ასთმის სიმპტომების შემამსუბუქებელი ბუნებრივი გზები
თუმცა, არსებობს გზები, რომლებიც წამლებთან ერთად სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმრებათ.
ესპრესო
როდესაც გახველებთ, ან ხიხინი და სუნთქვის გაძნელება გაწუხებთ, ინჰალატორი გესაჭიროებათ, თუმცა მსუბუქი და საშუალო ასთმის სიმპტომებს შესაძლებელია კოფეინის შემცველი სასმელებითაც გაუმკლავდეთ.
კოფეინი სუსტი ბრონქოდილატატორია, ანუ სასუნთქ გზებს ოდნავ ხსნის. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ის ფილტვების მუშაობას აუმჯობესებს, მიღებიდან 4 საათის განმავლობაში.
ორთქლი
ასთმიანი პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ თბილს ჰაერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
ორთქლის აბაზანები ზედმეტი ლორწოს მოცილებაში დაგეხმარებათ, რომელიც სუნთქვას ართულებს.
გაფრთხილება: ზოგიერთი პაციენტი თვლის, რომ სიცხე მათ სიმპტომებს აუარესებს, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ, თქვენ როგორ რეაგირებთ ტემპერატურულ მატებაზე.
სანელებლები
ნიორს და ჯანჯაფილს (კოჭა) ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ, ამიტომ მათი კვების რაციონში შეტანა, შესაძლებელია ასთმის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმაროთ.
ხშირად მიირთვით ჯანჯაფილის ჩაი და დღეში 1 კბილი ნიორი. შეგიძლიათ ისინი სხვადასხვა საკვების შესანელებლად თამამად გამოიყენოთ.
დეკომპრესია
როდესაც სტრესს განიცდით, თქვენი კუნთები დაძაბული და დაჭიმულია, მათ შორის მკერდის კუნთებიც.
დაძაბულობის მოხსნა კი ასთმის სიმპტომების შემსუბუქებას უზრუნველჰყოფს.
იოგა და მედიტაცია შესანიშნავი საშუალებებია თავი დააღწიოთ სტრესს, კუნთების დაძაბულობას და შესაბამისად, ასთმურ შეტევებს.
ერთ-ერთი კვლევა მიუთითებს, რომ ასთმიან პაციენტებს სიმპტომების და დაავადების კონტროლში უძველესი ჩინური საბრძოლო ხელოვნება - ტაი ჩი ეხმარება.
განაგრძეთ მოძრაობა
ვარჯიში ფილტვებს აძლიერებს, თუმცა ცივ ამინდში გარეთ ვარჯიშმა შესაძლებელია ასთმის სიმპტომების პროვოცირება გამოიწვის. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, შეარჩიეთ შესაბამისი მედიკამენტები და უსაფრთხო ვარჯიშის პროგრამა.
ეცადეთ სიარული და სირბილი ერთმანეთს შეუთავსოთ. ცივ ამინდში ვარჯიშისას პირი და ცხვირი დაიფარეთ, ან უკეთესი იქნება ვარჯიში შენობაში განაგრძოთ.
ცისარტყელა თქვენი კვების რაციონში
მიირთვით ფერადი ხილი და ბოსტნეული. ისინი ანტიოქსიდანტებით არიან მდიდარი, შეიცავენ ბეტა-კაროტინს, C და E ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმში, მათ შორის ფილტვებში ანთებით პროცესებს ებრძვიან.
პროდუქტების არჩევისას ყურადღებით იყავით სულფიტებთან- კონსერვანტის ტიპი, რომელიც ასთმის სიმპტომებს იწვევს.
სულფიტების ვხვდებით ღვინოში, ჩირში, მწნილებსა და კრევეტებში.
მიეფიცხეთ მზის სხივებს
ასთმის მქონე ადამიანებს(განსაკუთრებით მძიმე ფორმებში) ხშირად D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებათ.
აუცილებლად შეიმოწმეთ D ვიტამინის დონე, დეფიციტის შემთხვევაში კი მიირთვით რძე, კვერცხი, ორაგული და სხვ.
არ დაგავიწყდეთ დილის საათებში მზესაც მიეფიცხოთ, მზის სხივები ხომ D ვიტამინს გამოიუმუშავებენ. მზეზე გასვლამდე აუცილებლად დაიტანეთ კანზე მზისგან დამცავი საშუალება.
ღრმა სუნთქვა
სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები ფილტვების მუშაობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ტუჩებით სუნთქვა ერთ-ერთი შესანიშნავი ვარჯიშია. ჩაისუნთქეთ ცხვირით, შემდეგ ამოისუნთქეთ ორჯერ, ნელა წინ წარზიდული ტუჩებით.
სასარგებლოა დიაფრაგმული სუნთქვაც.
აკონტროლეთ წონა
მკერდსა და მუცელზე ზედმეტმა ცხიმმა შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს. ცხიმოვანი უკრედები სასუნთქი გზების ანთებასაც იწვევენ.
ალერგია
ასთმის მქონე ადამიანებს ალერგია აწუხებთ. მიმართეთ ალერგოლოგს და დააზუსტეთ ის ალერგენები, რომლებიც ასთმის სიმპტომებს იწვევენ.