რა დაავადებაა ბრონქოექტაზია - როგორი კლინიკური ნიშნებით ვლინდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რა დაავადებაა ბრონქოექტაზია - როგორი კლინიკური ნიშნებით ვლინდება

რა დაავადებაა ბრონქოექტაზია - როგორი კლინიკური ნიშნებით ვლინდება
გვესაუბრება გულმკერდის ქირურგი რობერტ გობეჩია. - ბატონო რობერტ, რა პათოლოგიაა ბრონქოექტაზიული დაავადება?

- ეს ტერმინი ჩვენში რუსულენოვანი სამედიცინო ლიტერატურის გავლენით დამკვიდრდა. გაცილებით მართებული იქნება, თუ ამ დაავადებას ბრონქოექტაზიას ვუწოდებთ. ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა

მისთვის დამახასიათებელია ბრონქების შეუქცევადი გაგანიერება (ბრონქოექტაზი, ბრონქოექტაზები) და გაგანიერებული ბრონქების ქრონიკული ბაქტერიული ანთება. ბრონქოექტაზი - ბრონქის სანათურის სეგმენტური გაფართოებაა, რომელსაც ბრონქის სტრუქტურული ელემენტების ანთების, დისტროფიის, სკლეროზის ან ჰიპოპლაზიის გამო განვითარებული ნერვკუნთოვანი ტონუსის დარღვევა ან დესტრუქცია განაპირობებს. დაავადება უპირატესად 5-დან 25 წლამდე ასაკის პირებს ემართებათ. ამასთანავე, უფრო ხშირად მამაკაცები
ავადდებიან.


- როგორია დაავადების მიმდინარეობა? რას უჩივის ავადმყოფი ამ დროს?

- განასხვავებენ დაავადების შემდეგ სტადიებს: მსუბუქს, გამოხატულს, მძიმესა და გართულებულს. პროცესის გავრცელების კვალობაზე, გამოყოფენ ცალმხრივ და ორმხრივ ბრონქოექტაზებს. ბრონქოექტაზიის მთავარი სიმპტომია ნახველიანი ხველა, რომელიც შედარებით ძლიერია დილაობით, ახალგაღვიძებულზე, წამოდგომისას, და პაროქსიზმული ხასიათისაა.

ნახველის ოდენობა დღე-ღამეში
შესაძლოა 20-30-დან 100-200 მლ-მდე და მეტიც იყოს. ზოგჯერ ავადმყოფი მას სავსე პირით გამოყოფს. ნახველს ხშირად აქვს ცუდი სუნი. ქილაში დგომისას ის ზოგჯერ 3 შრედ ილექება. შესაძლოა, ერიოს სისხლიც.

ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენა ფილტვებიდან, რაც ჩირქოვანი ნახველის გარეშე მიმდინარე, ე.წ. მშრალი ბრონქოექტაზიის ერთადერთი სიმპტომია. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია უქეიფობა, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, რომელიც უმეტესად სუბფებრილურია, ოფლიანობა, ზოგჯერ - ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ციანოზი.


- ვითარდება თუ არა ცვლილებები და გართულებები სხვა ორგანოების ან სისტემების მხრივ და როგორია ეს ცვლილებები?

- ავადმყოფს შესაძლოა განუვითარდეს კომბლისებრი თითები, საათის მინის ფორმის ფრჩხილები და სხვა. პნევმოფიბროზისა და ფილტვების ემფიზემის შემთხვევაში მოსალოდნელია გულმკერდის დეფორმაცია.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
პნევმოსკლეროზის დროს ფილტვი ხდება უჰაერო, მკვრივდება და პატარავდება. შედეგად ირღვევა ფილტვის ფუნქცია.
„სმარტფარმთან“ საუბრობს ხველის მიზეზებზე ექიმი თერაპევტი, მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი ლია მინდიაშვილი
მწვავე ბრონქიტი მწვავე ბრონქიტი არის ბრონქების მწვავე ანთებითი დაავადება. ის სწრაფად, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება.
ვიდრე უშუალოდ სუნთქვის სიხშირესა და მის თავისებურებებს შევეხებით, შეგახსენებთ, რომ სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია.
ადამიანის სიცოცხლე მისი პირველი ჩასუნთქვიდან იწყება და ეს პროცესი სიკვდილის ბოლო წუთამდე გრძელდება.
ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ხველა არა რამდენიმე დღის, არამედ თვეების და წლების მანძილზე.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად