზით სჭირდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

სხვა რისკფაქტორებია:

  • ახლო წარსულში ანტიბაქტერიული მკურნალობა;
  • თანმხლები დაავადებები;
  • ფილტვის, გულის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
  • 70 წელზე მეტი ასაკი;
  • ქირურგიული ჩარევა გულმკერდის ან მუცლის ღრუზე;
  • პროტონული პუმბოს ინჰიბიტორების (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესომეპრაზოლი და სხვა) გამოყენება;
  • გამოფიტვა.

მიკროორგანიზმები, რომლებიც ჯანმრთელების პნევმონიას არ იწვევენ, შეიძლება ჰოსპიტალიზებულთა დაავადების მიზეზი გახდნენ, რადგანაც ასეთი პაციენტების უდიდეს ნაწილს იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს და სათანადოდ ვეღარ იცავს ორგანიზმს პათოგენებისაგან.

ჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევები

ჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევი დამოკიდებულია საავადმყოფოში გავრცელებულ მიკროორგანიზმებსა და პაციენტის დაავადებებზე. უხშირესად სტაციონარში აღმოცენებული პნევმონიის მიზეზია:

  • streptococcus pneumonia – პნევმოკოკი;
  • staphylococcus aureus meticilin - რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ჩათვლით;
  • გრამუარყოფითი ბაქტერიები - ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირი (Pseudomonas aeruginosa) და ჰემოფილური ჩხირი (Haemophilus influenzae);
  • ნაწლავის სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები.

მეტიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები ხშირად მდგრადია სხვადასხვა ანტიბიოტიკისადმი.

როგორ ვლინდება ჰოსპიტალური პნევმონია

ჰოსპიტალური პნევმონიის სიმპტომები არ განსხვავდება ამბულატორიული პნევმონიის გამოვლინებისაგან, თუმცა, მისი გამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგანაც პაციენტთა უმეტესი ნაწილი არის ხანშიშესული, მართვით სუნთქვაზე, მძიმედ დაავადებული, დემენციის მქონე და მათ უჭირთ ისეთი სიმპტომების აღწერა, როგორებიცაა სისუსტე, ქოშინი, ტკივილი გულმკერდში. პნევმონიაზე ეჭვს ბადებს მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გახშირება და გულისცემის აჩქარება. ასაკოვნებს შეიძლება დაემატოთ გონების დაბინდვა, უმადობა, აგზნება, უნებლიე შარდვა.

რას ემყარება პნევმონიის დიაგნოზი

პნევმონიის დიაგნოზის დასადგენად ექიმი გულდასმით სინჯავს პაციენტს - უსმენს ფილტვს და ნიშნავს ფილტვების რენტგენოგრაფიას. ხშირად იგეგმება ლაბორატორიული კვლევები - სისხლისა და ნახველის გამოკვლევა.

როგორ მკურნალობენ პნევმონიას

პნევმონიის მკურნალობის მიზნით ინიშნება:

  • ანტიბიოტიკები - ბაქტერიული პნევმონიის დროს ისინი ინიშნება სავარაუდო გამომწვევის გათვალისწინებით;
  • სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები;
  • ზოგჯერ საჭიროა სითხის შევსება და პაციენტისათვის ჟანგბადის მიწოდება.

როცა პაციენტი მწეველი ან ხანშიშესულია, მისი სრული გამოჯანმრთელების დასადასტურებლად ხშირად საჭირო ხდება განმეორებითი რენტგენოგრაფია მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირის შემდეგ.

ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია პნევმონიის მკურნალობა შინ, თუმცა, ზოგჯერ აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა - ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია საჭიროა, როცა:

  • პაციენტი ძალიან პატარაა ან ძალიან ხანშიშესულია;
  • პაციენტს აქვს სერიოზული დაავადება (მაგალითად, სიმსივნე);
  • დაავადების მიმდინარეობა მძიმეა.

როგორ ავიცილოთ პნევმონია

დაავადების თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია:

  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;
  • ვაქცინაცია (აცრა) გრიპის წინააღმდეგ;
  • პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხის განხილვა ექიმთან. აღნიშნული ვაქცინაცია რეკომენდებულია 6 წლის ასაკამდე, 65 წლის ზემოთ, თანმხლები დაავადებების არსებობისას.