სუნთქვის სიხშირე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

სუნთქვის სიხშირე

სუნთქვის სიხშირე
ვიდრე უშუალოდ სუნთქვის სიხშირესა და მის თავისებურებებს შევეხებით, შეგახსენებთ, რომ სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია. ფილტვისმიერი სუნთქვა ალვეოლების ჰაერიდან სისხლის მიერ ჟანგბადის ათვისება და ალვეოლებში ნახშირორჟანგის (და წყლის) გაცემაა. ქსოვილოვანი, ანუ შინაგანი სუნთქვა კი ქსოვილების მიერ სისხლისგან ჟანგბადის ათვისება და მასში ნახშირორჟანგის გაცემაა. ფილტვისმიერი სუნთქვისაგან განსხვავებით, ფილტვების ვენტილაცია (ანუ გარეგანი სუნთქვა) გარემოსა (ატმოსფეროსა) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა. ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისაგან შედგება. იგი გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობებით, გაგანიერებითა და დაშვებით (დაწევით) ხდება. ჩასუნთქვისას სასუნთქი
კუნთები აქტიურად მუშაობენ; ეს სუნთქვის აქტიური ფაზაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსულ იმპულსს მოჰყვება. გულმკერდის ყაფაზის მოცულობის გადიდებას მისი ღრუსა და პასიურად ფილტვების მოცულობის მომატებაც მოჰყვება. ამ დროს ალვეოლური წნევა კლებულობს, ამიტომაც ატმოსფეროს ჰაერი ალვეოლებში შედის. ამოსუნთქვა პასიურად ხდება სასუნთქი კუნთების მოდუნებისა და გულმკერდის ყაფაზის
დაშვების შედეგად. ალვეოლების ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ჩასუნთქვისას დაჭიმული იყო, ამოუნთქვის დროს ეშვება. ამ დროს ალვეოლებში ჰაერის წნევა ატმოსფეროს წნევას აჭარბებს და ჰაერი გარეთ გამოდის.


სუნთქვის სიხშირე

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20. სუნთქვის სიხშირის თანაფარდობა მაჯისცემასთან ასეთია: 1:4. ქალის სუნთქვა უფრო ხშირია. სუნთქვის სიხშირე მატულობს წამოდგომის, მოძრაობის, საჭმლის მიღების, აღელვების, გარემოს ტემპერატურის აწევის შედეგად. სუნთქვის სიხშირეს ამგვარად იკვლევენ - პაციენტს მარცხენა ხელისგულს ადებენ გულმკერდის ზედა ნაწილზე (ქალებს) ან გულმკერდისა და მუცლის შუა ადგილზე (მამაკაცებს), მეორე ხელით მაჯას წაავლებენ ხოლმე, თითქოს პულსის დათვლა სურთ (ავადმყოფს ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებენ, რომ სუნთქვა ნებისმიერად არ შეიცვალოს), სინამდვილეში კი, აკვირდებიან და ითვლიან გულმკერდის ამოწევა-ჩაწევის (ერთი სუნთქვის) რაოდენობას ერთ წუთში (რაც ნორმალურად 16-18-ს უნდა უდრიდეს წუთში).

პათოლოგიისას სუნთქვა შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს. გაიშვიათება (ბერძნ. „ბრადიპნოე“) შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების მოქმედების (მოწამვლის, თირკმლის ფუნქციის უკმარისობის, დიაბეტური ან ღვიძლის კომის დროს) ან ქალასშიგა წნევის მომატების (ტვინის სიმსივნე, სისხლის ჩაქცევა) შედეგად. ბრადიპნოესაგან ასხვავებენ ოლიგოპნოეს, რომელიც სუნთქვის წუთმოცულობის შემცირებაა.

სუნთქვის გახშირება (ბერძნ. „ტაქიპნოე“) ვითარდება სისხლში ჟანგბადის უკმარისობისა და ნახშირორჟანგის დაგროვების შედეგად. ფიზიოლოგიურად ის ფიზიკური შრომისა (დაქანცვის) და ემოციების შემთხვევაში აღინიშნება, პათოლოგიისას კი:

  • სუნთქვიდან ფილტვის სასუნთქი ზედაპირის დიდი ნაწილის გამოთიშვისას;
  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოების დაავადებებისას;
  • ძლიერი სისხლნაკლებობისას;
  • ცხელებითი მდგომარეობებისას;
  • ძლიერი ტკივილისას (ღრმად ჩასუნთქვის შეუძლებლობის გამო ავადმყოფი იძულებულია ზერელედ ისუნთქოს);
  • ისტერიისას (სუნთქვა ხშირდება წუთში 60-80-მდე და მეძებარი ძაღლის სუნთქვას ჰგავს).

ტაქიპნოესაგან განსხვავებით პოლიპნოე სუნთქვის წუთმოცულობის გადიდებაა.

სუნთქვა შეიძლება გაღრმავდეს ყოველგვარი ქოშინის დროს, განსაკუთრებით ღრმაა კუსმაულის დიდი სუნთქვა; ამ დროს აღინიშნება დიდი ამპლიტუდის სუნთქვითი მოძრაობები, მაგალითად, ღრმა დიაბეტური კომის შემთხვევაში.

სუნთქვის დათვლით ან დახედვით შეიძლება სუნთქვის ტიპის განსაზღვრა და რიტმის დარღვევის დადგენა. ქალებს გულმკერდის ტიპის სუნთქვა აქვთ, მამაკაცებს - მუცლის, ანუ დიაფრაგმული ტიპის. გვხვდება შერეული ტიპის სუნთქვაც. პათოლოგიის შემთხვევაში სუნთქვის ტიპი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, მუცლის ფარის გაღიზიანების ან დაზიანების (პერიტონიტი, აპენდიციტი და სხვა) დროს მუცლის ტიპის სუნთქვა გულმკერდის ტიპის სუნთქვად გარდაიქმნება, ხოლო პლევრისა და ფილტვების დაზიანების (პნევმონია, ტუბერკულოზი, პლევრული შეხორცებები, ნეკნთაშუა ნევრალგია) დროს - გულმკერდის ტიპის სუნთქვა მუცლის ტიპის სუნთქვად, რაც დაზიანებული ორგანოს დაზოგვით აიხსნება.

სუნთქვის რიტმის დარღვევის სახეებია:

  • ბიოტის სუნთქვა - ცვალებადია სუნთქვის ამპლიტუდები, სიხშირე და აპნოეს პერიოდები. აღინიშნება თავის ტვინის დაავადებების (მენინგიტის და სხვა) დროს და მძიმე მდგომარეობის ნიშანია.
  • ჩეინ-სტოქსის სუნთქვა - სუნთქვითი მოძრაობის სიღრმე თანდათანობით მატულობს, მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ თანდათანობით კლებულობს მინიმუმამდე და რამდენიმე წამის ტოლ პაუზამდე; ავადმყოფი უგონო მდგომარეობაშიც შეიძლება ჩავარდეს. სუსტად გამოხატული ასეთი სუნთქვა ჯანმრთელებს ძილის დროს აღენიშნებათ, პათოლოგიის შემთხვევაში კი ის სერიოზული, ზოგჯერ ცუდი პროგნოზის მაჩვენებლია; გვხვდება გულის დეკომპენსაციის მძიმე სტადიაში, თავის ტვინის დაავადებათა დროს (სიმსივნე, აბსცესი და სხვა), მოწამვლების შემთხვევაში.
  • გროკოს სუნთქვა - სასუნთქი კუნთების მუშაობის დისოციაციის შედეგია. დიაფრაგმა ჩასუნთქვას ახდენს, ნეკნთაშუა კუნთები კი - ამოსუნთქვას; ამიტომ გულმკერდის ქვედა ნაწილი ფართოვდება, ზედა ნაწილი ჩაიდრიკება და პირიქით. ასეთი სუნთქვა უმძიმესი ნიშანია და აღინიშნება თავის ტვინისა და მისი გარსების დაავადებათა, აგრეთვე მძიმე ინტოქსიკაციების დროს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
მწვავე ბრონქიტი მწვავე ბრონქიტი არის ბრონქების მწვავე ანთებითი დაავადება. ის სწრაფად, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება.
ადამიანის სიცოცხლე მისი პირველი ჩასუნთქვიდან იწყება და ეს პროცესი სიკვდილის ბოლო წუთამდე გრძელდება.
ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ხველა არა რამდენიმე დღის, არამედ თვეების და წლების მანძილზე.
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ფილტვის სურათის გაძლიერება.
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად