ხველის დროს ძალიან კარგია ადუღებული, შაქრით ან თაფლით დამტკბარი თალგამის წვენი.
კვერცხის გულებს კარგად შეათქვიფეთ შაქარი და დაამატეთ ცოტაოდენი რომი ან კონიაკი. მიიღეთ უზმოზე, დღეში რამდენჯერმე.აიღეთ თალგამის ან სტაფილოს წვენი, დაამატეთ იმავე ოდენობის რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.
აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ.
აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი და გაფცქვნილი მწარე ნუში, ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცხელი რძეც.
ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად რეკომენდებულია თაფლით შეზავებული წითელი მოცვის სიროფი.
ტუბერკულოზის დროს აიღეთ 2 კვერცხის გული, 2 ს. კ. შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 50 გ უმარილო კარაქი ან ღორის მუცლის ქონი, კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ორლიტრიან ქილაში, დაასხით ადუღებული რძე, შემდეგ აიღეთ 5 კვერცხის ნაჭუჭი, ტაფაზე გამოაშრეთ, დაფქვით, გაცერით და ქილაში ჩასხმულ ნარევს დაუმატეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.