ქრონიკული ხველა, რომელიც წლობით გრძელდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ქრონიკული ხველა, რომელიც წლობით გრძელდება

ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ხველა არა რამდენიმე დღის, არამედ თვეების და წლების მანძილზე.

ქრონიკული ხველა წარმოადგენს დიაგნოსტიკურ სირთულეს და სტანდარტულ მკურნალობას არ ემორჩილება.

ქრონიკული ხველა, რომელიც წლობით გრძელდება, იწვევს პაციენტის გაღიზიანებას, რომელიც კიდევ უფრო რთულდება ოჯახის წევრების და ახლობლების დამოკიდებულების გამო.

ქრონიკული ხველის მკურნალობა ძნელია, რაც დიდწილად გამომწვევი ფაქტორების მრავალფეროვნებითაა გამოწვეული. ამის გამო, სწორი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის მრავალმხრივი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

ბევრი დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება არის საჭირო იმისთვის, რომ მხედველობიდან არაფერი გამორჩეს ექიმს. უბრალოდ მედიკამენტების მოსინჯვა არ არის საკმარისი.   

მოდით,
მოკლედ მიმოვიხილოთ შესაძლო მიზეზები და საჭირო გამოკვლევები.

საყლაპავი კუნთოვანი მილია, რომელიც პირის ღრუს კუჭთან აკავშირებს. რეფლუქსი, ცენკერის დივერტიკული და საყლაპავის სხვა მოტორული დარღვევები შეიძლება გახდეს ყელის გაღიზიანებისა და ქრონიკული ხველის მიზეზი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ქრონიკული ხველა შეიძლება ხშირად ერთადერთი სიმპტომი იყოს.

საყლაპავის დაავადებებისთვის დამახასიათებელი
სხვა სიმპტომები როგორიცაა გულძმარვა, ყელის წვა, მოხრჩობის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება შესაძლოა არ აღენიშნებოდეს პაციენტს. თუმცა, ამ სიმპტომების არსებობა საყლაპავის პათოლოგიაზე აძლიერებს ეჭვს.

ქრონიკული ხველის გამომწვევი საყლაპავის დაავადების სადიაგნოსტიკო კვლევებია: ენდოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიით, რენტგენოლოგიური კვლევა ბარიუმით, მანომეტრია, ნერწყვის ანალიზი.  

ცხვირის ღრუსა და სინუსების პათოლოგიები როგორიცაა ალერგია, სინუსიტი, ვაზომოტორული რინიტი შესაძლოა გახდეს ქრონიკული ხველის მიზეზი, რაც ცხვირის ღრუდან ყელში ლორწოს ჩადინებითაა გამოწვეული.
ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკური ტესტები შემდეგია: ტრანსნაზალური ენდოსკოპია, ალერგიული ტესტები, სინუსების რენტგენოლოგიური კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე ორი სხვადასხვა ტიპის ნაზალური სპრეის გამოცდა: ანტიჰისტამინურისა და იპრატროპიუმ ბრომიდის, ვაზომოტორული რინიტის სადიაგნოსტიკოდ.

ზოგიერთ პაციენტში შეინიშნება ქრონიკული ხველის გამწვავება კონკრეტული საკვების მიღებისას. ყველაზე გავრცელებული საკვები, რომელიც ქრონიკულ ხველასთანაა დაკავშირებული არის: ხორბალი, რძის პროდუქტები, კვერცხი.
საკვებზე რეაქცია არ უნდა აგვერიოს ალერგიასა და რეფლუქსში.

აგრეთვე, არსებობს მედიკამენტების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ქრონიკურ ხველას იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის აგფ-ინჰიბიტორების ჯგუფი (ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი). უფრო იშვიათად შესაძლოა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების კიდევ ერთმა ჯგუფმა - ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერებმაც გამოიწვიოს ქრონიკული ხველა, როგორც გვერდითი ეფექტი.

და ბოლოს, ქრონიკული ხველა შესაძლოა ყელის გაღიზიანების შეგრძნებით იყოს განპირობებული, რაც ზოგჯერ ნერვის დაზიანების გამო აღენიშნება პაციენტს. ეს მდომარეობა ხორხის (ლარინგული) ნევროპათიის სახელითაა ცნობილი. მაგალითისთვის მოვიყვანოთ კბილის ანესთეზია. როდესაც ყბა დაბუჟდება, ხშირად ჩნდება შეშუპების და მუდმივი ნერწყვდენის ასოციაცია, მაგრამ სარკეში ჩახედვიასას ვერც შეშუპებას და ვერც ზედმეტ ნერწყვს ვამჩნევთ. მსგავსად ამისა, ნევროპათიული ქრონიკული ხველის მიზეზი არის ის, რომ პაციენტი მუდმივად გრძნობს ლორწოს არსებობას ყელში.

როდესაც დაზუსტდება ქრონიკული ხველის მიზეზი, შესაძლებელია შედეგიანი მკურნალობის დანიშვნა.

უნდა გვახსოვდეს, რომ წლობით მიმდინარე ხველის შემთხვევაში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე გამომწვევი მიზეზი იქნას გამოვლენილი ერთიდაიმავე პაციენტში. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება  სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატის მიღება.
სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა ხშირად სხვადასხვა სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს, მათ შორის გასტროენტეროლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ალერგოლოგის, ნევროლოგის.


ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
მწვავე ბრონქიტი მწვავე ბრონქიტი არის ბრონქების მწვავე ანთებითი დაავადება. ის სწრაფად, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება.
ვიდრე უშუალოდ სუნთქვის სიხშირესა და მის თავისებურებებს შევეხებით, შეგახსენებთ, რომ სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია.
ადამიანის სიცოცხლე მისი პირველი ჩასუნთქვიდან იწყება და ეს პროცესი სიკვდილის ბოლო წუთამდე გრძელდება.
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ფილტვის სურათის გაძლიერება.
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად