/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

„ასეთი ხველა წნევის დამწვევ საშუალებებს ახასიათებს“ - ხველის გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ასეთი ხველა წნევის დამწვევ საშუალებებს ახასიათებს“ - ხველის გამომწვევი მიზეზები

- რა არის ხველა, რამდენად ხშირია მიმართვიანობა ამ სიმპტომით?

- ხველა - ეს არის სწარფი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პროცესში სასუნთქი გზებში მოხვედრილი ნაწილაკების, სხვადასხვა აგენტების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი აგენტები, მტვერი, სხვადასხვა ალერგენი) ზემოქმედების შედეგად განხორციელებული რეფლექსი, რომლის საშუალებითაც ჩვენი ორგანიზმი ცდილობს სასუნთქი გზებიდან მოიშოროს ზედმეტი გამღიზიანებლები. ამისათვის სასუნთქი გზები და ბრქონების ლორწოვანი გარსი სპეციალური ეპითელიუმითაა ამოფენილი.

ხველა აუცილებელია და საათში ერთხელ რომ დაახველოს ადამიანმა. ეს ნორმად ითვლება.

თითქმის ყოველი მეხუთე პაციენტი მოგვმართავს ხველის ჩივილით. ერთ-ერთ ხშირ სიმპტომად ითვლება, რის გამოც ადამიანები ექიმს მიმართავენ.

- რა სახის ხველა შეიძლება არსებობდეს და რა ხანგრძლივობა ახასიათებს მას?

- ხველა ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს: ხანმოკლე და ხანგრძლივი. თუ გვაქვს 3 კვირამდე ეპიზოდი, ითვლება, რომ ხველა მწვავეა. თუ ხველა გრძელდება 8 კვირის და მეტი დროის განმავლობაში, ის ქრონიკულად ითვლება. ხველა არსებობს მშრალი და ნახველიანი.

- რა ტიპის ხველა მოითხოვს ყურადღებას?

- სხვადასხვა ტიპის ხველა მიუთითებს სხვადასხვა დაავადებაზე. ხველის მიმდინარეობა შეიძლება მყეფავი ხასიათის იყოს, რაც დამახასითებელია ლარინგიტებისათვის. „მყეფავი“ ხველა ყივანახველას ახასიათებს. ამ დროს, ორ-სამ ღრმა ჩასუნთქვას შეტევების და ბიძგების სერია მოჰყვება, რომელიც შემდეგ ღრმა ჩასუნთქვით მთავრდება. ბოლოს კი სტვენა ახასიათებს. მსგავსი ხველა, თუმცა სტვენის გარეშე, ასევე მუკოვისციდოზისთვის არის დამახასიათებელი.

წყვეტილი ხასიათის ხველა მანიშნებელია ისეთი ინფექციური დაავადებისთვის, როგორიცაა ქლამიდიოზი.

სპაზმური ხველა პაციენტს ბრონქიტის დროს აწუხებს. მწვავე ბროქიტის დროს რამდენიმე დღიდან 3 კვირამდე აღინიშნება ხველა. ბრონქიტი ქრონიკულად ითვლება, როდესაც ხველა 8 კვირაზე მეტხანს გრძელდება.

ალერგიას, ბრონქულ სპაზმსაც, სწორედ სპაზმური ტიპის ხველა ახასიათებს.

ხველა დამახასითებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროსაც. ასევე არის ხველა საკვების მიღების დროს. ის, ძირითადად, მშრალია და ამოქაფების დროს ხდება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც.

არსებობს ფიზიკური დატვირთვით და ფსიქოგენური, ნერვული ფაქტორებით გამოწვეული ხველა.

მწვავე ხველის მიზეზი, ძირითადად, მწვავე ბაქტერიული და მწვავე ვირუსული ინფექციებია. მას ხველასთან ერთად სხვა სიმპტომებიც ახლავს თან, როგორებიცაა: ცხვირში გაჭედილობა, საერთო სისუსტე, თვალების წვა, თავის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია. ასეთ დროს გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტი და ხველის პრეპარატი საკმარისი შეიძლება იყოს და არ არის ანტიბიოტიკები აუცილებელი.

მწვავე ხველის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ფილტვების ქრონიკული ობსტურქციული დაავადება, ფილტვის სიმსივნე, ტუბერკულოზი, არაფილტვისმიერი გულის უკმარისობით მიმდინარე ხველა და შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები: სარკოიდოზი და სხვ.

აღნიშნულ დაავადებებს გახანგრძლივებული ხველა და საკუთრივ, კონკრეტული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახლავს თან.

საინტერესოა, ასევე ხველა, როგორც მედიკამენტების გვერდითი ეფექტი. ასეთი ხველა წნევის დამწვევ საშუალებებს ახასიათებთ. ე.წ „პრილებს“. ყოფილა შემთხვევა პაციენტს არაერთი ექიმისთვის, თერაპევტისთვის, ალერგოლოგისთვის მიუმართავს და ბოლოს, აღმოჩენილა, რომ მედიკამენტურია მისი ხველა.

პროფესიული ხველაც ხშირია, რასაც ყელის სიმშრალე იწვევს, მაგალითად, მასწავლებლებში და მათთან, ვისაც ბევრი საუბარი უწევთ.

-  რა პრობლემებს ქმნის მწეველობა?

- ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული გავრცელებული დაავადება ფილტვების ქრონიკული ობსტუქციაა. ეს არის იგივე ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული პნევმონია, ფილტვის ემფიზემა. მისთვის ბრონქების შევიწროება, ანუ ობსტრუქცია არის დამახასიათებელი. პროგრესული ხასიათისაა ეს ობსტრუქცია.

თამბაქო, მტვერი, გამონაბოლქვი - დაავადების განვითარები მიზეზებია.

ობსტუქციის შედეგად ვითარდება: ჟანგბადზე დამოკიდებულება, სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ფილტვ-გულის უკმარისობა, საინჰალაციო მედიკამენტებზე დამოკიდებულება. მწეველობაზე უარის თქმა არის მნიშვნელოვანი და მთავარი გამოსავალი პრობლემის გადასაჭრელად.

თავდაპირველად, მწეველთა ბრონქიტის დროს ხველა მშრალია, შემდეგ ლორწოვანი გარსი ზიანდება და დიდი რაოდენობით ლორწო გამოიყოფა. შედეგად, ხველა ხდება ნახველიანი.

-  სისხლიანი ნახველი რას ახასიათებს?

- სისხლიანი გამონადენი ტუბერკულიოზს, ფილტვის სიმსივნესა და ბრონქოექტაზიურ დაავადებას ახასიათებს. ბრონქოექტაზური დაავადებისას ბრონქებს თავისი ფორმა შეცვლილი აქვს სხვადასხვა მიზეზის გამო.

ბრონქებში ანთებითი პროცესი მარტივად ვითარდებაა, ადვილად გროვდება მიკრობები. მისთვის დიდი რაოდენობით ნახველიანი, ჩირქოვანი ხველა არის დამახასიათებელი. არსებობს მშრალი ხველით მიმდინარე ბრონქოექტაზია. ამ დროს სუფთა სისხლის მინარევით გამოყოფს პაციენტი ნახველს.

ტუბერკულოზსაც ახასიათებს სისხლიანი ნახველი. გარდა ამისა - დაბალი ტემპერატურა (37- 37,2), ოფლიანობა და შემაწუხებელი ხველა არის დამახასიათებელი.