რატომ და როგორ ვლინდება პნევმოსკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ და როგორ ვლინდება პნევმოსკლეროზი

ამ დროს ფილტვში ანთებითი ან დისტროფიული პროცესის შედეგად იზრდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც არღვევს დაზიანებული უბნის ელასტიკურობას და აირთა ცვლას. ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იწვევს ბრონქების დეფორმაციას და ფილტვის ქსოვილის შეჭმუხვნასა და გამსხვილებას.

პნევმოსკლეროზი შეიძლება აღმოცენდეს ფილტვების სხვადასხვა დაავადებისა და დაზიანების დროს. მაგალითად, კეროვანი პნევმოსკლეროზი შეიძლება განვითარდეს ფილტვის აბსცესის ან ტუბერკულოზის შედეგად. ბრონქებში ქრონიკული ჩირქოვანი პროცესის (მაგალითად, ბრონქოექტაზიის) დროს დაზიანებული ბრონქის ირგვლივ ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქსოვილის ცვლილება - პერიბრონქული სკლეროზი. პნევმოსკლეროზის მიზეზად შეიძლება იქცეს ჩვეულებრივი პნევმონია, რომლის შედეგად ფორმირდება კეროვანი პნევმოსკლეროზის განსაკუთრებული ფორმა - კარნიფიკაცია.

დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხშირი გაციება, აგრეთვე - ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა. პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს ფილტვის ქსოვილის მექანიკური (ჭრილობა) დაზიანების შედეგიც

. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ბრონქულ ხეში უცხო სხეულის მოხვედრამაც. ამრიგად, პნევმოსკლეროზის განვითარებას მრავალი მიზეზი აქვს: პნევმონია, პნევმოკონიოზი, ბავშვთა ინფექციები (წითელა, ყივანახველა), მავნე, შხამიანი ნივთიერებების ჩასუნთქვა და ფილტვების დაბინძურება, ქრონიკული ბრონქიტი ხშირი გამწვავებით, ბრონქოექტაზია. გარდა ამისა, პნევმოსკლეროზი შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში ჰემოდინამიკის დარღვევის შედეგადაც, მაგალითად, მარცხენაპარკუჭოვანი გულის უკმარისობის, მიტრალური სტენოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (განსაკუთრებით - მორეციდივე ფორმის) დროს.

პნევმოსკლეროზი შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე მაიონიზებელმა გამოსხივებამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომლებიც ტოქსიკურ პნევმოტროპულ ეფექტს ახდენს. პნევმოთორაქსი ასევე შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და კუჭის შიგთავსის ასპირაციის შედეგად. ბოლო ხანს გაიზარდა პნევმოსკლეროზის განვითარებაში ვირუსებით, მიკოპლაზმით, რიკეტსიებით, პნევმოცისტებით, ლეგიონელებითა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული პნევმონიის როლი.

ასეთი პნევმონიები აღენიშნებათ ხანდაზმულებს, აგრეთვე - პირებს, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნოლოგიური რეაქტიულობა. ამ შემთხვევაში ანთებითი პროცესის სრული ალაგება არ ხდება, ამასთან, ფილტვის დაზიანებულ უბანში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, ობლიტერირდება ალვეოლის სანათური.

ჩივილები

ლოკალური, კეროვანი პნევმოსკლეროზი კლინიკურად შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს სუსტ ხველას ნახველით. გასინჯვისას ზოგჯერ შეინიშნება გულმკერდის ჩაზნექა დაზიანებულ მხარეს. დიფუზური პნევმოსკლეროზის მუდმივი ნიშანია ქოშინი, რომელსაც ხშირად პროგრესირების ტენდენცია ახასიათებს. საწყის სტადიაში ქოშინი შესაძლოა აღმოცენდეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, მოგვიანებით კი მოსვენების დროსაც.

პნევმოსკლეროზს ყოველთვის ახლავს თან ქრონიკული ბრონქიტის მოვლენები, ამიტომ პაციენტები უჩივიან ხველას, თავდაპირველად - იშვიათად, მხოლოდ დილაობით, მერე და მერე ხველა ხშირდება და უფრო შეუპოვარი ხდება. ამოხველებისას ადრეულ სტადიებში გამოიყოფა ლორწოვანი ნახველი, ხოლო მოგვიანებით - ჩირქოვანი.

არ არის გამორიცხული ყრუ ტკივილი გულმკერდის არეში, წონის დაკლება, ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა. ფილტვების ელასტიკურობის დაქვითების გამო გაძნელებულია ჩასუნთქვა, ხოლო ჰიპოქსია, რომელიც თანდათანობით ღრმავდება, იწვევს პნევმოსკლეროზის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშნის - ციანოზის ჩამოყალიბებას. დაავადების პროგრესირება იწვევს ფილტვ-გულის უკმარისობას, ციანოზს, კისრის ვენების დაბერვას, ქოშინს.