ბრონქის გახეთქვა - რა საფრთხე ემუქრება ფილტვებს და ადამიანის სიცოცხლეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქის გახეთქვა - რა საფრთხე ემუქრება ფილტვებს და ადამიანის სიცოცხლეს

- როგორია კლინიკური სურათი ბრონქის გახეთქვის დროს?

- მსხვილი ბრონქების გახეთქვისას დროული დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამაზეა დამოკიდებული ფილტვის ბედი და ზოგჯერ ავადმყოფის სიცოცხლეც. ბრონქის გახეთქვისას შეინიშნება ხრტილის მთლიანობის დარღვევა.

თავად ბრონქის დაზიანების კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ძალიან მწირი. მხოლოდ ტრავმის მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ვიეჭვოთ ბრონქის დაზიანება ფილტვის მყარი ატელექტაზის გამო.

ტრავმის შემდეგ კლინიკურ სურათში დომინირებს შუასაყრის მკვეთრად მზარდი ემფიზემა, რომელიც ვრცელდება კისრის, თავის და ხერხემლის მთელი ზედა ნახევრის კანქვეშ, ანდა ვითარდება სარქვლოვანი პნევმოთორაქსი.

ხშირად ორივე გართულება ერთდროულად შეინიშნება. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად და პროგრესულად უარესდება სუნთქვის უკმარისობის, შუასაყრის სისხლძარღვებზე ზეწოლის, გულის გადანაცვლების და სხვა მიზეზთა გამო.

მსხვილი ბრონქების გახეთქვისას, როგორც ადრეულ, ისე მოგვიანებით პერიოდში, დიაგნოზის დასადგენად მეტად მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის ბრონქოსკოპიული გამოკვლევა. ის საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ დაზიანების ხასიათი და ლოკალიზაცია.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- დახურული ტრავმის დროს, რომელიც მსხვილი ბრონქული ღეროს დაზიანებასთან არის დაკავშირებული, პირველ საათებში მკურნალობა მიმართული უნდა იყოს მედიასტინალური ემფიზემისა და სარქვლოვანი პნევმოთორაქსის კუპირებისკენ, რადგან ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.

საჭიროა პლევრის ღრუს დრენირება. პნევმოთორაქსის დროს პლევრის ღრუს დრენირების შემდეგ შუასაყრის ემფიზემა ხშირად ნელ-ნელა მცირდება.

პარალელურად უნდა განხორციელდეს სათანადო სამკურნალო ღონისძიებები. რენტგენოლოგიური და ბრონქოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ადასტურებს ბრონქის გახეთქვის დიაგნოზს, ზოგადი გაუტკივარების თანხლებით იკერება დეფექტი, ხდება პლევრის ღრუს დრენირება.