რა დაავადებაა ბრონქოექტაზია - როგორი კლინიკური ნიშნებით ვლინდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებაა ბრონქოექტაზია - როგორი კლინიკური ნიშნებით ვლინდება

- ბატონო რობერტ, რა პათოლოგიაა ბრონქოექტაზიული დაავადება?

- ეს ტერმინი ჩვენში რუსულენოვანი სამედიცინო ლიტერატურის გავლენით დამკვიდრდა. გაცილებით მართებული იქნება, თუ ამ დაავადებას ბრონქოექტაზიას ვუწოდებთ. ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა

მისთვის დამახასიათებელია ბრონქების შეუქცევადი გაგანიერება (ბრონქოექტაზი, ბრონქოექტაზები) და გაგანიერებული ბრონქების ქრონიკული ბაქტერიული ანთება. ბრონქოექტაზი - ბრონქის სანათურის სეგმენტური გაფართოებაა, რომელსაც ბრონქის სტრუქტურული ელემენტების ანთების, დისტროფიის, სკლეროზის ან ჰიპოპლაზიის გამო განვითარებული ნერვკუნთოვანი ტონუსის დარღვევა ან დესტრუქცია განაპირობებს. დაავადება უპირატესად 5-დან 25 წლამდე ასაკის პირებს ემართებათ. ამასთანავე, უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან.

- როგორია დაავადების მიმდინარეობა? რას უჩივის ავადმყოფი ამ დროს?

- განასხვავებენ დაავადების შემდეგ სტადიებს: მსუბუქს, გამოხატულს, მძიმესა და გართულებულს. პროცესის გავრცელების კვალობაზე, გამოყოფენ ცალმხრივ და ორმხრივ ბრონქოექტაზებს. ბრონქოექტაზიის მთავარი სიმპტომია ნახველიანი ხველა, რომელიც შედარებით ძლიერია დილაობით, ახალგაღვიძებულზე, წამოდგომისას, და პაროქსიზმული ხასიათისაა.

ნახველის ოდენობა დღე-ღამეში შესაძლოა 20-30-დან 100-200 მლ-მდე და მეტიც იყოს. ზოგჯერ ავადმყოფი მას სავსე პირით გამოყოფს. ნახველს ხშირად აქვს ცუდი სუნი. ქილაში დგომისას ის ზოგჯერ 3 შრედ ილექება. შესაძლოა, ერიოს სისხლიც.

ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენა ფილტვებიდან, რაც ჩირქოვანი ნახველის გარეშე მიმდინარე, ე.წ. მშრალი ბრონქოექტაზიის ერთადერთი სიმპტომია. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია უქეიფობა, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, რომელიც უმეტესად სუბფებრილურია, ოფლიანობა, ზოგჯერ - ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ციანოზი.

- ვითარდება თუ არა ცვლილებები და გართულებები სხვა ორგანოების ან სისტემების მხრივ და როგორია ეს ცვლილებები?

- ავადმყოფს შესაძლოა განუვითარდეს კომბლისებრი თითები, საათის მინის ფორმის ფრჩხილები და სხვა. პნევმოფიბროზისა და ფილტვების ემფიზემის შემთხვევაში მოსალოდნელია გულმკერდის დეფორმაცია.

წაიკითხეთ სრულად