რაზე მეტყველებს რენტგენზე ფილტვის სურათის გაძლიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მეტყველებს რენტგენზე ფილტვის სურათის გაძლიერება

რა იგულისხმება ამ სიმპტომის ქვეშ?

ფილტვის სურათს უწოდებენ ფილტვის ქსოვილში არსებული სისხლძარღვების ქსელს. ნორმის დროს ის უფრო მკაფიოა ფილტვის ფესვის მიდამოში და ფერმკრთალდება მისგან დაშორებით. ეს უკავშირდება იმას, რომ ფილტვის ფესვიდან დაშორების მიხედვით, სისხლძარღვების სანათურის დიამეტრი უფრო ვიწროა. ნორმისას ამგვარი სურათი მკვეთრად შესამჩნევია ფილტვების ქვედა წილებში, რადგანაც იქ განლაგებულია ყველაზე მსხვილი სისხლძარღვები.

ფილტვის სურათის გაძლიერებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც სურათზე ფილტვის ფესვისა და სისხლძარღვების გამოსახულების სიმკვეთრე მომატებულია. ამასთან, სურათი ერთნაირად მკაფიოა ფილტვის ზედა-ქვედა წილებში, ცენტრსა და პერიფერიაზე.

რომელი დაავადებების დროს ვლინდება ფილტვის სურათის გაძლიერება:

  • ბრონქიტის დროს (მწვავე ან ქრონიკული, ობსტრუქციული და არაობსტრუქციული);
  • კეროვანი ან წილოვანი პნევმონიისას;
  • ფილტვში ტუბერკულოზური პროცესის არსებობისას;
  • ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნისას;
  • პროფესიული დაავადებების დროს - პნევმოკონიოზი, სილიკოზი;
  • ფილტვების შეშუპებისას;
  • გულის დაავადებებისას - თანდაყოლილი და შეძენილი მანკები, კარდიომიოპათია.

ზოგჯერ ფილტვის სურათის გაძლიერება დაავადების გარეშეც შეიძლება აღინიშნოს და ამის მიზეზი ასაკობრივი ცვლილებების გამოვლენა იყოს.

ფილტვის სურათის გაძლიერება შეიძლება იყოს ლოკალური და დიფუზური, რაც დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ხასიათზე. თუ პროცესი შემოსაზღვრულია (კეროვანი პნევმონია ან მცირე ზომის სიმსივნე), სიმპტომიც ფილტვის მცირე უბანზე იქნება ლოკალიზებული. თუ პათოლოგია გავრცელებულია (კრუპოზული პნევმონია, ბრონქიტი, მილიარული ტუბერკულოზი), გაძლიერება გამოხატული იქნება ფილტვის ყველა ველზე.

ეს სიმპტომი აღინიშნება ფილტვის ქსოვილში შემდეგი პათოლოგიური ცვლილებებისას:

  • სისხლძარღვების სისხლით ავსების მომატება, რაც ხშირად გულის მანკების დროს ხდება;
  • ტუბერკულოზის ან პნევმონიისას უშუალოდ სისხლძარღვის კედლის ანთება;
  • ფილტვის პარენქიმაში შემაერთებელი ქსოვილის გაჩენა ხანგრძლივად მიმდინარე პნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვების პროფესიული დაავადებების დროს.

ყველაზე ადრე გაძლიერება ჩნდება უშუალოდ ფილტვის ფესვთან. პათოლოგიური პროცესის გავრცელებისას ფილტვის სურათი სხვა ზედაპირზეც მკაფიო ხდება. ფილტვის სურათზე, სხვადასხვა პათოლოგიისას, არა მარტო სისხლძარღვები, შეიძლება გამოჩნდეს ანთებითი წვრილი ბრონქები, ლიმფური ძარღვები და შემაერთებელქსოვილოვანი შრე.

როგორ ვლინდება სიმპტომი

სისხლძარღვოვანი ბადე რენტგენზე ჩანს როგორც უჯრედების გროვა. სისხლძარღვოვანი სურათის დეფორმაციისას რენტგენზე ფილტვის თითოეული წილაკის კონტური უფრო მკაფიოდ ჩანს. ამას თან ერთვის ფილტვის ველის გამჭვირვალობის დაქვეითება. ერთდროულად შეიძლება ამა თუ იმ დაავადების სხვა სიმტპომებიც აღმოჩნდეს:

  • სუნთქვითი ექსკურსიის შემცირება - სუნთქვისას ფილტვის კიდისა და დიაფრაგმის მოძრაობა. ეს აღმოცენდება ანთებითი პროცესის ან შემაერთებელი ქსოვილის განვითარების შედეგად.
  • ფილტვში ჩრდილის წარმოქმნა - მიუთითებს აბსცესის, ან სიმსივნის, ან ტუბერკულოზური კერის არსებობაზე.

დამახასიათებელია შესაბამისი კლინიკური სიმპტომებიც: ხველა, სხვადასხვა ხასიათის ნახველის გამოყოფა, ქოშინი, ტკივილი გუმკერდის მიდამოში, სუნთქვისას გულმკერდის ნახევრის მოძრაობის შეზღუდვა.

დაავადების უფრო ზუსტი დიაგნოსტიკისათვის კი საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.