"თავად ფილტვმა ტკივილი არ იცის. თუ გტკივა, მაშინ საეჭვოა მშრალი პლევრიტი" - რას უჩივის პლევრიტით დაავადებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"თავად ფილტვმა ტკივილი არ იცის. თუ გტკივა, მაშინ საეჭვოა მშრალი პლევრიტი" - რას უჩივის პლევრიტით დაავადებული

- ფილტვის დაავადებებს ტკივილი ყოველთვის სდევს თან?

- თავად ფილტვმა ტკივილი არ იცის. თუ გტკივა, მაშინ საეჭვოა მშრალი პლევრიტი - პლევრის მშრალი ანთება. ტკივილს ამ დროს პლევრის ფურცლების ერთმანეთზე ხახუნი იწვევს. საზოგადოდ, ტკივილის მოხსნა განკურნების მანიშნებელია, პლევრიტის შემთხვევაში კი ეს ნიშანი ყოველთვის როდი მეტყველებს გამოჯანმრთელებაზე - შესაძლოა, ის იმის მაუწყებელი იყოს, რომ მშრალი პლევრიტი ექსუდაციურში გადავიდა ანუ პლევრის ფურცლებს შორის სითხე დაგროვდა. ამ დროს ისინი ერთმანეთს აღარ ეხახუნება და ტკივილიც ქრება.

- რას უჩივის პლევრიტით დაავადებული?

- მშრალი პლევრიტი, წესისამებრ, მწვავედ იწყება. ავადმყოფები უჩივიან გულმკერდის ტკივილს, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის, ხველების, ცემინებისა და მოძრაობის დროს.

ამ დროს ტკივილი უმთავრესად ფიბრინული ნადების ზონაში ლოკალიზდება. ზოგჯერ აღინიშნება მშრალი ხველა, სუბფებრილური (38 0ჩ-მდე) ტემპერატურა. თუ ავადმყოფს კარგად დავაკვირდებით გულმკერდზე, შევამჩნევთ, რომ დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. ამ სიმპტომებს შესაძლოა ერთვოდეს ძირითადი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

ფონენდოსკოპში ამ დროს ისმის პლევრის ხახუნი, რაც მშრალი პლევრიტისთვის არის დამახასიათებელი, სისხლში ანთებისთვის ნიშნეული ცვლილებები შეიმჩნევა (მომატებულია ედსი და ლეიკოციტოზი). რენტგენოგრამაზე მშრალი პლევრიტის შემთხვევაში საგულისხმო ცვლილებები არ არის გამოხატული.

ექსუდაციური პლევრიტის დროს ავადმყოფები უჩივიან გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ - მშრალ ხველას. თუ პლევრაში სითხის ჩადგომას წინ უძღოდა პლევრის ფურცლების ფიბრინული ანთება - მშრალი პლევრიტი, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ტკივილით მიმდინარეობს, მაშინ სითხის ჩადგომასთან ერთად ტკივილი შესუსტდება ან გაქრება.

ხშირად ამ დაავადებას თან სდევს ცხელება. თუ ექსუდატი მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვდა, წამყვანი სიმპტომი ხდება ქოშინი. ავადმყოფს უჭირს სუნთქვა (სუნთქავს გახშირებით, ზერელედ). დიაგნოსტიკისთვის წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენულ კვლევას, ულტრაბგერით (ექოსკოპია) გამოკვლევასა და პლევრის ღრუს პუნქციას.

ექსუდატის დაჩირქების შემთხვევაში ვითარდება ჩირქოვანი პლევრიტი - პლევრის ემპიემა. ამ დროს ავადმყოფის მდგომარეობა შესამჩნევად მძიმდება, ტემპერატურა იმატებს, ხშირად - საგრძნობლადაც. ავადმყოფს ამცივნებს, ინტოქსიკაციის ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული. ექსუდაციური პლევრიტის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ძირითად დაავადებაზე. სეროზული ექსუდატი, ჩვეულებრივ, ადვილად გაიწოვება და პლევრის ფურცლებს შორის შეხორცებები ვითარდება. შეხორცება განსაკუთრებით ხშირია პლევრის ემპიემის დროს.

- რას ითვალისწინებს პლევრიტის მკურნალობა?

- მშრალი პლევრიტის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების (ტუბერკულოზი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი და სხვა) ლიკვიდაციისკენ. პარალელურად უნდა წარიმართოს სიმპტომური მკურნალობა ანალგეტიკებით (ტკივილის მოსახსნელად) და ხველის შემასუსტებელი პრეპარატებით.