როგორ დგინდება ხველის მიზეზი და დიაგნოსტირების რა საშუალებები არსებობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დგინდება ხველის მიზეზი და დიაგნოსტირების რა საშუალებები არსებობს

და ვცდილობთ, ეს სიმპტომი ხალხური საშუალებებით თუ ჩვეულებრივი მედიკამენტებით მოვიცილოთ.

- როგორ სვამენ ქრონიკული ხველის გამომწვევი დაავადების დიაგნოზს?

- ექიმი პაციენტს სრულყოფილად სინჯავს და ზოგ შემთხვევაში აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე გამოკვლევას. მათ შორის:

გულმკერდის რენტგენოგრაფიას - მისი მეშვეობით ვადგენთ ფილტვში ანთებითი პროცესის არსებობას, ვავლენთ წარმონაქმნს, ვაზუსტებთ, არის თუ არა პლევრის ღრუში სითხე;

კომპიუტერულ ტომოგრაფიას - ის ზოგჯერ საჭიროა რენტგენოგრაფიით აღმოჩენილი ცვლილებების ხასიათის დასაზუსტებლად. ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა სინუსიტის შემთხვევაშიც;

ნახველის ლაბორატორიულ (მიკროსკოპიულ, ბაქტერიოლოგიურ) გამოკვლევას. ის საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ნახველში არსებული უჯრედები და გამოვავლინოთ მიკროორგანიზმები. გარდა ამისა, ტარდება ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრაც, რაც სათანადო ანტიბიოტიკის შერჩევაში გვეხმარება;

სპირომეტრიას - სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით ფილტვის სუნთქვითი ფუნქციის შეფასებას. ამ გამოკვლევის მეშვეობით ვადგენთ სასუნთქი გზების ობსტრუქციის (სპაზმური შევიწროების) არსებობა-არარსებობას;

ბრონქოსკოპიას - სპეციალური ხელსაწყოთი ბრონქების სანათურის დათვალიერებას.